ხელის მოტეხილობა და ტკივილი
ხელების ტკივილის მრავალი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ხელის ტკივილი შეიძლება წარმოიშვას ჩონჩხის რთული სტრუქტურის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ძვლებში, სახსრებში, შემაერთებელ ქსოვილებსა და ნერვებში.
ადამიანის ხელები შედგება 27 ძვლისგან და მისი კუნთები და სახსრები საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ ძლიერი, ზუსტი და მოხერხებული მოძრაობები. თუმცა მათი მცირედი დაზიანებაც კი, ზღუდავს მათ თავისუფალ მოძრაობას.
ხელის ტკივილის გამომწვევი მიზეზები
ხელის ტკივილის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს, მათშორისაა:
● ართრიტი;
● ტრავმული დაზიანება;
● კარპალური გვირაბის სინდრომი;
● დე კერვეინის ტენოსინოვიტი;
● განგლიური კისტა;
● წითელი მგლურა;
● პერიფერიული ნეიროპათია;
● რეინოს ფენომენი.
ხელის ტკივილი და მოტეხილობა
ხელის მოტეხილობა შეიძლება წარმოიშვას დარტყმით ან დაცემით, რომელსაც ახასიათებს ხელის მწვავე ტკივილი. ძალიან მნიშვნელოვანია მოტეხილი ხელის გადაუდებელი მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ძვლები სათანადოდ ვერ შეხორცდება, რაც შედეგად გამოიწვევს პრობლემებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ხელის მტევნის მოტეხილობა
ხელის მტევნის მოტეხილობა ყველაზე ხშირად დაცემის დროს, ადამიანის მიერ საკუთარი თავის გადარჩენისას.
ხელის მტევნის მოტეხილობის რისკფაქტორები მოიცავს როგორც ზოგიერთ სპორტში მონაწილეობას, ისე ოსტეოპოროზს.
ხელის თითის მოტეხილობა
ხელის თითის მოტეხილობის უმრავლესობა ისეთ ფიზიკურ ტრავმასთანაა დაკავშირებული, როგორიცაა დაცემის, სპორტის ან ავტოსაგზაო შემთხვევისას მიღებული დაზიანებები. მოტეხილი ხელის თითის ნიშნებია:
● ხელის ტკივილი;
● შეშუპება;
● მოძრაობის გართულება;
● თითის დეფორმირება.
იდაყვის მოტეხილობა
იდაყვის მოტეხილობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი არის გაშლილ ხელზე დაცემა. მკურნალობა დამოკიდებულია ტრავმის ადგილმდებარეობასა და სიმძიმეზე. უბრალო მოტეხილობის მკურნალობა შესაძლებელია შეხვევით, ყინულით და დასვენებით. თუმცა შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევის მეშვეობით ძვლის აღდგენა და მისი თავდაპირველი ფორმის დაბრუნება.
ხელის მოტეხილობის სიმპტომები
ხელის მოტეხილობების შესაძლო სიმპტომები მოიცავს შემდეგს:
● მწვავე ტკივილი;
● შეშუპება;
● ხელის ტკივილი შეხებისას;
● ჩალურჯება;
● სისხლჩაქცევები;
● თითების მოძრაობის სირთულე;
● ტკივილის გამძაფრება მოძრაობისას;
● თვალსაჩინო დეფორმაცია;
● თითების გახევება და მოძრაობის შეზღუდვა;
● მტევნის გაშეშება.
ზოგჯერ, ხელის ტკივილის დროს რთულია იმის დადგენა ხელი მოტეხილია თუ დაჭიმული. ორივე დაზიანებას ახასიათებს მსგავსი სიმპტომები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განსხვავებულნი არიან.
მოტეხილობა ეხება უშუალოდ ძვალს, ხოლო დაჭიმულობის დროს საქმე გვაქვს მყესთან. ეს არის ქსოვილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ორ ძვალს. დაჭიმულობა ხდება მაშინ, როდესაც მყესი იჭიმება ან წყდება.
ახალი ხედვის ხელის ფიქსატორები
სამედიცინო ჯგუფი „ახალი ხედვა“ როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, ინოვაციაზე ორიენტირებულ სამედიცინო პროდუქტებს ორთოპედიის მიმართულებით. პროდუქცია მოიცავს მხრის, იდაყვის, სხივ-მაჯის და თითის ფიქსატორებს. აღნიშნული ფიქსატორები გამოიყენება სხვადასხვა სახის დაზიანებებით გამოწვეული ხელის ტკივილის დროს, ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ზოგიერთი ფიქსატორით შესაძლებელია თაბაშირის ჩანაცვლება, რაც მნიშვნელოვნად ამსუბუქებს რეაბილიტაციის პროცესს.