175 შ.შ.მ პირთა ეტლი
650.00¢შ.შ.მ პირთა ეტლი
სწრაფი შეკვეთა
წესები და პირობები
1. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე შეთანხმება იდება შპს “ახალი ხედვა” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400029303 - შემდგომში „კომპანია“) და ფიზიკურ ან იურიდიულ პირს (შემდგომში „მომხმარებელი“) შორის.
1.2. ფიზიკური პირი საკუთარ მონაცემებს აწვდის კომპანიას - ს რეგისტრაციისას.
1.3. რეგისტრაციისას მომხმარებლის მიერ კომპანიისათვის წარდგენილი ინფორმაციისა და მონაცემების სისწორეზე, სისრულეზე და არასრული/არასწორი ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეულ შედეგებზე (მათ შორის მესამე პირების მიმართ) სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის შედეგად დადგება კომპანიის პასუხისმგებლობა, კომპანია უფლებამოსილია რეგრესის წესით მოითხოვოს მომხმარებლისაგან ზიანის ანაზღაურება.
1.4. თუ მხარეთა შორის სხვა ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შეთანხმება იდება გამარტივებული წესით, რომელიც ელექტრონული ფორმით განთავსებულია კომპანიის - ს ვებ-გვერდზე «ინტერნეტ» ქსელში მისამართზე WWW.AKHALIKHEDVA.GE
1.5. თუ პირმა გაიარა წინამდებარე შეთანხმებაში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა, მიიჩნევა, რომ მან მიიღო შეთანხმება, რაც უთანაბრდება მხარეთა მიერ სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებას.
1.6. რეგისტრაციის პროცედურის გავლამდე მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს შეთანხმების ტექსტს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება რომელიმე პირობას, უარი უნდა თქვას რეგისტრაციაზე.
1.7. კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული საქონლის აღწერილობა და გამოყენების წესები არის საინფორმაციო ხასიათის და ლიცენზირებულ ექიმთან ან კვალიფიციურ პროფესიონალთან კონსულტაციის, რჩევის, დიაგნოზის,ან/და მკურნალობის დანიშნულების, მათ შორის და არა მხოლოდ მიღება წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას.
1.8. ვებ-გვერდის გამოყენებისა და იდენტიფიცირებისათვის მომხმარებელს მიენიჭება პაროლი და ანგარიში. პაროლისა ან საიდენტიფიკაციოს გამოყენებისას, ყოველ ჯერზე მოეთხოვება, რომ გაიაროს ავტორიზაცია და დაიცვას აღნიშნული „წესები და პირობები“. ამასთანავე, კომპანია არ არის ვალდებული რომ შეამოწმოს ავტორიზაციის პროცესი ან მისი წყარო.ზიანის წარმოშობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ესკირება მომხმარებელს.
1.9. მომხმარებელი პასუხისმგებელია ვებ-გვერდის ანგარიშის უსაფრთხოებაზე, პაროლისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების კონფიდენციალურობზეა. იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდება მომხმარებლის ანგარიშზე მომხმარებლის პაროლისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების არაავტორიზებული გამოყენება, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას უსაფრთხოების დარღვევის შესახებ.
1.10. მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი გაამრავლოს, აწარმოოს, განახორციელოს დისტრიბუცია, გაყიდოთ, გააქირავოს, გადასცეს, გამოიყენოთ ნიმუშად, თარგმნოს, შეცვალოს, გადაამუშავოს, დაშალოს, შეადგინოს ან სხვაგვარად გამოიყენოს აღნიშნული ვებ-გვერდი ან მისი რომელიმე ნაწილი, თუ არ აქვს კომპანიისგან წერილობითი ფორმით მიღებული წინასწარი თანხმობა. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია კომერციული ან სხვა საქმიანობისათვის მოგების მიღების მიზნით, თუ ნებადართული არ იქნება კომპანიის მხრიდან. კომპანია იტოვებს უფლებას, უარი განაცხადოს მომსახურების გაწევაზე, გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში, და/ან გააუქმოს შეკვეთა, რაც მოიცავს, მაგრამ არ იზღუდება იმ მითითებით, რომ მომხმარებელმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა/ან სხვა რელევანტური კანონმდებლობა ან მისი ქმედება ეწინააღმდეგება კომპანიის ინტერესებს.მომხამრებლის მიერ 1.10 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ ზიანი/ზარალის ანაზღაურების პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
1.11. მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი რომელიმე ვებ-გვერდზე ატვირთოს (მათ შორის სოციალურ სივრცეში), გაავრცელოს, ან სხვა გზით გამოაქვეყნოს ვებ-გვერდზე ისეთი შემადგენლობა, ინფორმაცია ან სხვა მასალა რომელიც: ა) არღევევს ან ზღუდავს საავტორო, პატენტების, სასაქონლო ნიშნების, მომსახურების ნიშნების, კომერციული საიდუმლოების ან ნებისმიერი პირის საკუთრების უფლებას; ბ) არის ცილისმწამებლური, მუქარის შემცველი, დისკრედიტირებადი, უხამსი, არასწორი, შეურაცხმყოფელი, პორნოგრაფიული ან შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
1.12. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია მიიღოს და შეამოწმოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გადასცეს მესამე პირს. წინამდებარე დოკუმენტზე ხელმოწერით, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ შპს „ახალი ხედვა“-მ განახორციელოს მომხმარებლის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების, მათ შორის ამავე კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების ნებისმიერი სახით დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს აღნიშნულ მონაცემთა მესამე პირისათვის (ორგანოსთვის) გადაცემა. მომხმარებელი ასევე აცხადებს თანხმობას, რომ კომპანიამ განახორციელოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავება და გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით. მომხმარებელი ადასტურებს, რომ ინფორმირებულია საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ყველა იმ უფლების შესახებ, რომელიც ეხება ზემოთაღნიშნულ საკითხს. მომხმარებელი ასევე ადასტურებს, რომ პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა/დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა მონაცემთა სუბიექტს ნათლად, მარტივ და მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტა მის მიერ თანხმობის ნებისმიერ დროს გამოხმობის უფლება და ამ უფლების განხორციელების მექანიზმი/წესი. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია დამატებით წერილობით განმარტავს, რომ მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიხმოს თანხმობა რისთვისაც მან უნდა მიიწეროს კომპანიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე ან ფეისბუქ გვერდზე.
1.13. სარეგისტრაციო განაცხადის / აპლიკაციის შევსებით და წინამდებარე პირობებზე ინტერნეტ ქსელის მეშვეობით დათანხმებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
1.13.1. განაცხადი შედგენილია მისი ნების შესაბამისად;
1.13.2. განაცხადი შეიცავს მის მიერ კომპანიისათვის გამჟღავნებულ პერსონალურ მონაცემებს;
1.13.3. დეტალურად გაეცნო კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას პირობების შესახებ, მისაღები და გასაგებია სრულად და ეთანხმება მათ,
1.13.4. კომპანიისგან სატელეფონო მოკლე ტექტური შეტყობინების სახით ან ელექტრონული ფოსტით მიღებული მონაცემის საშუალებით ავტორიზაცია გაიარა და დაადასტურა, რომ განაცხადში მითითებული მონაცემების შემოწმების მიზნით ასევე განაცხადის განხილვის/დამუშავების და შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომპანიას მიანიჭა უფლებამოსილება, მოიპოვოს დაამუშავოს და შეინახოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, ასევე საჭიროებისას ან/და მომხმარებლის მიმართ მოთხოვნის უფლების სხვა პირზე გადაცემისას გადასცეს ეს ინფორმაცია მოთხოვნის ახალ მფლობელს; ასევე დაამუშავოს/შეინახოს და გადასცეს ის პერსონალური მონაცემები რომელიც მითითებული იქნება განაცხადში;
1.13.5. განაცხადით დაფიქსირებული ინფორმაცია ნამდვილია, ამ განაცხადში დაფიქსირებული თანხმობები ნამდვილია და გაცნობიერებული აქვს მისი სამართლებრივი შედეგები.
1.13.6. სრულად აცნობიერებს კომპანიისათვის გაკეთებული განაცხადით მცდარი ინფორმაციის მიწოდებისთვის კანონმდებლობით დადგენილ სამართლებრივ და ფინანსურ პასუხისმგებლობას და იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესის არასათანადოდ დასრულების შესაძლო შედეგს, რა შეიძლება გახდეს მომხმარებლის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების საფუძველი და განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის/გაუქმების საფუძველი; კომპანიის უარი არ გამოიწვევს მის ვალდებულებას ახსნას უარის საფუძველი და ასეთი სახის ინფორმაციის გაცემა დამოკიდებულია მხოლოდ კომპანიის ნებაზე:
1.13.7. თანახმაა ყველა სახის ინფორმაცია მიიღოს განაცხადში დაფიქსირებულ საკონტაქტო მისამართებზე ან/და მოწყობილობებზე, ან/და ელექტრონულ ფოსტაზე ან/და ტელეფონის ნომრებზე;
1.13.8. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, განაცხადის გაკეთებისას და ნასყიდობის ხელშეკრულებასთან მიერთებისას არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი სხვა მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს კომპანიის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
1.13.9. გაეცნო ამ შეთანხმების პირობებს, არის მისთვის მისაღები და უერთდება მათ შესწორებების გარეშე,
1.14. ყოველგვარი ეჭვისა და არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, მხარეები თანხმდებიან, რომ ვებ-გვერდისა და ონლაინ მაღაზიის ფუნქციონირება, მისი პირობები, გამოცხადებული ფასები, საქმიანობის ხანგრძლივობა, სამუშაო საათები, გასაყიდად წარმოდგენილი ასორტიმენტი, ხარისხი, შინაარსი, დიზაინი და სხვა სახის მახასიათებლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს მხოლოდ კომპანიის გადაწყვეტილების საგანს და დაუშვებელია მომხმარებლის მიერ აღნიშნულ საკითხებთან იმართებაში რაიმე სახის პრეტენზიის/მოთხოვნის წარდგენა;
2. თანამშრომლობის ფარგლები
2.1. მომხმარებელი აცხადებს, რომ სურვილი აქვს გახდეს ვებ-გვერდის მომხმარებელი (ვერიფიცირებული ან არავერიფიცირებული;)+
2.2. მომხმარებლის ვერიფიცირება გულისხმობს, რომ კომპანიისა და მის დამსაქმებელ/დამკვეთს ან სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მყოფ სუბიექტს შორის არსებობს თანამშრომლობის შესაბამისი შეთანხმება; საშუალება მიეცეს დაათვალიეროს, გაეცნოს, აირჩიოს და შეიძინოს ვებ-გვერდზე განთავსებული ნივთები;
2.3. მომხმარებლი, რეგისტრაციისას ვალდებულია კომპანიის შესაბამის ელ. სისტემაში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე, «ინტერნეტ» ქსელში მისამართზე WWW.AKHALIKHEDVA.GE (შემდგომში - ელ. პორტალი) განათავსოს შემდეგი ინფორმაცია:
2.3.1. მომხმარებლის სახელი და გვარი;
2.3.2. მომხმარებლის პაროლი;
2.3.3. პირადი ნომერი/პასპორტის ნომერი;
2.3.4. ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი;
2.3.5. ტელეფონის ნომერი;
2.3.6. ელ-ფოსტის მისამართი;
2.3.7. სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ არის მითითებული წინამდებარე დოკუმენტში, თუმცა კომპანიის ელ. პორტალში მითითებულია, როგორც სავალდებულოდ შესასრულებელი;
2.4. კომპანია საკუთარი შეხედულებისამებრ, თანამშრომლობის ძირითადი მიზნების მიღწევისა და მომსახურების გაწევის მიზნით, სრულად ან/და ნაწილობრივ ასაჯაროვებს მომხმარებლის შესახებ ინფორმაციას ან/და ხელმისაწვდომს ხდის მესამე პირებისათვის.
2.5. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს ონლაინ, ვებ-გვერდის მეშვეობით ნივთ(ებ)ის შეძენა:
2.5.1. ერთიანი ონლაინ გადახდით;
2.6. იმ შემთხვევაში თუ მოხმარებლის მიერ პორტალზე განთავსებული მონაცემები აკმაყოფილებს კომპანიის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, კომპანია ელექტრონულად ადასტურებს მომხმარებლის განაცხადს. დადასტურებას უტოლდება შესაბამისი შეტყობინება მოხმარებლის მიერ განსაზღვრულ ელ-ფოსტაზე ან/და კომპანიის მიერ განცხადების პორტალში/ვებ-გვერდზე მომხმარებლის სტატუსის ცვლილება.
2.7. კომპანია უფლემასოილია შეამოწმოს, გადაამოწმოს და შეაფასოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
3. მომხმარებლის, ვალდებულება და პასუხისმგებლობა
3.1. შეთანხმების ცალხრივად ვადამდე შეწყვეტის ან/და ამ ან სხვა შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან სხვა სახის გარანტიის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ან უვადოდ შეზღუდოს მომხმარებლის რეგისტრაცია ან პორტალით სარგებლობის უფლება.
3.2. კომპანია უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს, უპირობოდ, შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება / ვერიფიცირება და ამის თაობაზე აცნობოს მომხმარებელს;
3.3. მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას დაუყოვნებლივ შეატყობინოს დამსაქმებელი/დამკვეთი ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში იმ სუბიქტის ცვლილება ან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა/შეჩერება, რომელთანაც კომპანიას აქვს გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება;
4. შეთანხმების შეწყვეტა და დავის გადაწყვეტა
4.1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მომხმარებლის რეგისტრაციისთანავე და ძალაშია იქამდე, ვიდრე რომელიმე მხარე არ გამოთქვამს ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს
4.2. წინამდებარე შეთანხმების დებულებების ან/და მოქმედი კანონმდებლობის ნაწილობრივი შეუსრულებლობა აძლევს კომპანიას უფლებას, ნებისმიერ დროს ცალმხრივი წესით მოშალოს შეთანხმება.
4.3. წინამდებარე შეთანხმების რომელიმე დებულების ბათილად ცნობა გავლენას არ ახდენს სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
4.4. შეთანხმება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერი მხარის მიერ მის მიხედვით ყველა თავისი ვალდებულების შესრულების შემდეგ.
4.5. მხარეები უფლებამოსილნი არიან წინამდებარე შეთანხმება შეწყვიტონ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ნებისმიერ დროს.
4.6. მხარეები აცხადებენ თანხმობას, რომ კომპანიის მიერ მომსახურების გაწევის, რეალიზაციისა თუ ფუნქციონირების ფორმატისა თუ სხვა სახის ცვლილებების ან/და გაუმჯობესების მიზნით, კომპანია უფლებამოსილია შეცვალოს წინამდებარე შეთანხმება, მომსახურების / თანამშრომლობის პირობები და სხვა დებულებები, რომლებიც პირდაპირ ან/და ირიბ კავშირშია წინამდებარე შეთანხმებასთან. აღიშნული ცვლილების თაობაზე მომხმარებელს ეცნობება ელ ფოსტის / ელ. პორტალის (პირადი კაბინეტის/სივრცის), ვებ-გვერდზე გამოქვეყნების ან/და სხვა საკომუნიკაციო საშუალების გზით, კომპანიის არჩევანისამებრ. მსგავსი შეტყობინება მიღებულად ითვლება გაგზავნის/გამოქვეყნების მომდევნო კალენდარული დღიდან. თუ მომხმარებელი, რომელიც ასეთი შეტყობინების მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში არ გამოხატავს შეთანხმების შეწყვეტის სურვილს, შეთანხმების შესაბამისი დებულებანი ჩათვლება შეცვლილად და შესასრულებლად სავალდებულოდ მხარეთათვის.
4.7. მხარეები თანხმდებიან რომ მათ შორის წინამდებარე შეთანხმებიდან დაკავშირებული ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება მოლაპარაკების გზით.შეთანხმების მიუღწევლობისას, დავა განიხილება საქართველოს სასამართლოს მიერ
5. ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება
5.1. კომპანიის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები გამოიყენება მხოლოდ მომსახურების მისაღებად და გასაუმჯობესებლად, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების; მომხმარებლის დამსაქმებელთან კომუნიკაციის, თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების, მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მის დამსაქმებელთან გადამოწმების, დამსაქმებლისათვის გარიგების შესახებ ინფორმაციის მიწოდების და წინამდებარე შეთანხმებასთან და მასთან დაკავშირებული/მისგან გამომდინარე სხვა ხელშეკრულებების/გარიგებებით განსაზღვრული ქმედებების განხორციელების მიზნით;
5.2. კომპანიის მომსახურების მისაღებად შესაძლებელია საჭირო გახდეს გარკვეული სახის პერსონალური ინფორმაციის მიღება, რითაც კომპანია შეძლებს მომხმარებლის იდენთიფიცირებას. ეს ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს, მათ შორის და არა მხოლოდ: მომხმარებლის სახელი და გვარი, პირადი ნომერი/პასპორტის ნომერი, ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი, სამუშაო ადგილი, დამსაქმებლის შესახებ მონაცემები, დამსაქმებლის საკონტაქტო ინფორმაცია.
5.3. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისა და სურვილისამებრ, გადასცეს მესამე პირს წინამდებარე შეთანხმებიდან წარმოშობილი და გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები (მოთხოვნის დათმობა/ცესია), მომხმარებლის დამატებითი ზეპირი თუ წერილობითი თანხმობის გარეშე; ამ პუნქტის მიზნებისათვის, წინამდებარე შეთანხმებით დადებით, მომხმარებელი ეთანხმება აღნიშნულს და ჩაითვლება გამოხატულ თანხმობად და არ არსებობს მომხმარებლისაგან დამატებითი თანხმობის მოპოვების ვალდებულება; კომპანია უფლებამოსილია მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს და გადასცეს მესამე პირს, იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის გადაწყვეტილებით, წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები და უფლებები გადასცა მესამე პირს; მომხმარებელი ვალდებულია ასეთ შემთხვევაში ვალდებულებები შეასრულოს მესამე პირის წინაშე;
6. მონაცემთა უსაფრთხოება
6.1. მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება ხორციელდება “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
7. მონაცემთა გამოყენება
7.1. ინფორმაცია/მონაცემი შესაძლებელია ასევე დამუშავებულ იქნას მომსახურების გამოყენების/მიღების, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, თუ სხვა სახის შესახებ სტატისტიკური მონაცემის შეგროვების/დამუშავების მიზნით (მათ შორის, და არა მხოლოდ, ინტერნეტ მისამართი (მაგ: IP მისამართი), ბროუზერის სახეობა, ბროუზერის ვერსია, მომსახურების გვერდები, რომლებსაც მომხმარებელი ეწვია, დროის ხანგრძლივობა (თუ რა დროის განმავლობაში ხორციელდებოდა ვებ - გვერდების გამოყენება, უნიკალური მოწყობილობის იდენტიფიკატორები და სხვა დიაგნოსტიკური მონაცემები).
7.2 მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება. მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოთ ინფორმაციის წაშლა ჩვენი მეილის საშუალებით: info@akhalikhedva.ge.
8. მონაცემთა გამოყენება
8.1. კომპანია იყენებს შეგროვებულ მონაცემებს სხვადასხვა მიზნებისათვის, მათ შორის, და არა მხოლოდ, რაზეც მომხმარებელი აცხადებს გაცნობიერებულ წერილობით და გამოუხმობად თანხმობას:
8.1.1. მომსახურების გაწევა ხარისხიანად, მომხმარებლების საერთო ინტერესის გათვალისწინებით;
8.1.2. ინფორმაციის მიწოდება პირობების ცვლილების შესახებ;
8.1.3. მომსახურების გაუმჯობესება და მომხმარებელზე მისადაგება;
8.1.4. მომსახურების გამოყენების მონიტორინგი;
8.1.5. სიახლეების, სპეციალური შეთავაზებებისა და ზოგადი ინფორმაციის მიწოდება საქონელზე, მომსახურებებსა და მოვლენებზე.
8.1.6. შეტყობიბების გაგზავნა მომხმარებისათვის;
8.1.7. შეტყობინებების მიღება მომხმარებლისაგან;
8.1.8. ამ შეთანხმებით და მისგან გამომდინარე გარიგებებით განსაზღვრული სხვა მიზნები;
9. მონაცემთა შენახვა
9.1. კომპანია ინახავს პერსონალურ მონაცემებს იმ დროით, რა დროც არის საჭირო შესაბამისი მიზნების მისაღწევად. პერსონალურ მონაცემთა შენახვა ხორციელდება კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა და კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების მიზნით;
9.2. ინფორმაციას შენახვა ასევე ხორციელდება შიდა ანალიზის მიზნებისთვის.
10. მონაცემთა გადაცემა
10.1. მონაცემთა გადაცემა შეიძლება მოხდეს მესამე პირისთვის. კომპანიის გადაწყვეტილებით, მონაცემთა დამუშავების მიზნით შესაძლებელია დასაქმებულ იქნენ მესამე პირები (კომპანიები, კერძო პირები), რათა ხელი შეეწყოს მომსახურების გაუმჯობესებას.
11. ცვლილებები
11.1. კონფიდენციალურობის პოლიტიკა და სხვა პირობები შესაძლებელია განახლებულ იქნას ეტაპობრივად, რის თაობაზეც მომხმარებელს ეცნობება კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნების საშუალებით. ამ მიზნით, მიზანშეწონილია, მომხმარებელი პერიოდულად ეცნობოდეს ცვლიებებს, ვინაიდან ასეთი ცვლილება ძალაში შევა მისი ვებ-გვერდზე საჯაროდ განთავსებისთანავე და ამ დღიდან ჩაითვლება გამოქვეყნებულად.
11.2. მომხმარებელი ვალდებულია: განაცხადში მითითებული საკონტაქტო მონაცემების (იურიდიული ან/და ფაქტობრივი ან/და ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო ნომრის ან/და სამუშაო ადგილის) ცვლილების შემთხვევაში, წერილობითი განცხადების მეშვეობით აცნობოს კომპანიას ახალი საკონტაქტო მონაცემები. ასეთი განცხადების კომპანიისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში, კომპანია ყველა შეტყობინებას ან/და გზავნილს (გაფრთხილება, შეტყობინება, მიმართვა და სხვა დოკუმენტი), რაც განკუთვნილია მომხმარებლისათვის, აგზავნის განაცხადში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე ან/და ელექტრობულ ფოსტაზე ან/და ვებ.გვერდის მეშვეობით, ხოლო ახალი საკონტაქტო მონაცემის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში ახალ საკონტაქტო მისამართზე.
11.3. მხარეები შევთანხმდით, რომ კომპანიის მიერ მომხმარებლის მისამართით გაგზავნილი ყველა შეტყობინება ან/და გზავნილი გაფრთხილება, შეტყობინება, მიმართვა და სხვა დოკუმენტი მომხმარებლის მიერ მიღებულად (ჩაბარებულად) ითვლება განაცხადში მითითებულ საკონტაქტო მისამართზე ან/და საკონტაქტო მისამართის ცვლილების განცხადებაში მითითებულ მისამართზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაგზავნისას (4.6 პუნქტით განსაზღვრული წესით შეტყობინებაზე მოქმედებს 4.6. პუნქტით განსაზღვრული წესი და მოქმედებს 11.3. პუნქთან ერთად და ცალცალკე, მათ შორის კოლიზიის რისკის არსებობის გარეშე);
11.4. მხარეები ასევე შევთანხმდით, რომ, იმ შემთხვევებში, თუ მომხმარებელი ფაქტობრივად აღარ იმყოფება განაცხადში მითითებულ მისამართზე და სხვა ახალი საკონტაქტო მისამართის შესახებ კომპანიასთან არ წარუდგენია წერილობითი განცხადება ახალი საკონტაქტო მისამართის შესახებ, კომპანიისგან გაგზავნილი შეტყობინება ან/და გზავნილი (გაფრთხილება, შეტყობინება, მიმართვა და სხვა დოკუმენტი) ითვლება მომხმარებლის მიერ ჩაბარებულად.
11.5. შეტყობინების ჩაბარების მიზნებისათვის უფლებამოსილ პირად ითვლება ნებისმიერი პირი მიუხედავად იმისა, წარმოადგენს ის თუ არა უშუალოდ მომხმარებლის ან მისი ოჯახის წევრს. ამ პირისთვის შეტყობინების გადაცემა ითვლება მომხმარებლისათვის შეტყობინების ჩაბარებად. მომხმარებელი ადასტურებს, რომ თანახმაა კომპანიასთან ელექტრონული ფორმით წინამდებარე ან ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდგომ მიიღოს შესაბამისი სარგებელი/ნივთი/მომსახურება და მიმოწერა ელექტრონულად, დოკუმენტაციაზე პირდაპირი მექანიკური გზით ხელმოწერის გარეშე.
11.6. კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ კომპანიისათვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინების სხვა პირის მიერ მიღებით დამდგარი შედეგის გამო.
12. ნასყიდობის ხელშეკრულება
12.1. მომხმარებელსა და კომპანიას ს შორის შეიძლება დაიდოს:
12.1.1. ნასყიდობის ხელშეკრულება ერთიანი გადახდის პირობით;
12.2. ერთიანი გადახდის პირობით ნასყიდობის ხელშეკრულება:
12.2.1. კომპანია გადასცემს მომხმარებელს მის მოძრავ ნივთ(ებ)ს, მომხმარებლის მიერ არჩეული დიზაინის/ინფორმაციის/ტექნიკური მაჩვენებლების შესაბამისად (ნასყიდობის საგანი), რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აისახება კომპანიის შესაბამის ინვოისში და ფიქსირდება ელექტრონულად, მომხმარებლის პირად კაბინეტში, კომპანიის ვებ-გვერდზე;
12.2.2. ნასყიდობის საგნის მიწოდების ვადაა მომხმარებლის მიერ ამ შეთანხმების 12.2.1 პუნქტით განსაზღვრული ინვოისის შესაბამისადმე-13 მუხლით განსაზღვრული წესით იმ პირობით, რომ მომხმარებელს სრულად იქნება ანაზღაურებული ნასყიდობის საგნის ღირებულება, მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ერთიანი გადახდის პირობით ნასყიდობის ხელშეკრულება არ ჩაითვლება დადებულად და კომპანიას არ წარმოეშვება ხელშეკრულებით განსაზღვრული ქმედებების შესრულების ვალდებულება; აღნიშნული ვადა აითვლება ნასყიდობის საგნის ღირებულების სრულად ანაზღაურებიდან მომდევნო სამუშაო დღიდან;
12.2.3. ნასყიდობის საგნის გადაცემის თარიღად ითვლება მიღება-ჩაბარების ან/და სხვა მასთან გათანაბრებულ აქტზე (მათ შორის შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით მომხმარებლის ან სხვა უფლებამოსილი მიმღები პირის ელექტრონული ხელმოწერა ან სხვა სახის აღნიშვნა, რომელიც ადასტურებს ნასყიდობის საგნის მიღებას) ხელმოწერის თარიღი. მომხმარებელი უფლებამოსილია ნასყიდობის საგნის მიმღებ პირად დააფიქსიროს მესამე პირი; ასეთ შემთხვევაში ნასყიდობის საგნის გადაცემის თარიღად ჩაითვლება მიღება-ჩაბარების ან/და სხვა მასთან გათანაბრებულ აქტზე ასეთი მესამე პირის მიერ ხელმოწერის თარიღი.
12.2.4. კომპანია უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ხელშეკრულების საგნის მიღებაზე უარით/მიღების დაგვიანებით ან/და ნაწილობრივ მიღებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამ მუხლის მიზნებისთვის ზიანის ღირებულებაში მოიაზრება (ტრანსპორტირების ღირებულება, ნივთის მიუღებლობით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრის ღირებულება, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%).
12.2.5. კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას ტრანსპორტირების განმეორებით, საკუთარი ხარჯით განხორციელებაზე, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ განსაზღვრული მიწოდების ადგილი არასწორად/არასრულად იქნა იდენთიფიცირებული.
12.2.6. კომპანია უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება;
12.2.7. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისა და სურვილისამებრ, გადასცეს გადასცეს მესამე პირს წინამდებარე ხელშეკრულებიდან წარმოშობილი და გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები (მოთხოვნის დათმობა/ცესია), მომხმარებლის დამატებითი ზეპირი თუ წერილობითი თანხმობის გარეშე; ამ პუნქტის მიზნებისათვის, წინამდებარე ხელშეკრულების დადებით, მომხმარებელი ეთანხმება აღნიშნულს და ჩაითვლება გამოხატულ თანხმობად და არ არსებობს მომხმარებლისგან დამატებითი თანხმობის მოპოვების ვალდებულება; მომხმარებელი ვალდებულია ასეთ შემთხვევაში ვალდებულებები შეასრულოს მესამე პირის წინაშე;
12.2.8. კომპანია უფლებამოსილია არ შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მომხმარებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე;
12.2.9. მომხმარებელი აცხადებს უპირობო და გამოუხმობად თანხმობას, კომპანიის ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე მომხმარებლის საკონტაქტო მონაცემების გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნებისათვის “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;
12.2.10. მომხმარებელი ვალდებულია შეატყობინოს კომპანიას ნებისმიერი პირადი მონაცემის (მათ შორის და არა მხოლოდ, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელ.ფოსტა და სხვა) ცვლილების თაობაზე,( თბილისის მასშტაბით შეკვეთის შემთხევაში), ასეთის დადგომიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი პასუხს აგებს შეუტყობინებლობით გამოწვეული ზიანისათვის და სრულად აუნაზღაურებს კომპანიას მიყენებულ ზიანს (ზარალს);
12.2.11. მომხმარებელი ვალდებულია მიიღოს კომპანიისგან ნასყიდობის საგანი და ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული ყველა საბუთი ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით;
12.2.12. მომხმარებელი ვალდებულია სრულად და ჯეროვნად შეამოწმოს ნივთი, გაეცნოს მის ტექნიკურ და სხვა სახის მახასიათებლებს, ნივთის ჩაბარებისას გულმოდგინედ დაათვალიეროს ნივთი, დარწმუნდეს, რომ სრულად და ჯეროვნად შეამოწმა ნასყიდობის საგანი, გაეცნო მის ტექნიკურ და სხვა სახის მახასიათებლებს და დაადასტუროს, რომ ნივთი შეესაბამება ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებსა და მონაცემებს; არ გააჩნია მნიშვნელოვანი ან/და უმნიშვნელო ვიზუალური ან/და ტექნიკური ხარვეზი/დაზიანება/დეფექტი, სრულად შეესაბამება მის მოთხოვნებს და არ გააჩნია არანაირი პრეტენზია კომპანიის მიმართ; ნივთის ჩაბარებისას მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ განაცხადოს პრეტენზია აშკარა ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, წინაამდეგ შემთხვევაში კომპანია/ მესამე პირი (საგარანტიო ფურცლის გამცემი) უარს განაცხადებს მისი შეცვლის, გამოცვლის ან დაბრუნების თაობაზე, ნებისმიერი პრეტენზია იქნება მიჩნეული უსაფუძლოდ და არ შეიძლება გახდეს დავის საგანი.
12.2.13. მომხმარებელი ვალდებულია კანონმდებლობით გათვალისიწინებული სავალდებულო შემთხვევების გარდა, არ გაამჟღავნოს, არ გადასცეს მესამე პირს ან სხვა სახით არ დაუშვას წინამდებარე სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე კომპანიისა და აღნიშნული ხელშეკრულების შესახებ ან/და მისგან გამომდინარედ მისთვის გადაცემული ნებისმიერი ინფორმაცია, მიუხედავად ინფორმაციის წერილობითი თუ ზეპირი ფორმისა. აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება ვრცელდება ასევე ნებისმიერ პირზე, რომელიც მომხმარებლის მხრიდან მონაწილეობას იღებს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.
12.2.14. კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული საოქნლის მახასიათებლები მაქსიმალურად სრულად არის აღწერილი კომპანიის მიერ. აღწერილობა ეფუძნება პარტნიორი კომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და კომპანიას შეუძლია მისცეს გარანტია მომხმარებელს.(გამონაკლისების გარდა) რომ საქონლის აღწერილობა ნამდვილად ზუსტი, სრულყოფილი ან სანდოა.
12.2.15. ნივთზე საგარანტიო პირობები არ ვრცელდება:
12.2.15.1. დარღვეულია ნივთის (საქონლის) საექსპლუატაციო წესები.
12.2.15.2. ნივთი დაზიანდა მომხმარებლის მიერ ნივთის ტრანსპორტირების, მის მხრიდან დამონტაჟების ან აწყობის დროს, არასწორი გამოყენების შედეგად ან თუ ნივთმა განიცადა კონსტრუქციული ცვლილებები.
12.2.15.3. ნივთის საქარხნო სერიული ნომერი შეცვლილია, წაშლილია ან დაზიანებულია.
12.2.15.4. ხარვეზებზე რომელებიც წარმოიქმნა მომხმარებლის დამოუკიდებლად, უბედური შემთხვევით, მათ შორის ბუნებრივი მოვლენებით და/ან სტიქიური უბედურებით, ხანძრით, საშინაო ან გარეული ცხოველით, ასევე მწერებით (ტარაკნები, ჭიანჭველები, ტერმიტები, ხოჭოები), საქონელში უცხო სხეულის მოხვედრით (სითხე) და ა.შ. მომხმარებლისმიერ შეტყობინების დაგვიანებული მიწოდებით, ასევე, ისეთი მდგომარეობით, რომელიც აღემატება ორივე მხარის ძალებს.
12.2.15.5. დეტალების ისეთ დაზიანებაზე, რომელთა ალბათობა არსებითად აღემატება მათი ექსპლუატაციის ჩვულებრივ ხარისხს ან რომელიც წარმოიშობა ბუნებრივი ცვეთის (სახარჯი მასალის ჩათვლით) შედეგად.
12.2.15.6. გასულია საგარანტიო ვადა, რომელიც განსაზღვრულია საგარანტიო ფურცლით.
12.2.15.7. დაზიანებულია ნივთი მომხმარებლისან მესამე პირის დაუდევრობით;
12.2.15.8. დაზიანებულია ნივთის ვიზუალური მხარე.
12.2.15.9. ნივთის კომპლექტაცია არ არის წარმოდგენილი სრულყოფილად.
12.2.15.10. სამონტაჟო ან სარემონტო სამუშაოები შესრულებულია სხვა სერვისცენტრის ან სხვა კერძო პირის მიერ.
12.2.15.11. თუ ნივთს აქვს არაკვალიფიცირებული რემონტის მცდელობის კვალი;
12.2.15.12. თუ დეფექტი გამოწვეულია ექსპლუატაციის დროს ნივთის ბუნებრივი ცვეთის გამო. ბუნებრივ ცვეთაში იგულისხმება ნივთის ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ტექნიკური და გარეგნული მდგომარეობის ცვლილება ხანგრძლივი მოხმარების გამო;
12.2.16. მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
12.2.17. თითოეული მხარე ვალდებულია დაკისრებული ვალდებულება შესარულოს ხელშეკრულებით დადგენილი წესის თანახმად. ამასთან თითოეულმა მათგანმა ხელი უნდა შეუწყოს მეორე მხარეს ვალდებულების შესრულებაში.
12.2.18. მხარე რომელიც არღვევს ნაკისრ ვალდებულებას, ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა;
12.2.19. მხარეებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ ერთმანეთისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე, გადაცემული დოკუმენტების ნამდვილობასა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებაზე, სხვა თანდართული დოკუმენტების სისწორესა და სისრულეზე;
12.2.20. მხარეები ცნობენ და აღიარებენ დოკუმენტებს, რომელიც მათ მიერ შეთანხმებული ფორმით მიღებულია ფოსტით, მათ შორის ელექტრონული, ფაქსით ან/და მიწოდებულია ვებ-გვერდის ან და ვებ გვერდზე განთავსებული პორტალის/პირადი სივრცისა თუ პირადი კაბინეტის მეშვეობით. აუცილებლობის შემთხვევაში მხარეები ვალდებულნი არიან წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტების ორიგინალები.
12.2.21. ხელშეკრულებიდან გასვლისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელის მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
გარანტია არ აქვს პროდუქციას ამიტომ ამოვიღოთ, არ აქვს ასევე ვადა.
13. ანგარიშწორებისა და ნასყიდობის საგნის მიწოდების პირობები:
13.1. მომხმარებელი კომპანიასთან ანგარიშსწორებას ახორციელებს გადახდის შემდგეგი მეთოდებით:
13.2. Visa ან MasterCard ბარათების მეშვეობით, ვებ-გვერდზე WWW.AKHALIKHEDVA.GE - საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ შეთავაზებული მომსახურების პირობებით;
13.3. ნასყიდობის საგანი თბილისის მასშტაბით მომხმარებელს მიეწოდება შეძენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, კომპანიის წარმომადგენლის/კურიერის საშუალებით, რომელიც მიწოდებასთან ერთად საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს დამონტაჟება/აწყობას, ან/და გადასცემს ინფორმაციას/საჭირო ინსტრუქციას ნასყიდობის საგნის გამოყენების შესახებ.
13.4. თუ მომხმარებელი არ იბარებს შეძენილ საქონელს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მან კომპანიას უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, რათა კომპანიამ მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და საქონლის ჩაბარება.
13.5. მომხმარებელის მიერ საქონლის ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენის შემთხვევაში, შეძენილი საქონლის ჩაბარება კომპანიის მიერ ხდება მხოლოდ მომხმარებელზე ან მომხმარებელის მიერ მითითებულ სრულწლოვან პირზე წინამდებარე წესების გათვალისწინებით.
13.6. ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია, კურიერს გადასცეს ნასყიდობის საგნის ღირებულება, და მიიღოს, გადახდის დამადასტურებელი ჩეკი.
13.7. რეგიონებში საქონლის მიწოდება ხდება ფოსტის საშუალებით გონივრულ ვადაში. საფოსტო ღირებულებას განსაზღვრავს კომპანიის მიერ არჩეული საფოსტო მომსახურების სერვის კომპანია, მისაწოდებელი საქონლის ლოკაციის მიხედვით, ხოლო ნივთის დაკარგვის, დაზიანების ან მიწოდების დაგვიანებაზე პასუხისმგებლობა გადადის საფოსტო სერვის კომპანიაზე.
13.8. საკურერო მომსახურების საფასური არ შედის საქონლის ღირებულებაში და მომხმარებელი ვალდებულია დამატებით გადაიხადოს საკურიერო მომსახურების საფასური.
13.9. საკურიერო მომსახურების საფასურის შესახებ მომხმარებელი წინასწარ არის ინფორმირებული.
13.10. იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ხსენებულ ვადაში მომხმარებელი არ მიიღებს შეკვეთილ საქონელს, უფლებამოსილია დაუკავშირდეს კომპანიის საინფორმაციო ცენტრს, შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 0322 18 25 38.
14. ნივთის დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა
14.1 შეძენილი პროდუქცია დაბრუნებას არ ექვემდებარება
14.2 ნივთის შეცვლა შესაძლებელია მისი შეძენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს დაუზიანებელი და უნაკლო ნივთის მიტანა კომპანიის მაღაზიათა ქსელის კონკრეტულ ფილიალში, სადაც მოხდა ნივთის შეძენა. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ ფილიალში ვერ განხორციელდება ნივთის შეცვლა, კომპანია მიუთითებს მომხმარებელს იმ ფილიალის მისამართს, სადაც მოხდება ნივთის შეცვლა ან შესთავაზებს საკურიერო მომსახურებას. შეცვლისთვის აუცილებელია,მომხმარებელმა წარმოადგინოს შესყიდვის ქვითარი.
14.3 ჰიგიენური პროდუქცია გადაცვლას არ ექვემდებარება
14.3. კომპანია არ გაცვლის ნივთს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა, მისი მიღება - ჩაბარების დროს , არასათანადოდ შეამოწმა ნივთი და მას აღენიშნება მექანიკური დაზიანება, არ ემთხვევა ვებ-გვერდზე წარმოდგენილ ფოტო-მასალას ან არ აქვს სრულად წარმოდგენილი კომპლექტაცია.
15. ბეჭდვითი შეცდომები
16.1 იმ შემთხვევაში, თუ ვებ-გვერდზე განთავსებული საქონელი მოცემულია არასწორი ფასით ან ინფორმაციით, რაც გამოწვეულია ბეჭდვითი შეცდომით ან მომწოდებლის მიერ მოწოდებული არასწორი ინფორმაციით, კომპანია უფლებამოსილია, უარი თქვას ან შეაჩეროს შეკვეთა, იმ შემთხვევაშიც, როდესაც შეკვეთა დადასტურებულია ან/და გადახდა განხორციელებულია.
17 მიმოხილვა
17.1 ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელსაც კომპანიის ვებ-გვერდზე მომხმარებელი წარმოადგენს ან დაწერს რაც მოიცავს, მაგრამ არ იზღუდება: იდეებით, ნოუ ჰაუთი, ტექნიკით, კითხვებით, მიმოხილვით, კომენტარებითა და შეთავაზებებით (ერთად წოდებული, როგორც „წარდგინებები“) ჩაითვლება, როგორც არაკონფიდენციალური და არა საკუთრებაში არსებული წარდგინება, რომლის მიმართაც კომპანიას ექნება ჰონორარისგან უფასო, მსოფლიო, მუდმივი, შეუქცევადი და გადაცემადი უფლება გამოყენების, კოპირების, გავრცელების, გამოქვეყნების, დაბეჭვდის, წარდგენის, გაყიდვის, გაქირავების, გადაბარების, ადაპტირების, შეცვლის, ნიმუშად გამოყენების ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით, თარგმნის, მოდიფიცირების, გაშიფვრის, დაშლის ან დეკომპილაციის. ნებისმიერი წარდგინება ავტომატურად ხდება ექსკლუზიურად მხოლოდ კომპსნიიდ საკუთრება და არ დაუბრუნდება მომხმარებელს. ამასთან, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ თქვენ ფლობს ან სხვაგვარად აკონტროლებს ყველა უფლებას, რომელიც ეხება მიმოხილვას ან სხვა შემადგენლობას, რომელსაც აქვეყნებს ვებ-გვერდზე და აღნიშნული ინფორმაცია არ შეზღუდავს ან/და არ დაარღვევს კომპანიისა და მესამე პირების უფლებებს. მომხამრებელმა არ უნდა გამოიყენოს ყალბი ელ-ფოსტა ან/ და ყალბი არასწორი ინფორმაცია წინაარმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია წაშალოს ან შეცვალოს აღნიშნული ინფორმაცია/მიმოხილვა.
17.2 ყველა ტექსტი, გრაფიკა, ღილაკის გამოსახულება, სხვა გამოსახულება, აუდიო/ვიდეო კლიპი და პროგრამა (ერთად წოდებული, როგორც „შემადგენლობა“), ექსკლუზიურად ეკუთვნის კომპანია „ახალ ხედვას“ ან მასთან დაკავშირებულ კომპანიებს. ნებისმიერი შემადგენლობის შეგროვება, მოწყობა და გაერთიანება, რომელიც განთავსებულია ამ ვებგვერდზე („კრებული“), არის კომპანიის საკუთრება ან მასთან დაკავშირებული კომპანიების ან პროგრამის მომწოდებლების. კომპანიის სავაჭრო ან მომსახურების ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება, კომპანიის წერილობითი ფორმით გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს კომპანიის სავაჭრო ნიშანი ან მომსახურების ნიშანი ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს კომპანიას. მომხმარებელი არ არის უფლებამოსილია გამოიყენოს კომპანიის სასაქონლო ან მომსახურების ნიშანი იმგვარად, რომ შელახოს ან/და ეჭვქვეშ დააყენოს კომპანიის რეპუტაციის საკითხი.
პერსონალური მონაცემები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია მიიღოს და შეამოწმოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გადასცეს მესამე პირს.წინამდებარე დოკუმენტზე ხელმოწერით, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ შპს „ახალი ხედვა“-მ განახორციელოს მომხმარებლის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების, მათ შორის ამავე კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების ნებისმიერი სახით დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს აღნიშნულ მონაცემთა მესამე პირისათვის (ორგანოსთვის) გადაცემა.
მომხმარებელი ასევე აცხადებს თანხმობას, რომ კომპანიამ განახორციელოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავება და გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით. მომხმარებელი ადასტურებს, რომ ინფორმირებულია საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ყველა იმ უფლების შესახებ, რომელიც ეხება ზემოთაღნიშნულ საკითხს. მომხმარებელი ასევე ადასტურებს რომ პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა/დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა მონაცემთა სუბიექტს ნათლად, მარტივ და მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტა მის მიერ თანხმობის ნებისმიერ დროს გამოხმობის უფლება და ამ უფლების განხორციელების მექანიზმი/წესი. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია დამატებით წერილობით განმარტავს, რომ მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიხმოს თანხმობა რისთვისაც მან უნდა მიიწეროს კომპანიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე ან ფეისბუქ გვერდზე.
ეტლი არის კეცვადი, გააჩნია მოძრავი ფეხის საყრდენი და ხელის მუხრუჭი. სავარძელი დამზადებულია ბრეზენტისგან.
გათვლილია მაქსიმუმ 120 კგ-ზე
• სახელურებს შორის სიგრძე: 46 სმ
• საბურავებს შორის სიგრძე: 63 სმ
• დიდი საბურავის დიამეტრი: 59 სმ
• პატარა საბურავის დიამეტრი: 20 სმ
• დასაჯდომი : 40 სმ
• საზურგე : 40 სმ
• წონა:20-22 კგ