ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული ბალიშები

ორთოპედიული ბალიშები ძირითადად, გათვლილია მათთვის, ვისაც მუშაობის პროცესში დიდხანს ჯდომა უწევთ, ასეთი ადამიანების რაოდენობა კი თანამედროვე სამყაროში საკმაოდ დიდია. ორთოპედული ბალიშის გამოყენება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა უწევთ, კუდუსუნის არეში ტკივილი ან ბუასილი აწუხებთ. ასევე, მათთვის , ვისაც კისრისა თუ წელის არეში დაჭიმულობის შეგრძნება და ძილის პრობლემები აქვთ. მედიკოსები მიიჩნევენ,  რომ ქრონიკული კისრის ტკივილის მქონე ან წნევის მატარებელმა ადამიანებმა აღნიშნული პროდუქტი მაშინაც უნდა გამოიყენონ, როცა არ სძინავთ. ღამე, კი  ორთოპედიული ბალიში სხეულის სწორ პოზიციონირებას  და უსაფრთხო ძილს უზრუნველყოფს. განვიხილოთ, ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული ბალიშები:

კისრის ორთოპედიული  ბალიში -  აფიქსირებს თავისა და კისრის მიდამოს. უზრუნველყოფს ძილის დროს ხერხემლის სვეტის სწორ პოზიციონირებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის კისრის კუნთების დაჭიმვას.

ზურგის ბალიში - აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში და იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ოფისში მუშაობა და საათობით ჯდომა უწევთ.

სავარძლის ბალიში – გამოიყენება ადამიანებში, რომლებსაც უწევთ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა, კუდუსუნის არეში ტკივილის დროს. ის აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ჰემოროის (ბუასილის) პროგრესირებას.

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს სხვადასხვა სახის მაღალი ხარისხის   ორთოპედიულ ბალიშებს  სთავაზობს. აღნიშნული პროდუქცია ლატექსის   მასალისგანაა დამზადებული და გარედან მას ანტიალერგიული ქსოვილი აკრავს.  კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით 12 სამედიცინო მაღაზიით არის წარმოდგენილი. სასურველი პროდუქტის შეძენა თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და  ბათუმში მდებარე „ახალი ხედვის“ ფილიალებში შეგიძლიათ. ასევე, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე შერჩეული სამედიცინო ნივთის შესყიდვა ონლაინ რეჟიმშიც არის შესაძლებელი.