ხერხემლის პრობლემები

თანამედროვე ცხოვრებაში ხერხემლის პრობლემები სამწუხაროდ მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს.  განსაკუთრებით საგრძნობლად იმატა  ტანადობის დარღვევის მქონე ბავშვთა რიცხვმა. უმეტესად  დარღვევები ძვლოვან სისტემას არ ეხება, მაგრამ გამოხატულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, კერძოდ, ხერხემლის სისუსტე. გავრცელებულ ხერხემლის პრობლემებს შორის არის:

სქოლიოზი - იგივე ხერხემლის გამრუდება ხშირია მოზარდებში, რადგან ბავშვის სწრაფი ზრდისას კუნთოვანი კარკასი ვერ ეწევა ძვლებს, ეს კი ხერხემლის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის დასუსტებას განაპირობებს. არსებობს I და II ხარისხის -  შედარებით მსუბუქად მიიჩნეული და III და IV - რომელიც სერიოზული პათოლოგიაა და ორგანოთა მთელ წყებას აზიანებს.

კუზი - მკვეთრად გამოხატული გულმკერდის კიფოზია.ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი,ასევე შეძენილი.ამ პათოლოგიის გამომწვევ მიზეზებს შორისაა მალთაშუა დისკის დეგენერაცია,ართრიტი,ტრავმა და სხვა.პაციენტს ამ დროს აწუხებს ტკივილი,სისუსტე და ხშირად სუნთქვის გაძნელებაც.

ლორდოზი - ამ დროს წელის ნორმალური ნადრეკი უფრო ღრმად არის შეწეული.პათოლოგიური ლორდოზი შეიძლება წარმოიშვას კუნთების დისბალანსის,ტრავმისა და სწრაფი ზრდის შედეგად.

სპონდილოლისტეზი - არის დაცურება, დასრიალება. ამ დაავადების დროს ხერხემლის მალა პირდაპირ სრიალდება წინ ან უკან ქვედა მალის მიმართ. მალების სტრუქტურა ნორმაშია,ადგილი აქვს დისლოკაციას. განასხვავებენ ამ დაავადების ოთხ ხარისხს. რაც უფრო მაღალია ხარისხი, მით უფრო ძლიერია ტკივილი.

მალთაშუა დისკის თიაქარი - ხერხემლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ოსტეოქონდროზია, მალთაშუა დისკის თიაქარი კი მისი ერთ-ერთი გართულება. ეს დაავადება შეიძლება ადამიანს გენეტიკურად გადაეცეს ან სიმსუქნემ, ხანდაზმულმა ასაკმა, ტრავმამ, ინფექციებმა  ან ფიზიკურმა დატვირთვამ გამოიწვიოს.ამ დროს დარღვეულია დისკის მთლიანობა და ადგილი აქვს დეფექტიდან პულპოზური ბირთვის გამოვარდნას.

სტენოზი - ხერხემლის სვეტის შევიწროებაა, რომელიც ზურგის ტვინზე ან ნერვებზე ზეწოლას იწვევს. სტენოზი, ძირითადად, ასაკთან ერთად იჩენს თავს. ამას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის – ხერხემლის მალათაშუა დისკის გამოშრობა, ფორმის შეცვლა და გამოდრეკა, ძვლებისა და იოგების გასქელება და  ართრიტი, რომელიც შუახნის ასაკის შემდეგ  უფრო ხშირად გვხვდება.

სპონდილოზი - არის ხერხემლის სვეტის დეგენერაციის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი.ამ პათოლოგიას კი მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს,მათ შორის ყველაზე გავრცელებული კი ოსტეოართრიტია,რომელიც ასაკთან დაკავშირებულ პრობლემას წარმოადგენს.სპონდილოზის დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნერვულ ღეროებზე ზეწოლას,რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი,პარესთეზიები,წონასწორობის დარღვევა ან კუნთების სისუსტე.

მაანკილოზებელი სპონდილიტი - არის ართრიტის სახე.ამ დროს ადგილი აქვს სახსრების ანთებას,მათ შორის ხერხემლის,გავა-თეძოსა და მენჯ-ბარძაყის სახსრის.ამ დროს პაციენტები უჩივიან ზურგის ტკივილს,სუნთქვის გაძნელებას,სისუსტესა და დისკომფორტს მენჯ-ბარძაყის სახსარში.

როგორ ავირიდოთ თავიდან ხერხემლის პრობლემები?

ხერხემლის მალთაშუა დისკის დეგენერაციული დაავადება ხშირად 16 წლიდან იწყებს განვითარებას.  ამ ასაკში ეს პროცესი კომპენსირებადია, რადგან ჭარბი წონა არ გვაქვს, კუნთებიც ტონუსშია, მაგრამ ასაკთან ერთად თავს იჩენს  პრობლემები, იმატებს ფიზიკური დატვირთვა, ქალებს გადააქვთ ორსულობა. ამ თვალსაზრისით ალკოჰოლი და სიგარეტიც  უარყოფით როლს ასრულებს. უმოძრაო ცხოვრების წესი ადუნებს კუნთებს, რის გამოც მთელი დატვირთვა ხერხემალზე მოდის. ამიტომ ხერხემლის პრობლემების პრევენციისთვის აუცილიებელია ვარჯიში, ცურვა და ცხოვრების ჯანსაღი  წესის დაცვა.

“ახალი ხედვის” ხერხემლის ქამრები

ადამიანიები ხერხემლის სხვადასხვა პრობლემის დროს ხშირად ატარებენ ქამრებსა და კორსეტებს. ეს სამედიცინო საშუალება ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ეხმარება, რადგან სხეულის ამ ნაწილში ტკივილის ამცირებს და  ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას უზრუნველყოფს.  ხერხემლისთვის სხვადასხვა დანიშნულების მქონე ფიქსატორები არსებობს.წელის კორსეტები და ხერხემლის ქამრები სხვადასხვა სიგრძისაა,მათ აქვთ სპეციალური დამათებითი მეტალისა და პლასტმასის ჩანართები,დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის ან ელასტიური ბამბის მასალისგან,ასევე გვხდება აკრილის კორსეტები,რომელთა მთავარი დანიშნულება სითბოს შენარჩუნებაა და ამიტომ მათ ძირითადად რადიკულიტისა და რევმატული ტკივილის დროს იყენებენ. ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია თანდაყოლილი პათოლოგიების, ზურგის სვეტის დაზიანებების, ოსტეოპოროზის,სქოლიოზისა და კიფოზისთვის განკუთვნილი კორსეტები. ხერხემლის ფიქსატორების ფართო არჩევანია კომპანია "ახალი ხედვის" მაღაზიებში. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად თბილისის გარდა საქართველოს ოთხ რეგიონში,გორში,ქუთაისში,ზუგდიდსა და ბათუმში სთავაზობს. მათი ღირებულება 30 ლარიდან 345 ლარამდე მერყეობს და მაღაზიების გარდა, შეძენა ონლაინ მეთოდითაც არის შესაძლებელი.