სამედიცინო კონფერენცია - „ინოვაციები და სიახლეები ნეიროქირურგიასა და ნეიროინტერვენციაში’’
10 დეკემბერს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ორგანიზებით ჩატარდა სამედიცინო კონფერენცია - „ინოვაციები და სიახლეები ნეიროქირურგიაში და ნეიროინტერვენციაში’’.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები - ნევროლოგები და ნეიროქირურგები სხვადასხვა სამედიცინო ცენტრიდან.
მხარდამჭერებს შორის იყო სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა". კონფერენციაზე ექიმებსა და სხვა დამსწრე საზოგადოებას გავაცანით სხვადასხვა დანიშნულების სამედიცინო პროდუქტი, რომელიც აქტიურად გამოიყენება ნეიროქირურგიასა და ნევროლოგიაში.
განსაკუთრებული მადლობა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელს, გოგი მაღალაშვილსა და მის გუნდს მსგავსი ღონისძიების ჩატარებისთვის.