წელის ტკივილი კაცებში
წელის ტკივილი კაცებში სხვადასხვა მიზეზს უკავშირდება. გარკვეულწილად, ამას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ჩვენი ცხოვრების წესს, ყოველდღიურ საქმიანობასა ან პროფესიას უკავშირებენ. გარდა ჩვენი ყოველდღიურობისა, მედიკოსები მიიჩნევენ, რომ წელის პრობლემების გამომწვევ მიზეზებთან პირდაპირ კავშირშია თანამედროვე ტექნოლოგიები. წელის ტკივილის დროს რთულდება მოძრაობა, დახრა და დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა/დგომა. ამ პრობლემას ახასიათებს ყრუ, ძლიერი ან მწვავე ტკივილი.
რა იწვევს წელის ტკივილს მამაკაცებში
წელის ტკივილი მამაკაცებში ხშირია გადატვირთული ფიზიკური დატვირთვისა და პროფესიული საქმიანობის გამო. მამრობითი სქესის წარმომადგენლებში ეს პრობლემის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი პროსტატის ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემა შეიძლება იყოს. ტკივილი წელის არედან იწყება და მუცლის ქვედა მხარეს გადაეცემა, რაც შარდის გამოყოფის გართულებას იწვევს. მსგავსი შეგრძნება თან ახლავს აპენდიქსის ანთებას ან შარდ-კენჭოვან დაავადებებს. მამაკაცებში წელის ტკივილის გამომწვევი ფაქტორებია:
● გავა-წელის რადიკულიტი;
● ოსტეოქონდროზი;
● სქოლიოზი:
● კოქსართროზი;
● სხვა პათოლოგიები.
წელის ტკივილის მკურნალობა კაცებში
უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა დანიშნულების მქონე წელის ქამრებს მომხმარებლებს კომპანია “ახალი ხედვა” 2012 წლიდან სთავაზობს. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger.. ამ პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში: გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში შეხვდებით. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტი - უნდა გამოიყენონ მშობლებმა თუ ბავშვის ტარებით გამოწვეული დისკომფორტის მოხსნა სურთ - უკანა კუნთებისა და იოგების/მყესის დაჭიმვის სამკურნალოდ .
● თორაკოლუმბალური (გულ-მკედრ-წელის) კორსეტი - გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობისა და კიფოზის სამკურნალოდ. მას აქვს დამატებითი ღვედები და მეტალის ჩანართები, რომლებიც აძლიერებს ფიქსაციას.
● ოპერაციის შემდგომი სარტყელი - ხელს უშლის მუცლის პრესის კუნთების მოდუნებას და გამოიყენება მუცლის ღრუს ოპერაციების შემდგომ პერიოდში, ასევე ორსულობის ბოლო ტრიმესტრში. ეს პროდუქტი ინარჩუნებს სხეულის ბუნებრივ ტემპერატურას წელისა და მუცლის ღრუში.
სამედიცინო მაღაზიათა ქსელში ხელმისაწვდომია სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების წელის კორსეტები და ხერხემლის ქამრები. ისინი ძირითადად ჰაერგამტარი ნეოპრინის ან ელასტიური ბამბის ქსოვილისგან არის დამზადებული. ამ ორთოპედიულ პროდუქტებს აქვთ სპეციალური დამატებითი ჩანართებიცა და ღვედებიც, რომლებიც სრულფასოვან სტაბილიზაციასა და ფიქსაციის უწყობს ხელს. თუმცა მათ შორის არის ფუქციური განსხვავებები