ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული პროდუქტები საქართველოში

ორთოპედიული პროდუქტების გამოყენების საჭიროება ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანებს ჯანმრთელობის კუთხით გარკვეული პრობლემები უჩნდებათ. ეს შესაძლოა იყოს: მოტეხილობა, ღრძობა, დაჭიმულობა ან რომელიმე დაავადების განვითარება. ორთოპედიულ პროდუქტებს მომხმარებლები, ძირითადად,  საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეფორმაციისა და დაზიანებების მკურნალობის ან შესაბამისი დაავადებების პროფილაქტიკის დროს იყენებენ. ამ პროდუქციის მიმართ მოთხოვნილება ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ დიდია, თუმცა საქართველოში ყველაზე აქტიურად მომხმარებლები წელის კორსეტებს, ორთოპედიულ ბალიშებს, მუხლისა და ტერფის ფიქსატორებს გამოიყენებენ. 

წელის კორსეტები - ამ პროდუქციას სხვადასხვა ასაკის ადამიანები განსხვავებული მიზეზით იყენებენ.  წელის კორსეტები ზურგის არეში ტკივილის შემცირებასა და ხერხემლის ანატომიურად სწორი მდგომარეობის აღდგენას უზრუნველყოფს. ორთოპედიულ წელის ქამრებს გამოიყენებენ ისეთი დაავადებების დროსაც, როგორიცაა: ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიები, ზურგის სვეტის დაზიანებები, თეთრი ხაზის ან მალთაშუა დისკის თიაქარი, ოსტეოპოროზი და რადიკულიტი.

ორთოპედიული ბალიშები - მომხმარებლები ყოველდღიურ ცხოვრებაში მას საკმაოდ აქტიურად გამოიყენებენ. ორთოპედიული ბალიში სუნთქვის გაძნელების, სისხლის მიმოქცევის, წელისა და კისრის ტკივილის   აღმოფხვრასაც უწყობს ხელს. ასევე, ის  სხეულს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს  და ადამიანებს მშვიდად ძილში ეხმარება. ასევე ეხმარება ადამიანებს კომფორტული სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

მუხლის ფიქსატორები - სხვადასხვა ტრავმის, მყესების, იოგების და მენისკის დაზიანების და ართრიტის დროს გამოიყენება. ის იცავს მუხლის სახსარს დაზიანებისგან და აჩქარებს რეაბილიტაციის პროცესს. ეს პროდუქტი, ასევე მუხლის მიდამოში სითბურ ეფექტს უზრუნველყოფს და დაზიანებისგან იცავს.

ტერფის ფიქსატორი - ტერფის ან წვივის ტრავმების, სხვადასხვა დაავადების გაჩენისგან პრევენციისა და ბრტყელტერფიანობის დროს გამოიყენება.  ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტურია წვივის ტრავმებისა და ქუსლის დეზის დროს და ბურსიტის საწინააღმდეგოდაც.

ორთოპედიული პრობლემებისთვის განკუთვნილი ეს სამედიცინო ნივთები ხელმისაწვდომ ფასად კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში არის შესაძლებელი.  მომხმარებლებს კომპანია ექსკლუზიური ბრენდების Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Bauerfeind-ის, Tipsan-ის, Berger-ის  და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას სთავაზობს. მაღაზიათა ქსელში უმაღლესი ხარისხის ფიქსატორები, ორთოპედიულ ბალიშები და წელის  კორსეტები თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი.  პროდუქტების შესაძენად ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანია „ახალი ხედვის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს და სასურველი ნივთი მარტივად შეუკვეთოთ. პროდუქტს საკურიერო მომსახურებით ან ფოსტის მეშვეობით უმოკლეს ვადაში მიიღებთ.