• 130.351 ბავშვის მუხლის ფიქსატორი
130.351 ბავშვის მუხლის ფიქსატორი

130.351 ბავშვის მუხლის ფიქსატორი

77.00¢
კოდი:130.351
-
+

იცავს მუხლის სახსარს ფიზიკური დატვირთვის დროს. ასევე გამოიყენება მუხლის სახსრის და კვირისტავის იოგების დაჭიმულობის დროს.

დაგვიკავშირდით: 0322 18 25 38
განვადება
პროდუქტის დეტალები
ტექნიკური აღწერა
სამედიცინო აღწერა
რჩევები

როდის არის საბავშვო მუხლის ფიქსატორის გამოყენება საჭირო?

ორთოპედიული საშუალებები აქტიურად გამოიყენება სახსრების ფიქსაციისა და სწრაფი რეაბილიტაციისთვის. ფიქსატორები ერთმანეთისგან დანიშნულებით განსხვავდებიან. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით ინიშნება (მაგალითად, ორთეზები).ეს პროდუქტები თითქმის ყველა ასაკის პაციენტებში სხვადასხვა ხარისხის დაზიანებების მკურნალობის დროს გამოიყენება. საბავშვო მუხლის ფიქსატორი გამოიყენება ბავშვებში, რომლებსაც მუხლის ტრავმა აღენიშნებათ. დაზიანების მიზეზი შეიძლება იყოს: მოტეხილობა, ღრძობა, გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა, მუხლის სახსრის ან იოგების დაჭიმულობა. დაზიანებას შესაძლოა თან ახლდეს ტკივილი, ძლიერი შეშუპება, მოძრაობის გართულება, დეფორმაცია, მაღალი ტემპერატურა და სხვ. თუ ხარისხიან პროდუქციას ეძებთ, “ახალი ხედვის” მაღაზიათა ქსელს ესტუმრეთ. კომპანია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორია, შესაბამისად,აქ უმაღლესი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასები გარანტირებულია. “ახალი ხედვის” საბავშვო მუხლის ფიქსატორები დამზადებულია ორმაგად ლამინირებული ნეოპრინის მასალით, რომელიც ჰაერგამტარია და მუხლის სახსარს იცავს ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას. დამატებითი ჩანართები უზრუნველყოფს სახსრის უმოძრაოდ ფიქსაციას სასურველ პოზიციაში. დაზიანების პრევენციისა და მკურნალობის გარდა, აღნიშნული საშუალება აჩქარებს და ამარტივებს რეაბილიტაციის პროცესს.

რამდენი ხანია საჭირო საბავშვო მუხლის ფიქსატორის გამოყენება?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. საბავშვო მუხლის ფიქსატორის გამოყენების დრო დამოკიდებულია ექიმის დანიშნულებაზე, რაც ტრავმის სირთულიდან გამომდინარეობს. მიმართეთ ექიმს გამოყენების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით და გაითვალისწინეთ მისი რეკომენდაცია.

“ახალი ხედვის” მუხლის ფიქსატორის ხარისხი

“ახალი ხედვა” ლიდერი კომპანიაა ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში ქვეყნის მასშტაბით. ის მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებლებსა და მათ კომფორტზე. საბავშვო მუხლის ფიქსატორი უმაღლესი ხარისხის მასალისგან, კერძოდ კი,  ჰაერგამტარი, ორმაგად ლამინირებული ნეოპრინისგანაა დამზადებული. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მისი შეძენა შეგიძლიათ, როგორც ადგილზე,კომპანიის მაღაზიათა ქსელში,ასევე ონლაინ,”ახალი ხედვის” ვებ-გვერდზე.