• c2  უნიტაზის ასამაღლებელი
c2  უნიტაზის ასამაღლებელი

c2 უნიტაზის ასამაღლებელი

130.00¢
კოდი:c2

დაგვიკავშირდით: 0322 18 25 38
პროდუქტის დეტალები
ტექნიკური აღწერა
სამედიცინო აღწერა

რისთვის არის საჭირო უნიტაზის ასამაღლებელი?

უნიტაზის ასამაღლებელი გამოიყენება მენჯ-ბარძაყის სახსარზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომ პერიოდში. აღნიშნული სახსარი შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით დაზიანდეს, მაგალითად:

დისპლაზია - მენჯ-ბარძაყის სახსრისა და მისი ელემენტების განუვითარებლობა, რაც განპირობებულია შემაერთებელი ქსოვილის სისუსტით. გამომწვევი მიზეზებია: გენეტიკა, გვიანი ორსულობა, დედის ორგანიზმში ჰორმონალური დარღვევები და ა.შ.

კოქსართროზი - დისტროფიული დაავადებაა, რომელიც თანდათანობით ვითარდება და სახსრის დეფორმაციას იწვევს. სიმპტომები: ტკივილი, სახსარში მოძრაობის შეზღუდვა, პაციენტს უჭირს დახრა, ჩაკუზვა და ა.შ.

ბარძაყის ყელის მოტეხილობა და სხვა ტრავმები

აღნიშნული დაავადებებისა და ტრავმების სამკურნალოდ იდეალური გამოსავალი ენდოპროთეზირებაა, რომელიც გულისხმობს დაზიანებული სახსრის თანამედროვე მასალით (იმპლანტით) ჩანაცვლებას. ოპერაციის შემდგომ კი, აუცილებელია პაციენტის სათანადო მოვლა და შესაბამისი საშუალებების გამოყენება. უნიტაზის ასამაღლებელი ის პროდუქტია, რომელიც ამ დროს აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. მიზეზი მარტივია:  თავიდან აგარიდებთ დაცემას,სახსრის ზედმეტ ფუნქციურ დატვირთვას და ბუნებრივ მოთხოვნილებებს კომფორტულად დაიკმაყოფილებთ.

რა უნდა გავითვალისწინოთ უნიტაზის ასამაღლებლის შეძენისას?

გაზომეთ თქვენი უნიტაზი, რათა ასამაღლებელი ზუსტად მოერგოს და არ იყოს უფრო დიდი ან პატარა. ამის შემდეგ მას უფრო მარტივად დააფიქსირებთ, გამოიყენებთ და გაასუფთავებთ. 

სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” გთავაზობთ ავადმყოფის საჭიროებებზე გათვლილ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. უნიტაზის ასამაღლებელის სიმაღლე 11 სანტიმეტრია, არის როგორც საყრდენის გარეშე, ასევე ორი საყრდენით. აღნიშნული საშუალებები იმპორტირებულია და საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ბრენდის ლაბვეტის ფირმისაა. შეძენა შეგიძლიათ “ახალი ხედვის” ვებ-გვერდზე ონლაინ გამოწერით ან ორთოპედიულ მაღაზიებში. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 0322 18 25 38