ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული ბალიშები “ახალ ხედვაში”

ორთოპედიული ბალიშის გამოყენება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ჯდომა, აწუხებთ კისრისა და ზურგის დაჭიმულობა ან კუდუსუნის არეში ტკივილის შეგრძნება. ასევე, მათთვის, ვისაც წელის არეში ტკივილი და ძილის პრობლემები აწუხებთ. ეს პროდუქტი არსებობს მრავალი სახის, ადამიანის სხეულის თითქმის ყველა ნაწილისა და სამედიცინო პრობლემისათვის განკუთვნილი. ზოგიერთ მათგანს აქვს მრავალფუნქციური და მრავალპოზიციური დიზაინი, რომელიც სხვადასხვა დაავადებისა და ძილის რეჟიმის დარღვევის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება. ორთოპედიული ბალიშები ხელს უწყობს:

სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;

სხეულის სწორ პოზიციონირებას;

ტკივილის შემცირებას კისრისა და ხერხემლის არეში;

უზრუნველყოფს სწორ მდგომარეობაში ძილს;

ამცირებს დაჭიმულობასა და დაღლილობის შეგრძნებას.

ორთოპედიული ბალიშები ძირითადად, გათვლილია მათთვის, ვისაც მუშაობის პროცესში დიდხანს ჯდომა უწევს, ასეთი ადამიანების რაოდენობა კი თანამედროვე სამყაროში საკმაოდ დიდია.  ეს პროდუქტი სუნთქვის გაძნელების, სისხლის მიმოქცევის, წელისა და  კისრის ტკივილის აღმოფხვრასაც უწყობს ხელს. ასევე, ბალიშები უზრუნველყოფს სხეულის სწორ პოზიციონირებას და ადამიანებს მშვიდად ძილშიც ეხმარება.  სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქრონიკული კისრის ტკივილის მქონე ან წნევის მატარებელმა ადამიანებმა სპეციალური ორთოპედიული ბალიშები დღის მანძილზეც უნდა გამოიყენონ. მაშინაც უნდა გამოიყენონ, როცა არ სძინავთ. ღამე, კი  ორთოპედიული ბალიშის გამოყენება მშვიდი და უსაფრთხო ძილის გარანტიაა. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

ორთოპედიული კისრის ბალიში - თავსა და კისერს სწორ პოზიციაში აფიქსირებს და გამოიყენება ისეთი მდგომარეობის დროს, რომელიც არღვევს ძილის ხარისხს: თავისა და კისრის ქრონიკული ტკივილი, ხვრინვა, აპნოე და სხვ.

ზურგის ბალიში - დამზადებულია პოლიუთერანის ქაფისგან და უზრუნველყოფს ზურგის ფიქსაციას ანატომიურ მდგომარეობაში. მისი გამოყენება იდეალურია მათთვის, ვინც დიდხანს ატარებს დროს კომპიუტერთან ან მისი სამუშაო დაკავშირებულია დიდხანს ჯდომასთან.

სავარძლის ბალიში - თუ მუშაობთ ოფისში და ძირითადად გიწევთ ჯდომა, სავარძლის ბალიშის გამოყენება მუშაობის პროცესს მეტად კომფორტულს ხდის. ბალიში აგრეთვე ეხმარება ხერხემალს სწორი პოზიციის შენარჩუნებაში, ნაკლებად გეღლებათ ზურგის კუნთები და გავა-წელის მიდამო. მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც საოფისე გარემოში, აგრეთვე სახლში, მანქანაში - განსაკუთრებით ხანგრძლივი მგზავრობისას. ბალიში იდეალური საშუალებაა მძღოლებისათვის.

როტაციის ბალიში - გამოიყენება პაცინეტის  გადასატრიალებლად და ეხმარება პაციენტებს, რომ მარტივად შეძლონ სასურველ პოზიციაში მოთავსება. 

კომპანია “ახალი ხედვა” დიდ არჩევანს გვთავაზობს როგორც ზრდასრულთათვის, ასევე ბავშვებისთის. სამედიცინო ჯგუფის ეს პროდუქცია ლატექსის  მასალისგანაა დამზადებული და გარედან მას ანტიალერგიული ქსოვილი აკრავს. კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით მაღაზიებით თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და   ბათუმში არის წარმოდგენილი. ასევე, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე შერჩეული სამედიცინო ნივთის შესყიდვა ონლაინ მეთოდითაც არის შესაძლებელი, შეკვეთას კი საქართველოს ნებისმიერ ადგილზე უმოკლეს ვადაში კონსულტანტი მოგაწვდით.