ვარიკოზული ვენები - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

ვარიკოზის დროს ერთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას ქვედა კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება ძლიერდება, ხოლო მოსვენებისას ფეხის აწევის შემთხვევაში მცირდება. მსგავსი სიმპტომები ზაფხულში, ჯდომისა და დგომის დროს, კიდევ უფრო მატულობს. ვარიკოზის მკურნალობის კუთხით რამდენიმე მეთოდია ყველაზე გავრცელებული: ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, სკლეროთერაპია, მედიკამენტების გამოყენება და კომპრესიული თერაპია.
ვარიკოზული ვენების სიმპტომები
ვენების დაავადების პირველი ნიშანი - ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ, დღის ბოლოს ფეხების შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება და კანჭებში წვის შეგრძნებაა. ვარიკოზული დაავადებისათვის დამახასიათებელია ამ სიმპტომების გაქრობა ან შემცირება სიარულის და ძილის შემდეგ. თუმცა, ზოგჯერ ვარიკოზს ახასიათებს ისეთი შეუმჩნეველი სიმპტომები, როგორებიცაა წვივებისა და ტერფების ქავილი, რასაც სისხლძარღვებში მიმდინარე პროცესები იწვევს. ამ დროს კანი ვეღარ იკვებება და შედეგად ვითარდება სიმშრალე, აქერცვლა და ქავილი. ვენური დაავადება პროგრესირებადი მდგომარეობაა. ადრეულ ეტაპზე ის მხოლოდ სიმპტომებით გამოვლინდება კლინიკური ნიშნების გარეშე. ვენების ფართოდ გავრცელებული დაავადებების სიმპტომებია:
- ტკივილი;
- შეშუპება;
- სიმძიმე ქვედა კიდურებში;
- ქავილი და წვის შეგრძნება.
შემდეგ ეტაპზე ჩნდება ვიზუალური გამოვლინებები, მოგვიანებით კი - ვარიკოზული ვენები. მომდევნო სტადიაზე ხშირია ქვედა კიდურების შეშუპება, შემდეგ - ცვლილებები კანზე.
რა იწვევს ვარიკოზულ ვენებს?
ვარიკოზის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი მემკვიდრეობა შეიძლება იყოს. ხშირია შემთხვევები, როდესაც იგი მშობლიდან შვილზე გადადის. თუმცა, არსებობს ვარიკოზული ვენების სხვა ისეთი გამომწვევი ფაქტორები, როგორიცაა:
- თანდაყოლილი ან შეძენილი ვენის სარქველების უკმარისობა;
- თანდაყოლილი ან შეძენილი ვენოზური კედლის სისუსტე;
- პროფესიული მიზეზით შეძენილი დაავადება;
- დიდი ხნის განმავლობაში ფეხზე დგომა ან ჯდომა;
ვარიკოზული ვენების მკურნალობა
ვარიკოზული დაავადების, ისევე როგორც ჯანმრთელობის სხვა პრობლემების დროს მკურნალობის შედეგი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ სტადიაში იწყება მისი გამოვლენა. მკურნალობა მით უფრო წარმატებულია, რაც უფრო ადრე მიაკითხავთ ექიმს. ამ დაავადების სამკურნალოდ სახლის პირობებში პაციენტები ვარიკოზის მოვლის საშუალებებს იყენებენ. ეს პროდუქტი იდეალურია მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. ელასტიური წინდები აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი - გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში.
- ანტივარიკოზული გეტრი - გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
- ანტიემბოლიური წინდა წინდა (მაღალყელიანი) - გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
ვარიკოზის მოვლის საშუალებების მრავალფეროვან არჩევანს მომხმარებლებს კომპანია "ახალი ხედვა" სთავაზობს, რომელიც შვეიცარიული ბრენდის, Sigvaris-ის ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Sigvaris არის წარმოდგენილი რამდენიმე ქვებრენდით და მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ქსოვილის, ფერის, დიზაინისა და ზომის კომპრესიულ წინდებს, რაც მაქსიმალურად ერგება ყოველი ადამიანის ინდივიდუალურ სამედიცინო პრობლემას, საჭიროებასა და ინტერესს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიები თბილისის გარდა მდებარეობს: გორში, ქუთაისსა და ბათუმში. ფილიალების გარდა სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს პროდუქტის ონლაინ რეჟიმში ყიდვის სერვისსაც სთავაზობს. ამისთვის საჭიროა, რომ “ახალი ხედვის” ოფიციალურ გვერდზე დარეგისტრირდეთ და სასურველი ნივთი შეიძინოთ. შერჩეულ პროდუქტს, კი კონსულტანტი ნებისმიერ რეგიონში უმოკლეს ვადაში მოგაწვდით.
ვარიკოზული ვენები ორსულებში
ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი ორსულთათვის ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს გამოიყენება. ამ პროდუქტის გამოყენება ორსულებში ამცირებს როგორც მარტივი ვენური, ასევე უფრო რთული ვარიკოზული დაავადებების წარმოქმნის რისკებს. სისხლძარღვები ნორმალურად ფუნქციონირებს, კოლგოტის ფორმა კი მუცელს იდეალურად ერგება და საჭირო მოჭერილობაც აქვს. საორსულე პროდუქციის გამოყენება რეკომენდებულია, როგორც ორსულობის პერიოდში, ასევე, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● საორსულე გეტრი - გამოიყენება მსუბუქი ხარისხის ვენების ვარიკოზული დაავადების დროს. ხელს უწყობს ვენებიდან სისხლის უკუდინებას და ცირკულაციის გაუმჯობესებას. საორსულე გეტრები გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნითაც, რომელთა შეძენა შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშეც. გეტრი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ამცირებს ვენების დეფორმაციის რისკს.
● ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი ორსულთათვის - გამოიყენება ორსულებში ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს. აჩქარებს ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას და ხელს უწყობს ცირკულაციის გაუმჯობესებას.
როგორ ავირიდოთ ვარიკოზული ვენები?
პასიური ცხოვრების წესი იწვევს როგორც კუნთების ასევე, ძვლებისა და ვენების ტკივილს. ვარიკოზული დაავადების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი კი სწორედ ცხოვრების უმოძრაო წესია. ამ დროს მთავარი რისკ-ფაქტორი, რა თქმა უნდა, ქვედა კიდურების კუნთების ტონუსის არქონაა. სიარულისას კუნთები აწვება ვენებს, რითაც სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას ახდენს. ჯდომის დროს დატვირთვა ქვედა კიდურების კუნთებზე არასაკმარისია, კუნთოვან-ვენური ტუმბოს ფუნქცია სუსტდება, სისხლის ცირკულაცია, კი ფერხდება. ამიტომ აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, ფიზიკური აქტივობა, ფეხით სიარული და ცურვა.