ხერხემლის ტკივილი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები
ხერხემლის ტკივილის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ეს პრობლემა შესაძლოა, გადაღლილობის, დაჭიმულობისა და სიმძიმეების აწევის გამო განვითარდეს. ზურგის ტკივილი წოლის დროს ასევე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ხერხემლის ტკივილი მოულოდნელი ტრავმით ან რომელიმე დაავადებით არის გამოწვეული. ხერხემლის ტკივილის დროს ადამიანები პირველ ეტაპზე გასაყუჩებლად პრეპარატებს იყენებენ. ამ დროს ასევე რეკომენდებულია სპეციალური ვარჯიშების გაკეთება, ფიზიოთერაპია და ორთოპედიული ფიქსატორების ტარება.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის ტკივილი?
როგორც ვთქვით, ხერხემლის ტკივილს ბევრი მიზეზი იწვევს - უბრალოდ მოუხერხებელი მოძრაობა, თუ მძიმე პათოლოგია. აუცილებელია, რომ ხერხემალს სათანადო ყურადღება მივაქციოთ და თავიდან ავიცილოთ ისეთი გართულებები როგორიცაა: სქოლიოზი, ლორდოზი და კუზი. ხერხემლის ტკივილის სხვა გამომწვევი მიზეზებია:
● საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკულ დაავადებები;
● ზურგის ტვინის ნერვებზე ზეწოლა;
● სპონდილოზი;
● რადიკულოპათია ;
● კუნთების დაჭიმვა ან დაზიანება.
ხერხემლის ტკივილის სიმპტომები
ხერხემალი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ცენტრალური ნაწილია და ამიტომ მისი ტკივილი საკმაოდ რთული ასატანია. შესაძლოა, ხერხემლის ტკივილი მარჯვენა ან მარცხენა მხარეს იყოს გამოხატული, ასევე ზედა და ქვედა ნაწილშიც - ეს დამოკიდებულია ტკივილის მიზეზებზე. წოლის დროს ხერხემლის ტკივილი სხვადასხვა პათოლოგიას ახასიათებს. შუა და უკანა ნაწილებში დისკომფორტი კი შესაძლოა, კუნთების დაჭიმულობისა და ზედმეტ ფიზიკური დატვირთვას უკავშირდებოდეს. მხრებისა და კისრის არეში ტკივილი ძირითადად, სიმძიმეების აწევით არის გამოწვეული.
მკურნალობის გზები
ხერხემლის ტკივილის მკურნალობა მარტივი არ არის. ამ პრობლემას უმკლავდებიან როგორც მედიკამენტების მიღებით, ასევე ვარჯიშებით, მასაჟებითა და ფიზიოთერაპიით. ასევე, ზურგთან დაკავშირებული პრობლემების დროს ადამიანებს მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს ორთოპედიული ფიქსატორების გამოყენება. მათ მომხმარებლები იყენებენ როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. ამ პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიათა ქსელში ხელმისაწვდომია სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების მქონე უმაღლესი ხარისხის ზურგის ფიქსატორები. აღნიშნული ფიქსატორები აფიქსირებს წელის ან მთლიანად ზურგის არეს, ამცირებს დატვირთვას მასზე და შესაბამისად ხსნის შემაწუხებელ დისკომფორტს. ხერხემლის კორსეტი - მთელ სიგრძეზე არსებული მეტალის ჩანართებისა და დამატებითი ღვედების საშუალებით აფიქსირებს ხერხემალს. გამოიყენება სქოლიოზის, კიფოზის, მრავლობითი თიაქრისა და მალების მოტეხილობის დროს. მატყლის წელის კორსეტი - ინარჩუნებს სითბოს წელის არეში, რაც ცივ ამინდებში წელის ტკივილის გამწვავებისა და ანთებითი პროცესების პროვოცირებისგან დაგიცავთ. წელის კორსეტი პლასტმასის ჩანართით - აფიქსირებს წელის არეს. გამოიყენება ხერხემლის თიაქრისა და ოსტეოქონდროზის დროს. ის ასევე იცავს წელის არეს ფიზიკური დატვირთვის პროცესში. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად თბილისის გარდა საქართველოს სამ რეგიონში,გორში,ქუთაისსა და ბათუმში მდებარე 12 მაღაზიაში სთავაზობს. მათი შეძენა ხდება ონლაინ რეჟიმშიც. ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ სასურველი ნივთის შერჩევას და გამოწერას მარტივად შეძლებთ. კურიერი კი მას ნებისმიერ რეგიონში მოგაწვდით.