"ახალ ხედვას" ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი დაემატა!
"ახალ ხედვას" ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი დაემატა!
„ახალი ხედვის“ ტერფისა და ხერხემლის კლინიკაში ხდება ტერფის გამოკვლევა სტატიკურ (პოდოსკანირება) და დინამიკურ (ბაროპოდომეტრია) მდგომარეობაში. მიღებული მონაცემების საფუძველზე ხდება ინდივიდუალური ღაბაშის დამზადება.პოდოსკანირება და ტერფის ბაროპოდომეტრული კვლევა ტარდება იტალიური ფირმა Diasu-ს უახლესი თაობის აპარატურის მეშვეობით. დიდი ზედაპირის და მაღალი რეზოლუციის მქონე პლატფორმა საშუალებას იძლევა, გაიზომოს ტერფის მდგომარეობა დინამიკაში - სიარულის დროს. ბილიკი 2 მეტრის სიგრძისაა და აღჭურვილია 65536 სენსორით - 7 სენსორი ყოველ სმ2-ზე.
ბაროპოდომეტრიული აპარატის საშუალებით გამოკვლევა ხორციელდება სიარულის პროცესში, მიიღება ტერფის ანაბეჭდი, რომლის საფუძველზეც დგინდება ტერფის ბიომექანიკა. დინამიკაში მიღებული ტერფის ანაბეჭდი და პოდოსკანირების ფოტო საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ტერფის დატვირთვის ლოკალიზაციის ზუსტი სურათი, ტერფის ფორმა, სასიარულო ღერძი, ყრდნობის უბნები, წნევის გადანაწილება თითოეულ ტერფზე. ამის საფუძველზე დგინდება ტერფის მდგომარეობა და შეიძლება დაისვას ზუსტი დიაგნოზი.
ტერფის პოდოსკანირებისა და ბაროპოდომეტრული კვლევის საფუძველზე ხდება ღაბაშის დამზადება ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტისათვის, რაც იძლევა მაქსიმალურ შედეგს ძვლოვანი სისტემის პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისათვის.
გვეწვიეთ:
ქ.თბილისი
ლუბლიანას ქ.60 ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე : 577346405
წერეთლის #2 (დინამოს სტადიონი, კარი #5, სექტორი #1-2.) ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე :577 32 78 03
ქ.ქუთაისი
ოცხელის ქ.2 (ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი), ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე: 032 2600 600 ან 574 40 26 55