წელის ტრავმა - სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები
წელის ტრავმა, ძირითადად, მოულოდნელ შემთხვევებს უკავშირდება. ეს შესაძლოა, მძიმე საგნის აწევა, დაჭიმულობა, მანქანის ხანგრძლივი მართვა, ავარია ან დაცემა იყოს. ამ დროს უნდა მოერიდოთ სიმძიმეებს, ფიზიკურ დატვირთვას და უხერხულ მოძრაობებს, რადგან ეს კიდევ უფრო ამწვავებს წელის ტკივილს. ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც არასწორ მდგომარეობაში ყოფნა ან ძილი წელის არეში უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს. ამ ფაქტორების გარდა, არსებობს სხვა, ბევრად სერიოზული მიზეზებიც, როგორიცაა ხერხემლის რომელიმე დაავადება - ამიტომ, თუ ტკივილები დიდხანს გაგრძელდა, უმჯობესია, რომ ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ და სპეციალისტებისგან გაიგოთ, უკავშირდება ეს უბრალოდ დაზიანებას, თუ ამის სხვა უფრო მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს.
წელის ტრავმის სიმპტომები
იქიდან გამომდინარე, რომ წელის ტრავმა სხვადასხვა მიზეზს უკავშირდება, შესაბამისად, სიმპტომებიც განსხვავებული აქვს. ხერხემლის პათოლოგიების დროს ხშირად ადამიანებს წელი წოლის დროს აწუხებთ. წელის ტრავმების დამახასიათებელი სიმპტომებია:
● კუნთების დაჭიმულობა;
● ტკივილი;
● მოძრაობის შეზღუდვა.
წელის ტრავმის მკურნალობა
წელის ტრავმის მკურნალობის ბევრი მეთოდი არსებობს. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვათ და მსუბუქი ვარჯიშით ან ცურვით დაკავდეთ. ამ დროს რეკომენებულია სწორ ადგილზე ფეხით სიარულიც, რადგან ეს პროცესი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და კუნთებს აძლიერებს. მკურნალობის დროს პაციენტები გასაყუჩებლად პრეპარატებსაც იყენებენ და წელის ქამრებს ატარებენ. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლის და წელის იმობილიზაციას, რაც წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას უზრუნველყოფს. მისი მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქტები საქართველოს მასშტაბით 13 ორთოპედიულ მაღაზიაშია წარმოდგენილი. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
● წელის კორსეტი მეტალის ჩანართებით - დამზადებულია ბამბის ელასტიური მასალისგან. 26 ან 32 სმ სიმაღლის მეტალის ჩანართები და დამატებითი ღვედები უზრუნველყოფს წელის არის სრულ იმობილიზაციას და ეფექტურ ფიქსაციას. გამოიყენება წელის მალების მოტეხილობის, მალთაშუა დისკის თიაქრისა და სხვა ტიპის დაზიანებების დროს.
● ხერხემლის კორსეტი - აფიქსირებს მთლიანი ხერხემლის სვეტს. აქვს მეტალის ჩანართები მთლიანი ხერხემლის სიგრძეზე. გამოიყენება მალების მოტეხილობის, სქოლიოზის, კიფოზისა და ხერხემლის მრავლობითი თიაქრის დროს.
● წელის სტანდარტული კორსეტი - ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს. დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და მას აქვს პლასტმასის ჩანართები. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს.
● წელის მატყლის კორსეტი - სითბური ეფექტი აქვს და ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას წელისა და მუცლის არეში. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
მათი შეძენა შესაძლებელია საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ბათუმსა და ქუთაისში. კომპანია “ახალი ხედვა” გთავაზობთ ონლაინ შესყიდვასაც. ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირდით და ონლაინ რეჟიმში შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. შეკვეთილ ნივთს კი კურიერი ადგილზე უმოკლეს დროში მიიღებთ.