წელის ტკივილი კუდუსუნთან
წელის ტკივილი კუდუსუნთან საკმაოდ გავრცელებული და დისკომფორტის მომტანი პრობლემაა. ის შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც მსუბუქი დაზიანებით, ასევე უფრო სერიოზული მიზეზებით. თუ, კუდუსუნთან წელის ტკივილი მწვავე ხასიათისაა, მაშინ ის უმთავრესად მძიმე ტვირთის აწევით, ტრავმით, არასწორ პოზაში ძილით, ხანგრძლივი ჯდომით და უხერხული მოძრაობით არის გამოწვეული.
რამ შეიძლება გამოიწვიოს წელის ტკივილი კუდუსუნთან?
კუდუსუნი მცირე ზომის, სამკუთხა ფორმის ძვალია ხერხემლის ბოლოში. მიუხედავად მისი სიმცირისა, მასზე მნიშვნელოვანი დატვირთვა მოდის და ძალიან შემაწუხებელია. კუდუსუნთან წელის ტკივილის მიზეზებია:
● ტრავმა ან დაცემა: ყველაზე ხშირი მიზეზია მყარ ზედაპირზე დაცემა (მაგალითად, მოყინულ გზაზე ან კიბეზე).
● ხანგრძლივი ჯდომა: მყარ სკამზე დიდხანს ჯდომა აწვება კუდუსუნის ძვალს, რაც იწვევს ანთებას.
● ორსულობა და მშობიარობა: მენჯის ძვლების გაფართოება და მშობიარობის პროცესი ხშირად ტვირთავს კუდუსუნის მიდამოს.
● ჭარბი წონა ან წონის მკვეთრი კლება: ორივე შემთხვევამ შეიძლება შეცვალოს კუდუსუნის დატვირთვის კუთხე.
რისკ-ფაქტორები
თუ კუდუსუნის ტკივილი გაუსაძლისია და დასვენების შემდეგ არ მცირდება მიმართეთ სპეციალისტს - ნევროლოგს ან ტრავმატოლოგს. ასევე, საჭიროა ექიმთან ვიზიტი ტკივილთან ერთად, თუ:
● გრძნობთ ფეხის დაბუჟებას ან სისუსტეს;
● ტკივილი გაჩნდა ძლიერი ტრავმის შემდეგ;
● შენიშნეთ სიწითლე ან შეშუპება უშუალოდ კუდუსუნის ზონაში.
როგორ ვუმკურნალოთ წელის ტკივილს კუდუსუნთან?
რბილ სავარძელში არასწორი ჯდომა ან პირიქით, ზედმეტად მყარ ზედაპირზე დიდხანს ყოფნა დიდ დატვირთვას აყენებს კუდუსუნს. დისკომფორტის შესამცირებლად ადამიანები ორთოპედიულ პროდუქტებს იყენებენ. მათი გამოყენება ხელს უწყობს ხერხემლისა და წელის მიდამოს იმობილიზაციას და ზურგის არეში დატვირთვის შემსუბუქებას. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ის ხშირად გამოიყენება რევმატული ტკივილის დროს. ეს მოდელი არის სტანდარტული ზომის,ამიტომ გამოადგება ყველა ტიპის აღნაგობის მქონე ადამიანს.
● ორთოპედიული კისრის ბალიში - თავსა და კისერს სწორ პოზიციაში აფიქსირებს და გამოიყენება ისეთი მდგომარეობის დროს, რომელიც არღვევს ძილის ხარისხს: თავისა და კისრის ქრონიკული ტკივილი, ხვრინვა, აპნოე და სხვ.
● ზურგის ბალიში - დამზადებულია პოლიუთერანის ქაფისგან და უზრუნველყოფს ზურგის ფიქსაციას ანატომიურ მდგომარეობაში. მისი გამოყენება იდეალურია მათთვის, ვინც დიდხანს ატარებს დროს კომპიუტერთან ან მისი სამუშაო დაკავშირებულია დიდხანს ჯდომასთან.
● სავარძლის ბალიში - თუ მუშაობთ ოფისში და ძირითადად გიწევთ ჯდომა, სავარძლის ბალიშის გამოყენება მუშაობის პროცესს მეტად კომფორტულს ხდის. ბალიში აგრეთვე ეხმარება ხერხემალს სწორი პოზიციის შენარჩუნებაში, ნაკლებად გეღლებათ ზურგის კუნთები და გავა-წელის მიდამო. მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც საოფისე გარემოში, აგრეთვე სახლში, მანქანაში - განსაკუთრებით ხანგრძლივი მგზავრობისას. ბალიში იდეალური საშუალებაა მძღოლებისათვის.
ამ პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია სამედიცინო კომპანია “ახალ ხედვაში”. მათი შეძენა, თბილისის გარდა, შესაძლებელია საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ბათუმსა და ქუთაისში. კომპანია “ახალი ხედვა” ონლაინ შესყიდვის შესაძლებლობასაც გთავაზობთ. ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირდით და ონლაინ რეჟიმში შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. შეკვეთილ ნივთს კი კომპანიის კონსულტანტი ადგილზე უმოკლედ დროში მოგიტანთ.