წელის დაჭიმულობა - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

ხშირად დილას წელის დაჭიმულობითა და უსიამოვნო შეგრძნებით ვიღვიძებთ.  ეს გამოწვეულია იმით, რომ არასწორ მდგომარეობაში გვეძინა და ჩვენი ხერხემალი და ზურგის კუნთები დაიჭიმა. ამიტომ აუცილებელია, რომ ძილის დროს სწორი პოზა შეარჩიოთ. გარდა ამისა, არის პროფესიები, რომლებიც ხანგრძლივად ერთ პოზაში ჯდომას უკავშირდება, რა დროსაც  ხერხემალზე ზეწოლა განსაკუთრებით მატულობს. ამ დროს მნიშვნელოვანია მკურნალობის სწორი დაგეგმვა, სპეციალური ორთოპედიული პროდუქტების გამოყენება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. 

რა იწვევს წელის დაჭიმულობას?

წელის დაჭიმულობა ადამიანების დიდ ნაწილს ხშირად აწუხებს. ამ პრობლემის გამომწვევი  ბევრი მიზეზი არსებობს, იქნება ეს მოულოდნელი ტრავმა, რომელიმე კონკრეტული დაავადება თუ ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა. წელის დაჭიმულობის  გამომწვევი უამრავი მიზეზიდან ყველაზე ხშირია: 

  • მკვეთრი, მოუხერხებელი მოძრაობა;
  • ზურგის ტვინის ნერვზე ზეწოლა; 
  • პათოლოგიები;
  • რადიკულიტი.

რა სიმპტომები ახასიათებს წელის დაჭიმულობას?

წელის დაჭიმულობის სიმპტომი შესაძლოა მსუბუქი დისკომფორტიდან დაიწყოს და მწვავე ტკივილამდე განვითარდეს. ძირითადი სიმპტომები, რომლებიც წელის დაჭიმულობას ახასიათებს:

  • ტკივილი ზურგის ქვედა ნაწილში -  ტკივილი შეიძლება იყოს ყრუ და მფეთქავი ან პირიქით, მწვავე. როგორც წესი, ის ძლიერდება მოძრაობისას და მცირდება დასვენების დროს.
  • კუნთების სპაზმი -  წელის არეში კუნთები შეიძლება მკვეთრად შეიკუმშოს, რაც ძლიერ, უეცარ ტკივილის შეგრძნებას იწვევს.
  • მოძრაობის შეზღუდვა - ტკივილისა და სპაზმის გამო რთულდება გამართვა, წინ გადახრა ან გვერდზე შემობრუნება. 
  • სიმძიმის და დაჭიმულობის შეგრძნება -  წელის არე თითქოს შებოჭილია, განსაკუთრებით დილით, გაღვიძებისას, ან ერთ პოზიციაში დიდხანს ჯდომის/დგომის შემდეგ.
  • მგრძნობელობა შეხებაზე - წელის დაზიანებულ კუნთებზე ხელით დაჭერისას ან შეხებისას აღინიშნება ლოკალური ტკივილი.

წელის დაჭიმულობის მკურნალობა

წელის დაჭიმულობის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია ორთოპედიული საშუალებების გამოყენება. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარელებს უმაღლესი ხარისხის  წელის ქამრებს სთავაზობს.  მათი მრავალფეროვანი არჩევანი სამედიცინო მაღაზიებში - თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი. ისინი განსხვავდება როგორც ბრენდისა და ზომის, ასევე  ქსოვილისა და ფასის მიხედვით. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

  • ზურგის კორსეტი - დამზადებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან. მისი ტარება ტანსაცმლის ქვეშ მარტივად  არის შესაძლებელი.   ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს.გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე გამოხატული სქოლიოზის დროს. აქვს დამატებითი ღვედები და პლასტმასის ჩანართები, რომელიც აძლიერებს ფიქსაციას.
  • ზურგდამჭერი - ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული კორსეტია,რომელიც ეხმარება პაციენტს მხრების განზიდვაში და აფიქსირებს ხერხემალს ანატომიურ მდგომარეობაში.მას აქვს პლასტმასის ჩანართები და ასევე სპეციალური ბალიშები იღლიის მიდამოში,რათა ავიცილოთ კანის გაღიზიანება და მექანიკური დაზიანება. ის გამოიყენება სქოლიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
  • მხრების ქამარი - არის მარტივი კორსეტი,რომელიც დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის მასალისგან.მისი დანიშნულება არის მხრების განზიდვა და გამოიყენება შედარებით მსუბუქი პრობლემის დროს. მას ხშირად გამოიყენებენ ქალბატონები ყოველდღიური საქმიანობისას ზურგის კუნთების მოდუნებისა და განტვირთვისთვის. ეს კორსეტი ასევე გამოიყენება ლავიწის ძვლის მოტეხილობისას,თაბაშირის შემცლელად.
  • მხრის სამაგრი - გამოიყენება მხრის ქრონიკული დაავადების,ბურსიტისა და ფიზიკური აქტივობის დროს. ის იცავს მხრის სახსარს დაზიანებისგან და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას.

ეს პროდუქტები დაზიანებული ადგილის ეფექტურ აღდგენასა და რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. მხრების განზიდვა, ხერხემლის სვეტის ანატომიურ მდგომარეობაში ფიქსაცია და ტორსის ნორმალურ მდგომარეობის შენარჩუნება - ორთოპედიული ქამრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დანიშნულებაა. მათი გამოყენება ასევე რეკომენდებულია სქოლიოზის, კიფოზის და ხერხემლის დეფორმაციების დროსაც. 

როგორ ავირიდოთ თავიდან წელის დაჭიმულობა? 

წელის კუნთების გაძლიერების მიზნით, ასევე, აუცილებელია მსუბუქი ვარჯიშები - ცურვა, იოგა, პილატესი და სიარული. ზურგის ტკივილის თავიდან ასაცილებლად გაითვალისწინეთ: 

  • გამოიყენეთ შესაბამისი ორთოპედიული პროდუქტები;
  • ყოველთვის დაჯექით კომფორტულ პოზაში;
  • გააკეთეთ მსუბუქი ვარჯიშები;
  • შეარჩიეთ ძილის სწორი პოზა;
  • გაიარეთ ფიზიკური თერაპია.