ზურგის გასასწორებელი ქამარი
ზურგის გასასწორებელი ქამარი გამოიყენება ხერხემლის, მხრებისა და ზურგთან დაკავშირებული პრობლემების დროს. მათი ტარება შესაძლებელია როგორც მკურნალობის პროცესში,ხერხემლის სტაბილიზაციისა და ტკივილის შემცირების მიზნით, ასევე პროფილაქტიკისთვის. ზურგის არეში არსებული პრობლემების დროს პაციენტები ასევე აქტიურად ატარებენ მხრების ქამრებსაც. მათი გამოყენება რეკომენდებულია სქოლიოზის, კიფოზის და ხერხემლის სხვა ტიპის დეფორმაციების დროს. ამ პროდუქტს ასევე ფიზიკური დატვირთვის დროს ან კუნთებისა და მყესების დაზიანების შემთხვევაშიც იყენებენ.ის იდეალურია ყოველდღიური საქმიანობისას კუნთების რელაქსაციისთვის.მხრებისა და ზურგის გასასწორებელი ქამარი აუცილებელია მათთვის,ვისაც მთელი დღის განმავლობაში ჯდომა და არასწორ პოზიციაში მუშაობა უწევს.
შეიძინეთ ზურგის გასასწორებელი ქამარი კომპანია “ახალ ხედვაში”
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ზურგის გასასწორებელი ქამრების ფართო არჩევანს სთავაზობს. ეს სამედიცინო საშუალება ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ეხმარება, რადგან სხეულის ამ ნაწილში ტკივილს ამცირებს და ხერხემალს ნორმალური მდგომარეობის აღდგენაში ეხმარება. ზურგის გასასწორებელი ქამრები სხვადასხვა სიგრძისაა, მათ აქვთ სპეციალური დამატებითი მეტალისა და პლასტმასის ჩანართები და ისინი დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის ან ელასტიური ბამბის მასალისგან. ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია თანდაყოლილი პათოლოგიების, ზურგის სვეტის დაზიანებების, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და კიფოზისთვის განკუთვნილი ქამრებიც. კომპანია ”ახალი ხედვის” მაღაზიებში, რომლებიც თბილისის გარდა, საქართველოს ოთხ რეგიონში მდებარეობს უმაღლესი ხარისხის მხრების ქამრებსაც შეარჩევთ. ის ზურგის არეში ტკივილებს საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ. მათ შორისაა: მხრების ქამარი ,რომელიც დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის მასალისგან.მას ხშირად გამოიყენებენ ქალბატონები ყოველდღიური საქმიანობისას ზურგის კუნთების მოდუნებისა და განტვირთვის მიზნით.აღნიშნული მხრებში გასამართი ქამარი დაგეხმარებათ მოხრილი მხრების გამართავასა და სწორი მდგომარეობის შენარჩუნებაში. მხრის სამაგრი კი გამოიყენება მხრის ქრონიკული დაავადების,ბურსიტისა და ფიზიკური აქტივობის დროს. ის იცავს მხრის სახსარს დაზიანებისგან და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger მხრებში გასამართ და ზურგის გასასწორებელ ქამრებს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. მათი ღირებულება 35 ლარიდან 345 ლარამდე მერყეობს და მაღაზიების გარდა, შეძენა ონლაინ მეთოდითაც არის შესაძლებელი.
დამატებით, რა უნდა ვიცოდეთ ზურგის გასასწორებელი ქამრების შესახებ?
ზურგის გასასწორებელი ქამრების შეძენამდე უმჯობესია, რომ პირად ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ და რეკომენდაციები მისგან მიიღოთ, რადგან ამ პროდუქტის ტარების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, მათი გამოყენება რამდენიმე კვირა საკმარისი იყოს, თუმცა მოსალოდნელია ეს პერიოდი რამდენიმე თვეც კი გაგრძელდეს.აღნიშნული პროდუქტების გამოყენება ასევე შესაძლებელია პროფილაქტიკის მიზნით და დღის განმავლობაში მათი გამოყენების პერიოდი 3-4 საათით განისაზღვრება.არ დაგავიწყდეთ,თქვენი თავისუფალი დროის ნაწილი ვარჯიშსა და ფიზიკურ აქტივობასაც დაუთმოთ,რათა ზურგის კუნთები მუდმივად ტონუსში იყოს. მნიშვნელოვანია ზომისა და კორსეტის ქსოვილის ხარისხის სწორი შერჩევა,რათა გამოყენების პროცესი იყოს მაქსიმალურად ეფექტური და კომფორტული.ზურგის გასასწორებელი ქამარი შეგიძლიათ თხელ მაისურზე მოირგოთ.