• ნაწოლების მატრასი leb-vet 30
ნაწოლების მატრასი leb-vet 30

ნაწოლების მატრასი leb-vet 30

220.00¢
ბრენდი:ლაბვეტი / lab-vet
კოდი:30
-
+

ნაწოლების მატრასი

დაგვიკავშირდით: 0322 18 25 38
TBC Bank-ის განვადება
პროდუქტის დეტალები

ნაწოლების მატრასი იდეალური საშუალებაა მათთვის, ვისაც ნაწოლები აწუხებს. ესაა კანის დაზიანება, რომელსაც ხანგრძლივი წოლა ან ჯდომა იწვევს. მიზეზი მარტივია: პაციენტი დიდი პერიოდის განმავლობაში ერთსა და იმავე პოზიციაშია, სხეული ზედაპირს აწვება, შეხების ადგილებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა და კანი ატროფირებას იწყებს. საკმაოდ გავრცელებულია როგორც ხანდაზმულებში, ასევე მწოლიარე და სავარძელს მიჯაჭვულ ადამიანებში. მკურნალობის გარეშე დატოვებული დაზიანება შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათოც იყოს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია საპროფილაქტიკო  საშუალებების გამოყენება, რაც პაციენტის ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს. 


როდის არის საჭირო ნაწოლების მატრასი?


ნაწოლების მატრასის გამოყენება საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ხანგრძლივი წოლითი რეჟიმი გაქვთ - ოპერაციის შემდგომ, ორსულობისას ან დიაბეტის დროს. საპროფილაქტიკო საშუალების შერჩევისას გაითვალისწინეთ რომელ სტადიაზე ხართ. მაგალითად, I და II სტადია შედარებით მსუბუქია და მკურნალობას ექვემდებარება, თუმცა III-IV სტადიებზე მკვეთრად გამოხატული ჭრილობები და ანთებითი პროცესებია, შესაბამისად, შესაძლოა ქირურგის დახმარება დაგჭირდეთ. 


ახალი ხედვის ნაწოლების მატრასი


სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” გთავაზობთ ლაბვეტის მაღალი ხარისხის მატრასებს. რელიეფური ზედაპირი და ჰაერის კომპრესორი სისსხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც ნაწოლების გაჩენას უშლის ხელს. გარდა ამისა, ის კუნთებსაც ასტიმულირებს და ტკივილებისგან დაგიცავთ. კომპანია საქართველოს მასშტაბით 16 მაღაზიითაა წარმოდგენილი, თბილისსა და რეგიონებში. გარდა ამისა, მატრასების ყიდვა ვებ-გვერდზეც შეგიძლიათ, ონლაინ გამოწერით კი სასურველ პროდუქტს სახლში რამდენიმე დღეში მიიღებთ.