“ახალი ხედვისა” და კომპანია “Tipsan”-ის ერთობლივი ინიციატივით შედგა ვიზიტი თურქეთში...

“ახალი ხედვისა” და კომპანია “Tipsan”-ის ერთობლივი ინიციატივით შედგა ვიზიტი თურქეთში. ვიზიტის ფარგლებში “ახალი ხედვის” წარმომადგენელი - გელა დევდარიანი და ექიმები: გიორგი ყაველაშვილი, რაულ პაქსაძე, მამუკა შარაშიძე და გიორგი მურველაშვილი ესტუმრნენ კომპანია “Tipsan”-ის საწარმოსა და ოფისს.

ვიზიტის მიმდინარეობისას მიწვეულ სტუმრებს საშუალება მიეცათ,  დასწრებოდნენ სხვადასხვა სახის ოპერაციას ენდოპროთეზირებისა და იმპლანტაციის განხრით. სტუმრებმა ამ მიმართულებით არსებული მიღწევებისა და სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილში.

ვიზიტის მეორე დღეს, მიწვეულმა სტუმრებმა მოინახულეს “Tipsan”-ის საწარმო, სადაც ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს კომპანია “Tipsan”-ის სრული პროდუქციის შესახებ.

ვიზიტი უძველესი ქალაქის - “ეფესოს” და სხვა ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულებით დასრულდა.