წვივის ტკივილი - სიმპტომები და მკურნალობის გზები
წვივის ტკივილი ხშირია სპორტსმენებში, მოცეკვავეებსა და სამხედრო პირებში. ეს პრობლემა უკავშირდება იმას, რომ გაძლიერებული ფიზიკური აქტივობის შედეგად კუნთები, მყესები და ძვლის ქსოვილი ძლიერად იტვირთება. წვივის ტკივილის დროს მკურნალობა შესაძლებელია მოსვენებით, ტკივილგამაყუჩებლებით, ყინულის საფენებითა და ორთოპედიული საშუალებების დახმარებით. ასევე, სპეციალური სპორტული ფეხსაცმელი და ვარჯიშის სწორი რეჟიმი თავიდან აგარიდებთ ტკივილის ხელახლა დაწყებას.
რამ შეიძლება გამოიწვიოს წვივის ტკივილი?
წვივის ტკივილი შესაძლებელია გამოწვეული იყოს განმეორებითი ზეწოლით ამ ძვალზე და მასთან ახლოს მყოფ შემაერთებელ ქსოვილებზე, რომლებიც კუნთებს ძვალთან აერთებენ. ეს პრობლემა ხშირია სპორტსმენებში და ბავშვებში. გარდა ამისა წვივის ტკივილი ხშირად უკავშირდება ავტოსაგზაო შემთხვევებს, მოულოდნელ დაზიანებებსა და სპორტულ ასპარეზობებს. განსაკუთრებით ხშირია ასევე, ტრავმების ტენდეცია ზამთარში, თხილამურებით სრიალის დროსაც.
● ფიზიკური დატვირთვა;
● არასწორი მოძრაობა;
● ტრავმა.
წვივების ტკივილის მკურნალობა
წვივის ტკივილის მკურნალობის დროს ეფექტურია ორთოპედიული ფიქსატორების გამოყენება. ამ მიმართულებით, ქართულ ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებით სარგებლობს კომპანია "ახალი ხედვა", რომელიც მომხმარებლებს ფიქსატორების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● წვივის ფიქსატორი - დამზადებულია ორმაგად ლამინირებული პერფორირებული ნეორპრინისგან, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას. გამოიყენება წვივის ტრავმების სამკურნალოდ.
● კოჭის სამაგრი რბილი ჩანართით - უზრუნველყოფს კოჭ-წვივის სტაბილიზაციას და ამცირებს ტკივილს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადაადგილების დროს არ გზღუდავთ. ამსუბუქებს ტკივილის შეგრძნებას და აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას.
● კოჭის სამაგრი პლასტმასის ჩანართით - მისი გამოყენება შეგიძლიათ ართრიტის, სახსრის დაჭიმვა/დაძაბულობის, ღრძობის ან თაბაშირის შემდგომი რეაბილიტაციისთვის. გვერდებზე მოთავსებული აქვს პლასტმასის ჩანართები, რაც თქვენს კოჭს დაზიანებისგან იცავს, ჯვარედინი ღვედები კი ძლიერ ფიქსაციას უზრუნველყოფს. ჰაერი მარტივად ცირკულირდება, სახსარში კი სითბო ნარჩუნდება.
სამედიცინო ჯგუფს უმაღლესი ხარისხის ფიქსატორები ოპტიმალურ ფასებში თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ფილიალებში აქვს წარმოდგენილი. კომპანია მომხმარებელს პროდუქტის სწორად შერჩევისთვის ასევე სთავაზობს 24 საათიან საკურიერო მომსახურების სერვისსა და სატელეფონო ან ონლაინ კონსულტაციას. ფიქსატორები სახსრის მოძრაობის შეზღუდვას უწყობს ხელს და სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვის არსებობს.
როგორ ავირიდოთ თავიდან წვივის ტკივილი?
წვივის ტკივილის თავიდან ასარიდებლად უმჯობესია ფიზიკური დატვირთვა თანაბრად გადაანაწილოთ და სპორტული აქტივობების დროს გამოიყენოთ დამცავი ორთოპედიული საშუალებები.