კონფერენცია თემაზე: - „ახალი სამედიცინო ტექნოლოგიები ფიზიოთერაპიასა და რეაბილიტაციაში“
3 დეკემბერს კომპანია Medical World-მა და საქართველოს ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ასოციაციამ უმასპინძლა ყველაზე მასშტაბურ კონფერენციას „ახალი სამედიცინო ტექნოლოგიები ფიზიოთერაპიასა და რეაბილიტაციაში“.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ინოვაციური სტანდარტების დანერგვა და დარგის კიდევ უფრო განვითარება. კონფერენცია ეხებოდა ისეთ თემებს, როგორიც არის თანამედროვე ტექნოლოგიების როლი სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში, გაიმართა როგორც დისკუსიები, ასევე, აპარატურის ფუნქციების პრაქტიკული ჩვენება.
"ახალი ხედვა" იყო ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების სპონსორი. ჩვენ წარმოვადგინეთ რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი სამედიცინო პროდუქტები, სენსორული ბილიკი და პოდოსკანერი ტერფის დიაგნოსტიკისთის.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა ჩაიტარეს ტერფის კვლევა და გაიარეს კონსულტაცია “ახალი ხედვის” ექიმ-რეაბილიტოლოგთან.
განსაკუთრებული მადლობა Medical World-ის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს ლევან კობალიას!