"ახალმა ხედვამ" მოხუცთა პანსიონატს სამედიცინო დანიშნულების პროდუქტები გადასცა
“სიკეთის ლამპარი” არის პანსიონატი,სადაც მძიმე კატეგორიის მოხუცები ცხოვრობენ,რომელთაც მუდმივად სჭირდებათ ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა.
”ახალმა ხედვამ” გაიზიარა თავისი წილი პასუხისმგებლობა და პანსიონატის ბენეფიციარებს ყველა საჭირო სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი გადასცა.
დღევანდელი ეპიდვითარებიდან გამომდინარე,მოხუცები მომვლელებთან ერთად იზოლირებულ სივრცეში იმყოფებიან,ამიტომ კომპანიის წარმომადგენლები პანსიონატის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
დარეჯან ტატუაშვილმა გამოთქვა მადლიერება ამ გულისხმიერებისთვის და "ახალ ხედვას" სამახსოვროდ მადლობის ფურცელი გადასცა.
.