ზურგის ფიქსატორები - შეარჩიეთ მარტივად და სწორად
ზურგის ფიქსატორებს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. მაგალითად, მრავლობითი მოტეხილობის, კიფოზის, რთული სქოლიოზის ან მრავლობითი თიაქრის არსებობის შემთხვევაში ე.წ გულ-მკედრ-წელის ანუ ხერხემლის კორსეტის ტარებაა რეკომენდირებული. წელის სტანდარტული კორსეტი კი, რომელიც დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და პლასტმასის ჩანართები აქვს, წელისა და ზურგის მწვავე ტკივილის შესამსუბუქებლად უნდა ვატაროთ. რაც შეეხება, ოსტეოართრიტს, ოსტეოპოროზს, სქოლიოზსა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობას - ამ დროს ზურგის კორსეტია ეფექტური.
ზურგის ფიქსატორის სარგებელი
ზურგის ფიქსატორები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა წელის ტკივილის შემსუბუქებისთვის. ისინი არა მხოლოდ ამცირებენ ტკივილს, არამედ ხელს უწყობენ ხერხემლის სწორ ფიქსაციას და სხეულის ამ ნაწილის დატვირთვის განტვირთვას. ზურგის ფიქსატორები ხელს უწყობს:
● წელისა და ზურგის ტკივილის შემსუბუქებას;
● ზურგს ანატომიურ მდგომარეობაში დაფიქსირებას;
● ხერხემლისა და წელის იმობილიზაციას;
● წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას.
ზურგის ფიქსატორის სახეობები
კომპანია "ახალი ხედვაში" უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების ზურგის ფიქსატორებია წარმოდგენილი.
● წელის კორსეტი დამატებითი ღვედებით - გამოიყენება სპორტული დაზიანებების, მალთაშუა დისკის თიაქრის, ზურგის კუნთების დაჭიმვის, სპონდილოზისა და იოგების/მყესის დაზიანების მკურნალობის პროცესში. კორსეტს აქვს პლატმასის ჩანართები და დამატებითი ღვედები ფიქსაციის გაძლიერებისთვის.
● წელის კორსეტი მეტალის ჩანართით - 26 სმ ან 32 სმ სიგრძის მეტალის ჩანართები და დამატებითი ღვედები უზრუნველყოფს მაქსიმალურ ფიქსაციას. გამოიყენება მალების მოტეხილობის ან დისკის თიაქრის დროს.
● მატყლის წელის კორსეტი - უზრუნველყოფს სითბურ ეფექტს წელის არეში. მისი ტარება რეკომენდებულია რადიკულოპათიების დროს.
● ზურგის კორსეტი - დამზადებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან, მისი ტარება მარტივად, ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში. კორსეტს გამოიყენებენ ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს .
როგორ შევარჩიეოთ ზურგის ფიქსატორი სწორად?
მომხმარებლები იყენებენ როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. ეს პროდუქტი არსებობს სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების. კორსეტები და ქამრები პაციენტებს წელის სხვადასხვა პრობლემის დროს ეხმარება.
ზურგის ფიქსატორის გამოყენება და მოვლა
ზურგისა და წელის ტკივილის დროს მიმართეთ ექიმს და მისგან მიიღეთ რეკომენდაციები თუ, რომელი მკურნალობის მეთოდია თქვენი პრობლემისთვის მისაღები. მაგალითად, წელის კორსეტების გამოყენების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, მათი გამოყენება საჭირო იყოს რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვე იყოს.
რატომ არის ზურგის ფიქსატორი საჭირო?
ზურგის ფიქსატორები ფართოდ გამოიყენება ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის სხვადასხვა დაავადების დროს, მათ შორის — ხერხემლის თიაქრის, ოსტეოართრიტის, სქოლიოზისა და ოსტეოპოროზის სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის.