ხელის საკიდი ღვედი

ხელის საკიდ ღვედს პაციენტები ძირითადად ტრავმების დროს გამოიყენებენ. ეს პროდუქტი მკლავს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას ამ არეში. მკლავის ტკივილი კი ყოველდღიურ საქმიანობაში დიდ დისკომფორტს ქმნის. ამის შესამსუბუქებლად და  ხელის სწორ პოზიციაში დასაფიქსირებლად  მოტეხილობის, ამოვარდნილობის, კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვის დროს ეფექტური სწორედ,ხელის საკიდი ღვედების ტარებაა. ის ამსუბუქებს დისკომფორტს დაზიანებულ არეში და ხელის იმობილიზაციას უზრუნველყოფს.

კომპანია “ახალი ხედვის” ხელის საკიდი ღვედები

კომპანია “ახალი ხედვის” ხელის საკიდი ღვედები უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. ხელის დასაკიდი ქამრების ღირებულება კი  35 ლარიდან 60 ლარამდე მერყეობს. უმაღლესი ხარისხისა და ოპტიმალური ფასის გამო მათზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.  განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

ხელის დასაკიდი ღვედი -  ხელს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და ამცირებს ტკივილს. ხშირია მისი გამოყენება ართრიტის და ართროზის, ასევე მხრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის, კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვის დროს. ის ასევე ხელს უწყობს კუნთების სტაბილიზაციას.

ხელის საკიდი - დამზადებულია ღრუბლისებრი ქსოვილისგან და გამოიყენება წინამხრის მოტეხილობების და ამოვარდნილობების დროს. ის აფიქსირებს მკლავს სასურველ პოზიციაში და ამსუბუქებს დისკომფორტს დაზიანებულ არეში.

ხელის საკიდი ქამარი -  ხელის საკიდი, იგივე პედიატრიული ღვედი სპეციალურად ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. ის მკლავს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და  ზედა კიდურის მოძრაობას ზღუდავს. მსუბუქი დაზიანებებისა და ამოვარდნილობის დროს  ის ამცირებს მკლავის წონას და აქვს კისრის რეგულირებადი ღვედი.  

ხელის ჩამოსაკიდი - სპეციალური საბავშვო ქამარი,რომელიც გამოიყენება მკლავის სასურველ მდგომარეობაში დასაფიქსირებლად.

ამ პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ კომპანია “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიებში,რომლებიც თბილისის გარდა, საქართველოს ოთხ რეგიონში - გორში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარეობს. სამედიცინო ჯგუფი ზრუნავს საკუთარ მომხმარებლებზე და მუდმივად  ცდილობს მათ თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისები შესთავაზოს. ამიტომ თუ ხელის საკიდი ქამრის ყიდვა გინდათ და მაღაზიაში მისვლას ვერ ახერხებთ, მაშინ კომპანია “ახალი ხედვის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირდით და ონლაინ რეჟიმში შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი.  შეკვეთილ ნივთს კი კურიერი ადგილზე უმოკლედ დროში მოგაწვდით. 

დამატებით, რა უნდა ვიცოდეთ ხელის საკიდი ღვედების შესახებ?

სათანადო ხელის საკიდი ღვედების გამოყენება დაზიანებული ადგილის ეფექტურ აღდგენასა და რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. მათი ტარება საშუალოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება დაგჭირდეთ. თუმცა, ხანგრძლივობა პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული,ამიტომ გირჩევთ, რომ ეს საკითხი პირად ექიმთან გაიაროთ.