წელის ტკივილის სახეობები
წელის ტკივილი მარცხენა ან მარჯვენა მხარეს, ასევე, ზედა და ქვედა ნაწილში შეიძლება იყოს გამოხატული - ეს დამოკიდებულია ტკივილის მიზეზებზე. ხერხემალი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ცენტრალური ნაწილია და ამიტომ მისი ტკივილი საკმაოდ რთული ასატანია. ამ პრობლემას ბევრი მიზეზი იწვევს - უბრალოდ მოუხერხებელი მოძრაობა, თუ მძიმე პათოლოგია. სწორად შერჩეული თერაპიის შემთხვევაში, ამ უსიამოვნების დავიწყება მკურნალობის საშუალოდ 4 კვირის შემდეგ არის შესაძლებელი. ხოლო 10-40% შემთხვევაში, ტკივილი ქრონიკულ ფორმაში გადადის და თან დაყვება ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე.
● ქვედა წელის ტკივილი ქალებში ყოველთვის ხერხემლის დაავადებების ბრალი არ არის. ეს შესაძლოა, ქალური ორგანოების დაავადებაზე მიუთითებდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლოკალიზებულია წელის, გავის მიდამოში ან აქვს შემომსარტყვლელი ხასიათი გავის, საზარდულისა და მუცლის წინა კედლის არეში. ეს სიმპტომი აუცილებლად უნდა გააანალიზოს გინეკოლოგმა, რადგან მის მიღმა შესაძლოა იმალებოდეს საშვილოსნოს მილებისა და საკვერცხეების ანთება ან რაიმე სახის პათოლოგია.
● ქვედა წელის ტკივილი მამაკაცებში შესაძლოა, უროლოგიურ დაავადებებთან იყოს დაკავშირებული ან თირკმლის პრობლემებთან.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს წელის ტკივილის დროს?
წელის ტკივილის ბევრი გამომწვევი მიზეზი არსებობს. შეიძლება, ეს უკავშირდებოდეს როგორც დიდ ფიზიკურ დატვირთვას, ისე მჯდომარე ცხოვრების წესსა და უმოძრაობას. ხშირია შემთხვევები, როდესაც არასწორი ძილი ან ვარჯიში იწვევს დისკომფორტს. ასევე ტკივილი ხშირად უკავშირდება გაციებას, იგივე წელკავს, რომლის დროსაც მწვავე, ძლიერი, შეტევითი ტკივილი კუნთების სპაზმითაა განპირობებული. ამის გამომწვევი მიზეზი ძირითადად უხერხული მოძრაობა, მძიმე საგნის აწევა, ბავშვის მოვლა, მანქანის ხანგრძლივი მართვა, ავარია ან დაცემაც შეიძლება გახდეს. გარდა ამ მიზეზებისა, არსებობს ისეთი დაავადებები, რომელიც ტკივილის შეგრძნებებს იწვევს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: მალთაშუა დისკის თიაქარი, ოსტეოქონდროზი და სქოლიოზი. ამის გასარკვევად აუცილებელია, რომ თავიდანვე სათანადო ყურადღება მივაქციოთ და თავიდან ავიცილოთ ისეთი გართულებები როგორიცაა: სქოლიოზი, ლორდოზი და კუზი. ექიმის დანიშნულებით ჩატარდეს რენტგენოგრაფია და გამოვლინდეს პრობლემის ხარისხი.
მკურნალობა და თვითმოვლა
წელის ტკივილს ხშირად იწვევს ისეთი გარემოებები, როგორიცაა:
● ძილის დროს არასწორ პოზიცია;
● თუ ღამე ზურგის მხოლოდ ერთ მხარეს გძინავთ კუნთები იძაბება, რაც იწვევს ტკივილს;
● კომპიუტერთან ჯდომა;
● თუ სამუშაო ზონაში იმყოფებით და ნაკლებად მოძრაობთ შესაძლოა ტკივილის შეგრძნება ზურგის მხოლოდ ერთ მხარეს იგრძნოთ.
წელის ტკივილის თავიდან ასაცილებლად:
● გააძლიერეთ თქვენი წელის კუნთები. ეს შესაძლებელია ცურვით და ნაკლებად ინტენსიური ვარჯიშებით. გარდა ამისა, ამ დროს რეკომენდირებულია იოგა, პილატესი და ფეხით სიარული.
● გამოიყენეთ ორთოპედიული ქამრები;
● მოერიდეთ სიმძიმეების აწევას;
● მოერიდეთ დიდხანს ერთ პოზიციაში ჯდომას.
ცხოვრების წესის მნიშვნელობა
წელის ტკივილის დროს რეკომენდირებულია იოგა, პილატესი და ფეხით სიარული. ასევე, მოერიდეთ დიდხანს ერთ პოზიციაში ჯდომას. ამ დროს სასურველია:
● ფიზიკური აქტივობა - გააძლიერეთ თქვენი წელის კუნთები. ეს შესაძლებელია ცურვით და ნაკლებად ინტენსიური ვარჯიშებით. გარდა ამისა ამ დროს რეკომენდირებულია იოგა, პილატესი და ფეხით სიარული.
● დატვირთვის შემცირება - თავი უნდა შეიკავოთ მკვეთრი მოძრაობებისგან და რამდენიმე დღის განმავლობაში შეინარჩუნოს მოსვენებითი მდგომარეობა. გარდა ამისა, მოერიდეთ სიმძიმეების აწევას.
● წელის ქამრები - ტკივილის შემსუბუქებას წელის ვარჯიშებთან ერთად ასევე, ხელს უწყობს ორთოპედიული ქამრები, რომლებსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვთ. ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს რეკომენდებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან დამზადებული ზურგის კორსეტი, ხოლო რევმატული დაავადებების, წელისა და ზურგის არეში დისკომფორტისა და ტკივილის შესამცირებლად ანტიალერგიული ქსოვილისაგან დამზადებული წელის სტანდარტული კორსეტი გამოგადგებათ. მოტეხილობების შემთხვევაში კი ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას ჰიპერექსტენზიის კორსეტი უზრუნველყოფს. რაც შეეხება სპორტულ დაზიანებებს, როგორიცაა: ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვა, მალთაშუა დისკის თიაქრი, ამ შემთხვევაში ეფექტურია - ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტის ტარება.