"ახალი ხედვის" მხარდაჭერით საჯარო ღონისძიება გაიმართა
2021 წლის 28 ივნისს "ახალი ხედვის" მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის საჯარო ღონისძიება გაიმართა.
ლექცია თემაზე ,,თანამედროვე ორთოპედიული ქირურგიის შესაძლებლობები ძვლების სხვადასხვა დეფორმაციის დროს (მკერდის ძვალი)“ ჩაატარა თსსუ-ის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან ჩიკვატიამ.
შეხვედრის შემდგომ მონაწილეებს გადაეცათ ელექტრონული სერტიფიკატები.