წელის ტკივილი ბავშვებში
ბავშვებში წელის ტკივილი ისე ხშირად არ გვხვდება, როგორც მოზრდილებში, ამიტომ ამ სიმპტომს ყოველთვის სჭირდება ყურადღების მიქცევა. ხშირ შემთხვევაში მიზეზი საშიში არ არის, თუმცა ზოგჯერ ის უფრო სერიოზულ სამედიცინო მდგომარეობაზე მიანიშნებს. ეს პრობლემა შესაძლოა სიმძიმეების ტარებას, გადაღლილობას ან არასწორ მდგომარეობაში ძილს უკავშირდებოდეს. ასევე, შესაძლებელია წელის ტკივილი გამოწვეული იყოს რომელიმე დაავადებით.
რატომ უჩნდებათ ბავშვებს წელის ტკივილი?
წელის ტკივილი ბავშვებში შემაწუხებელია, ამ დროს რთულდება სკოლის ჩანთის ტარება, სპორტული აქტივობა და დიდხანს ჯდომა სასწავლო პროცესის დროს. ბავშვებში წელის ტკივილის მიზეზები ხშირად ხდება:
● კუნთების დაჭიმულობა- შეიძლება გამოიწვიოს მძიმე სასკოლო ჩანთამ, სპორტულმა აქტივობამ ან უეცარმა მოძრაობამ.
● არასწორი პოზა - კომპიუტერთან ან ტელეფონთან დიდხანს ჯდომა არაბუნებრივ მდგომარეობაში ხშირად ხდება ზურგისა და წელის ტკივილის მიზეზი.
● სწრაფი ზრდის პერიოდი - სიმაღლის მატების დროს კუნთები და მყესები შესაძლოა ვერ დაეწიოს ძვლების ზრდას, რაც იწვევს დისკომფორტს.
როდის არის წელის ტკივილი ბავშვებში საშიში?
წელის ტკივილი შეიძლება მიანიშნებდეს ანთებით პროცესზე ან სხვა სერიოზულ პრობლემაზე. თუ დისკომფორტს ცხელება და წონის კლება ახლავს თან, შესაძლოა იყოს ინფექციის ნიშანი. ფეხების დაბუჟება ან სისუსტე, კი ნერვზე ზეწოლასა და ნევროლოგიურ პრობლემაზე მიანიშნებს. იმ შემთხვევაში თუ ბავშვებში წელის ტკივილი ხანგრძლივად გაგრძელდა ყოველთვის საჭიროებს გამოკვლევას.
პრევენცია ყოველდღიურ ცხოვრებაში
ბავშვებში წელის ტკივილის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ყოველდღიურად გავითვალისწინოთ რჩევები:
● ჩანთის კონტროლი: დარწმუნდით, რომ სასკოლო ჩანთა ბავშვის წონის 10-15%-ზე მეტს არ იწონის და ბავშვი მას ორივე მხარზე დაკიდებულს ატარებს.
● აქტიური ცხოვრება: ზურგის კუნთების გაძლიერება ცურვით ან სპეციალური ვარჯიშებით საუკეთესო პრევენციაა.
● სწორი სამუშაო გარემო: მოუწყვეთ ბავშვს ისეთი სამუშაო მაგიდა, სადაც ის გამართული იჯდება.
გარდა ამისა, პედიატრი ან ბავშვთა ორთოპედი ხშირად უწევს რეკომენდაციას ორთოპედიული პროდუქტების გამოყენებას. ამ მიმართულებით, კომპანია “ახალი ხედვა” მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების წელის კორსეტებია წარმოდგენილი. სასურველი პროდუქტის შეძენა შესაძლოა როგორც სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში- თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში, ასევე ონლაინ მეთოდით - "ახალი ხედვის" ოფიციალურ საიტზე. მათი ტარების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, მათი გამოყენება საჭირო იყოს რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვეც კი.