1. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე შეთანხმება იდება შპს “ახალი ხედვა” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400029303 - შემდგომში „კომპანია“) და ფიზიკურ ან იურიდიულ პირს (შემდგომში „მომხმარებელი“) შორის.
1.2. ფიზიკური პირი საკუთარ მონაცემებს აწვდის კომპანიას - ს რეგისტრაციისას.
1.3. რეგისტრაციისას მომხმარებლის მიერ კომპანიისათვის წარდგენილი ინფორმაციისა და მონაცემების სისწორეზე, სისრულეზე და არასრული/არასწორი ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეულ შედეგებზე (მათ შორის მესამე პირების მიმართ) სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის შედეგად დადგება კომპანიის პასუხისმგებლობა, კომპანია უფლებამოსილია რეგრესის წესით მოითხოვოს მომხმარებლისაგან ზიანის ანაზღაურება.
1.4. თუ მხარეთა შორის სხვა ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შეთანხმება იდება გამარტივებული წესით, რომელიც ელექტრონული ფორმით განთავსებულია კომპანიის - ს ვებ-გვერდზე «ინტერნეტ» ქსელში მისამართზე WWW.AKHALIKHEDVA.GE
1.5. თუ პირმა გაიარა წინამდებარე შეთანხმებაში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა, მიიჩნევა, რომ მან მიიღო შეთანხმება, რაც უთანაბრდება მხარეთა მიერ სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებას.
1.6. რეგისტრაციის პროცედურის გავლამდე მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს შეთანხმების ტექსტს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება რომელიმე პირობას, უარი უნდა თქვას რეგისტრაციაზე.
1.7. კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული საქონლის აღწერილობა და გამოყენების წესები არის საინფორმაციო ხასიათის და ლიცენზირებულ ექიმთან ან კვალიფიციურ პროფესიონალთან კონსულტაციის, რჩევის, დიაგნოზის,ან/და მკურნალობის დანიშნულების, მათ შორის და არა მხოლოდ მიღება წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას.
1.8. ვებ-გვერდის გამოყენებისა და იდენტიფიცირებისათვის მომხმარებელს მიენიჭება პაროლი და ანგარიში. პაროლისა ან საიდენტიფიკაციოს გამოყენებისას, ყოველ ჯერზე მოეთხოვება, რომ გაიაროს ავტორიზაცია და დაიცვას აღნიშნული „წესები და პირობები“. ამასთანავე, კომპანია არ არის ვალდებული რომ შეამოწმოს ავტორიზაციის პროცესი ან მისი წყარო.ზიანის წარმოშობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ესკირება მომხმარებელს.
1.9. მომხმარებელი პასუხისმგებელია ვებ-გვერდის ანგარიშის უსაფრთხოებაზე, პაროლისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების კონფიდენციალურობზეა. იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდება მომხმარებლის ანგარიშზე მომხმარებლის პაროლისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების არაავტორიზებული გამოყენება, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას უსაფრთხოების დარღვევის შესახებ.
1.10. მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი გაამრავლოს, აწარმოოს, განახორციელოს დისტრიბუცია, გაყიდოთ, გააქირავოს, გადასცეს, გამოიყენოთ ნიმუშად, თარგმნოს, შეცვალოს, გადაამუშავოს, დაშალოს, შეადგინოს ან სხვაგვარად გამოიყენოს აღნიშნული ვებ-გვერდი ან მისი რომელიმე ნაწილი, თუ არ აქვს კომპანიისგან წერილობითი ფორმით მიღებული წინასწარი თანხმობა. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია კომერციული ან სხვა საქმიანობისათვის მოგების მიღების მიზნით, თუ ნებადართული არ იქნება კომპანიის მხრიდან. კომპანია იტოვებს უფლებას, უარი განაცხადოს მომსახურების გაწევაზე, გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში, და/ან გააუქმოს შეკვეთა, რაც მოიცავს, მაგრამ არ იზღუდება იმ მითითებით, რომ მომხმარებელმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა/ან სხვა რელევანტური კანონმდებლობა ან მისი ქმედება ეწინააღმდეგება კომპანიის ინტერესებს.მომხამრებლის მიერ 1.10 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ ზიანი/ზარალის ანაზღაურების პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
1.11. მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი რომელიმე ვებ-გვერდზე ატვირთოს (მათ შორის სოციალურ სივრცეში), გაავრცელოს, ან სხვა გზით გამოაქვეყნოს ვებ-გვერდზე ისეთი შემადგენლობა, ინფორმაცია ან სხვა მასალა რომელიც: ა) არღევევს ან ზღუდავს საავტორო, პატენტების, სასაქონლო ნიშნების, მომსახურების ნიშნების, კომერციული საიდუმლოების ან ნებისმიერი პირის საკუთრების უფლებას; ბ) არის ცილისმწამებლური, მუქარის შემცველი, დისკრედიტირებადი, უხამსი, არასწორი, შეურაცხმყოფელი, პორნოგრაფიული ან შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
1.12. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია მიიღოს და შეამოწმოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გადასცეს მესამე პირს. წინამდებარე დოკუმენტზე ხელმოწერით, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ შპს „ახალი ხედვა“-მ განახორციელოს მომხმარებლის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების, მათ შორის ამავე კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების ნებისმიერი სახით დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს აღნიშნულ მონაცემთა მესამე პირისათვის (ორგანოსთვის) გადაცემა. მომხმარებელი ასევე აცხადებს თანხმობას, რომ კომპანიამ განახორციელოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავება და გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით. მომხმარებელი ადასტურებს, რომ ინფორმირებულია საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ყველა იმ უფლების შესახებ, რომელიც ეხება ზემოთაღნიშნულ საკითხს. მომხმარებელი ასევე ადასტურებს, რომ პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა/დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა მონაცემთა სუბიექტს ნათლად, მარტივ და მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტა მის მიერ თანხმობის ნებისმიერ დროს გამოხმობის უფლება და ამ უფლების განხორციელების მექანიზმი/წესი. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია დამატებით წერილობით განმარტავს, რომ მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიხმოს თანხმობა რისთვისაც მან უნდა მიიწეროს კომპანიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე ან ფეისბუქ გვერდზე.
1.13. სარეგისტრაციო განაცხადის / აპლიკაციის შევსებით და წინამდებარე პირობებზე ინტერნეტ ქსელის მეშვეობით დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
1.13.1. განაცხადი შედგენილია მისი ნების შესაბამისად;
1.13.2. განაცხადი შეიცავს მის მიერ კომპანიისათვის გამჟღავნებულ პერსონალურ მონაცემებს;
1.13.3. დეტალურად გაეცნო კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას პირობების შესახებ, მისაღები და გასაგებია სრულად და ეთანხმება მათ,
1.13.4. კომპანიისგან სატელეფონო მოკლე ტექტური შეტყობინების სახით ან ელექტრონული ფოსტით მიღებული მონაცემის საშუალებით ავტორიზაცია გაიარა და დაადასტურა, რომ განაცხადში მითითებული მონაცემების შემოწმების მიზნით ასევე განაცხადის განხილვის/დამუშავების და შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომპანიას მიანიჭა უფლებამოსილება, მოიპოვოს დაამუშავოს და შეინახოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, ასევე საჭიროებისას ან/და მომხმარებლის მიმართ მოთხოვნის უფლების სხვა პირზე გადაცემისას გადასცეს ეს ინფორმაცია მოთხოვნის ახალ მფლობელს; ასევე დაამუშავოს/შეინახოს და გადასცეს ის პერსონალური მონაცემები რომელიც მითითებული იქნება განაცხადში;
1.13.5. განაცხადით დაფიქსირებული ინფორმაცია ნამდვილია, ამ განაცხადში დაფიქსირებული თანხმობები ნამდვილია და გაცნობიერებული აქვს მისი სამართლებრივი შედეგები.
1.13.6. სრულად აცნობიერებს კომპანიისათვის გაკეთებული განაცხადით მცდარი ინფორმაციის მიწოდებისთვის კანონმდებლობით დადგენილ სამართლებრივ და ფინანსურ პასუხისმგებლობას და იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესის არასათანადოდ დასრულების შესაძლო შედეგს, რა შეიძლება გახდეს მომხმარებლის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების საფუძველი და განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის/გაუქმების საფუძველი; კომპანიის უარი არ გამოიწვევს მის ვალდებულებას ახსნას უარის საფუძველი და ასეთი სახის ინფორმაციის გაცემა დამოკიდებულია მხოლოდ კომპანიის ნებაზე:
1.13.7. თანახმაა ყველა სახის ინფორმაცია მიიღოს განაცხადში დაფიქსირებულ საკონტაქტო მისამართებზე ან/და მოწყობილობებზე, ან/და ელექტრონულ ფოსტაზე ან/და ტელეფონის ნომრებზე;
1.13.8. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, განაცხადის გაკეთებისას და ნასყიდობის ხელშეკრულებასთან მიერთებისას არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი სხვა მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს კომპანიის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
1.13.9. გაეცნო ამ შეთანხმების პირობებს, არის მისთვის მისაღები და უერთდება მათ შესწორებების გარეშე,
1.14. ყოველგვარი ეჭვისა და არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, მხარეები თანხმდებიან, რომ ვებ-გვერდისა და ონლაინ მაღაზიის ფუნქციონირება, მისი პირობები, გამოცხადებული ფასები, საქმიანობის ხანგრძლივობა, სამუშაო საათები, გასაყიდად წარმოდგენილი ასორტიმენტი, ხარისხი, შინაარსი, დიზაინი და სხვა სახის მახასიათებლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს მხოლოდ კომპანიის გადაწყვეტილების საგანს და დაუშვებელია მომხმარებლის მიერ აღნიშნულ საკითხებთან იმართებაში რაიმე სახის პრეტენზიის/მოთხოვნის წარდგენა;
2. თანამშრომლობის ფარგლები
2.1. მომხმარებელი აცხადებს, რომ სურვილი აქვს გახდეს ვებ-გვერდის მომხმარებელი (ვერიფიცირებული ან არავერიფიცირებული;)+
2.2. მომხმარებლის ვერიფიცირება გულისხმობს, რომ კომპანიისა და მის დამსაქმებელ/დამკვეთს ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მყოფ სუბიექტს შორის არსებობს თანამშრომლობის შესაბამისი შეთანხმება; საშუალება მიეცეს დაათვალიეროს, გაეცნოს, აირჩიოს და შეიძინოს ვებ-გვერდზე განთავსებული ნივთები;
2.3. მომხმარებლი, რეგისტრაციისას ვალდებულია კომპანიის შესაბამის ელ. სისტემაში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე, «ინტერნეტ» ქსელში მისამართზე WWW.AKHALIKHEDVA.GE (შემდგომში - ელ. პორტალი) განათავსოს შემდეგი ინფორმაცია:
2.3.1. მომხმარებლის სახელი და გვარი;
2.3.2. მომხმარებლის პაროლი;
2.3.3. პირადი ნომერი/პასპორტის ნომერი;
2.3.4. ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი;
2.3.5. ტელეფონის ნომერი;
2.3.6. ელ-ფოსტის მისამართი;
2.3.7. სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე დოკუმენტში, თუმცა კომპანიის ელ. პორტალში მითითებულია, როგორც სავალდებულოდ შესასრულებელი;
2.4. კომპანია საკუთარი შეხედულებისამებრ, თანამშრომლობის ძირითადი მიზნების მიღწევისა და მომსახურების გაწევის მიზნით, სრულად ან/და ნაწილობრივ ასაჯაროვებს მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას ან/და ხელმისაწვდომს ხდის მესამე პირებისათვის.
2.5. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს ონლაინ, ვებ-გვერდის მეშვეობით ნივთ(ებ)ის შეძენა:
2.5.1. ერთიანი ონლაინ გადახდიáƒ