"ახალი ხედვის" ტერფის დიაგნოსტიკის კლინიკაში გაიმართა შეხვედრა სხვადასხვა პროფილის ექიმებთან
23 დეკემბერს სხვადასხვა პროფილის ექიმებს შევხვდით.
ჩვენმა ბრენდ მენეჯერმა ჩვენს სტუმრებს დეტალურად გააცნო "ახალი ხედვის" კლინიკებში ტერფის დიაგნოსტირების პროცესი და მისი სპეციფიკა.
ჩვენი ექიმი-რეაბილიტოლოგი სტუმრებს იმ პათოლოგიების შესახებ ესაუბრა, რომლის დროსაც რეკომენდებულია ინდივიდუალური ღაბაშის გამოყენება. ასევე, გააცნო "ახალი ხედვის" პაციენტების მკურნალობის შედეგები.
ექიმებმა ნახეს უახლესი თაობის იტალიური ბრენდის Diasu-ს ულტრასენსორული პლატფორმა, ბაროპოდომეტრი და პოდოსკანერი, დაათვალიერეს ინდივიდუალური ღაბაშები (სუპინატორები) და გაეცნენ სუპინატორისთვის მასალის შერჩევის დეტალებს.
ჩვენი სამედიცინო ჯგუფი მომავალშიც გეგმავს მსგავსი საინტერესო შეხვედრების ჩატარებას.