ხელის ამოვარდნა - სიმპტომები და მკურნალობა

ხელის ამოვარდნა ყველაზე ხშირია ბავშვებში და ეს შეიძლება რამდენჯერმეც გამეორდეს. ამის რისკი გაცილებით მატულობს ზაფხულში, რადგან წელიწადის ამ დროს მათი ფიზიკური აქტივობა ყველაზე მაღალია. უმჯობესია, რომ ბავშვებმა ტრავმების თავიდან აცილების მიზნით, მომზადება საბავშვო ბაღიდანვე დაიწყონ და ამაში მონაწილეობა მიიღონ მშობლებმაც და მასწავლებლებმაც. უმთავრესი, რაც ბავშვმა ამ პერიოდში უნდა აითვისოს, არის სიფრთხილე. ხელის ამოვარდნა შეწყდება მას შემდეგ, რაც სახსარი გამყარდება, ამიტომ მშობელი უნდა გაუფრთხილდეს ბავშვის სახსრებს, რომ ხშირი ტრავმა არ მიაყენოს.

რა იწვევს ხელის ამოვარდნას?

მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ როდესაც 5 წლამდე  ბავშვი ხელჩაკიდებული მიჰყავთ, ამ დროს ბავშვმა  შეიძლება არასწორი მოძრაობა გააკეთოს, ძირს დაიხაროს ან შეტრიალდეს, რასაც  სხივის ძვლის თავის ამოვარდნილობა შეიძლება, მოჰყვეს. იგივე ხდება, როდესაც მშობელი სწრაფად მიდის და ექაჩება ბავშვს ხელზე ან  მხრებზე შემოსმული ბავშვი უკან გადაიხრება და უფროსზე ჩაჭიდებული ხელები ეჭიმება.  ხელის ამოვარდნილობებიდან ხშირია მხრის, იდაყვისა და მაჯის ამოვარდნა. ამ დროს, ძირითადად, ზიანდება საფიქსაციო აპარატი, მყესები, სახსარსა და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში კი ვითარდება სისხლჩაქცევა. ხელის ამოვარდნის მთავარი მიზეზებია: 

გაშლილ ხელზე დაცემა

არასწორი მოძრაობა

მოულოდნელი ტრავმა

ხელის ამოვარდნის სიმპტომები

ხელის  ამოვარდნილობის დროს ადამიანი მწვავე ტკივილს გრძნობს, განსაკუთრებით, მყესების გაწყვეტისა და სასახსრე აბგის დაზიანების შემთხვევაში. ამ დროს შეუძლებელი ხდება ხელის ნორმალურად მოძრაობა და ვითარდება შეშუპება .  ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელია:

შეშუპება;

ძლიერი ტკივილი; 

მოძრაობის შეზღუდვა;

ჩალურჯება სახსრის გარშემო.

როგორ ვუმკურნალოთ ხელის ამოვარდნას?

ძალიან მნიშვნელოვანია ამოვარდნილი ხელის სწორად მკურნალობა, რადგან,  მაგალითად, იდაყვის სახსრის კომპონენტები ერთი გრადუსითაც, რომ დარჩეს დეფორმირებული და ერთმანეთს აცილებული, ხელი სისწორეს დაკარგავს, რასაც ფუნქციის დაქვეითებაც მოჰყვება. ამიტომ, თუ საქმე გვაქვს მსგავს ამოვარდინლობასთან, მკურნალობის პროცესში იდაყვის ფიქსატორი უნდა გამოვიყენოთ. ამ პროდუქტის დამატებითი ღვედები მეტ ფიქსაციას უზრუნველყოფს და  ფიზიკური დატვირთვის დროს სახსარს დაზიანებისგან იცავს. თუ მხარი გვაქვს ამოვარდნილი, მაშინ ამისთვის არსებობს მხრის ფიქსატორები , რომლებიც ხელს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და ტკივილის შემცირებას უზრუნველყოფს.  ხელის ფიქსატორების ყველაზე დიდი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. ამ სამედიცინო ჯგუფის უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად დედაქალაქის გარდა გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე 13 საფირმო ფილიალშია წარმოდგენილი. თუმცა, მათი შეძენა ონლაინ რეჟიმშიც შესაძლებელია. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული ექსკლუზიური ბრენდების მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger ფიქსატორებს სხეულის ყველა ნაწილისთვის სთავაზობს.