"ახალი ხედვისა" და "დორატეკის აკადემიის" ერთობლივი ინიციატივით შედგა ვიზიტი თურქეთში

► "ახალი ხედვისა" და დორატეკის აკადემიის ერთობლივი ინიციატივით შედგა ვიზიტი თურქეთში. მიწვეულმა ექიმებმა,ორთოპედ-ტრავმატოლოგმა Dr.Irakli GoginaVa-მ და ორთოპედ-ტრავმატოლოგმა Giorgi Murvelashvili-მა, მოინახულეს დორატეკის საწარმო და სრული ინფორმაცია მიიღეს დორატეკის პროდუქციისა და აკადემიის შესახებ. 

♦ ვიზიტის ფარგლებში, ექიმები დეტალურად გაეცნენ სპორტულ მედიცინაში არსებულ სიახლეებსა და მიღწევებს. მათ საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ და მონაწილეობა მიეღოთ ართროსკოპიის ოპერაციებში.

♦ „ახალი ხედვა“ ყოველთვის ეცნობა საერთაშორისო სამედიცინო ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა და სიახლეებს და ზრუნავს მათ ჩვენს ქვეყანაში დანერგვაზე.