საინფორმაციო ვიზიტი „ახალი ხედვის“ ტერფის დიაგნოსტიკის კლინიკაში

→ 12 მაისს ბავშვთა ორთოპედიული პათოლოგიების სასწავლო კურსის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო ვიზიტი „ახალი ხედვის“ ტერფის დიაგნოსტიკის კლინიკაში.
• მოწვეული სტუდენტები დეტალურად გაეცნენ ბრტყელტერფიანობის, ტერფმრუდობის, ტერფის ვარუსული და ვალგუსური დეფორმაციების თანამედროვე დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდებს.
• მოხარულნი ვართ, რომ უკვე მეორე წელია გვაქვს შესაძლებლობა აღნიშნული კურსის ფარგლებში სტუდენტებს შევხვდეთ, გავაცნოთ მათ ჩვენი საქმიანობა და გავუზიაროთ ჩვენი პრაქტიკა.
• ჩვენი სამედიცინო ჯგუფი მომავალშიც აქტიურად გეგმავს მსგავსი საინტერესო შეხვედრების ჩატარებას!