მტევნის ქირურგთა საზოგადოების სხდომა AHT-ში!

►მიმდინარე წლის 8 აპრილს, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ - AHT -  ჩატარდა მტევნის ქირურგთა საზოგადოების მორიგი სხდომა. აღნიშნულ სხდომაზე საზოგადოების წევრები შეხვდნენ ორთოპედ-ტრავმატოლოგებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. 

►სხდომა ატარებდა საინფორმაციო ხასიათს, სადაც წარადგინეს რამდენიმე საინტერესო პრეზენტაცია და ორთოპედ-ტრავმატოლოგებს საზოგადოების სამომავლო გეგმები გააცნეს. გარდა ამისა, სხდომაზე განიხილეს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხები, რაც მტევნის ქირურგიას ეხება.