• 133.002 ბრეისი
133.002 ბრეისი

133.002 ბრეისი

280.00¢
კოდი:133.002

განკუთვნილია სპეციალურად ბავშვებისთვის, გამოიყენება მენჯ-ბარძაყის ოპერაციების შემდგომ.

დაგვიკავშირდით: 0322 18 25 38
პროდუქტის დეტალები
ტექნიკური აღწერა

რისთვის გამოიყენება ბრეისი

ბრეისი (Brace) ორთოპედიული ფეხსაცმელია, რომელიც მეტალის ჯოხზეა დამაგრებული. ის ბავშვებში კოჭ-წვივის დეფორმაციისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიის დროს გამოიყენება. კონსტრუქციაზე არსებული სპეციალური ხვრელები რეგულირებად მექანიზმს უზრუნველყოფენ. მისი საშუალებით შესაძლებელია ფეხსაცმლის როტაციის კუთხის დაფიქსირება და ტერფებს შორის მანძილის რეგულირება. გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით. გაითვალისწინეთ, რომ მეტალის ღერძის ზომა ბავშვის მხრების სიგანეს უნდა შეესაბამებოდეს. 

როდის არის საჭირო მისი გამოყენება

როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრეისის გამოყენება რეკომენდებულია ბავშვებში, მენჯ-ბარძაყის დისპლაზიის დროს.რას გულისხმობს ეს პათოლოგია? ეს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეფორმაციაა, რომელიც გულისხმობს აღნიშნული სახსრის კომპონენტები განუვითარებლობას. ამ დროს ტაბუხის ფოსო არასრულად ფარავს ბარძაყის ძვლის თავს. პათოლოგია ადამიანთა უმეტესობას დაბადებიდანვე აქვს - სტატისტიკის მიხედვით, ეს პრობლემა 1000-ში 1-2 ბავშვს აწუხებს. რაც შეეხება სიმპტომებს, ის ასაკის მიხედვით განსხვავდება. ჩვილებში შესაძლოა ერთი ფეხი მეორეზე გრძელი იყოს და განვითარდეს კოჭლობა. ზრდასრულებში მენჯ-ბარძაყის დისპლაზიამ შესაძლოა ოსტეოართრიტი და საზარდულის არის ტკივილი გამოიწვიოს.  

აუცილებლად გაითვალისწინეთ პირადი ექიმის რეკომენდაციები და ბავშვს ბრეისის ფეხსაცმელი თვითნებურად არ ჩააცვათ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხარისხიან პროდუქტს ეძებთ, “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიებს ესტუმრეთ. ფილიალები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც (გორი, ქუთაისი, ბათუმი ზუგდიდი) მდებარეობს. ბრეისის შეძენა ონლაინ, კომპანიის ვებ-გვერდზეც შეგიძლიათ და ის 280 ლარი ღირს. დამზადებულია ტყავისგან და ფეხის კანს არ აღიზიანებს. 

რამდენი ხნის განმავლობაში არის მისი გამოყენება რეკომენდებული

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, რადგან ფეხსაცმლის ტარების ხანგრძლივობა პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული. გთხოვთ, ეს საკითხი შესაბამის სპეციალისტთან გაიაროთ.