ლიმფა ორგანიზმში უზრუნველყოფს სითხის სწორ გადანაწილებას. ლიმფოსტაზი არის ლიმფის ცირკულაციის დარღვევა, რაც ლიმფური სადინარების დახშობის შედეგად ვითარდება. შეგუბების ადგილას სხეული შუპდება, კიდურები დიდდება, დეფორმირდება, ჩნდება ნაკეცები, კანი შრება, ხშირად სკდება და ჭრილობაში ადვილად აღწევს ინფექცია, რის შედეგადაც ვითარდება წითელი ქარი და ლიმფური სადინრების ანთება.
სწორედ ამ დროს მიმართავენ კომპრესიული ტრიკოტაჟით მკურანობას, SIGVARIS-ი გთავაზობთ როგორც ზედა კიდურის ასევე ქვედა კიდურის ლიმფოსტაზის წინდებს, ლიმფური შეშუპებების შესამცირებლად.
თუ ლიმფოსტაზი პროვოცირებული იყო კიდურების პროფესიული გადაღლით, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია პროფესია შეიცვალოთ. მოგიწევთ სპორტის ისეთი სახეობისთვის თავის დანებებაც, რომელიც ტრავმირების საფრთხეს გიქმნით (ფეხბურთი, ხელბურთი, ტანვარჯიში და სხვა). ერიდეთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას.
ნებისმიერი ჭრილობა, ნაკაწრი თუ ნახეთქი აუცილებლად დაიმუშავეთ ანტისეპტიკით (წყალბადის ზეჟანგით ან ბრილიანტის მწვანით, ასკილის ან ქაცვის ზეთით). ანთების, თუნდაც ერთი, ნიშანიც რომ შეამჩნიოთ (დაზიანებულ ადგილას კანის შეწითლება, შეშუპება და გახურება, დაზიანებული ადგილის მტკივნეულობა), მაშინვე მიმართეთ ექიმს
ატარეთ ხალვათი ტანსაცმელი და საცვლები, რომლებიც მოძრაობაში ხელს არ შეგიშლით. ეცადეთ, აბაზანაში დიდხანს არ დარჩეთ, ხოლო სააბაზანო ოთახი მეტისმეტად არ იყოს გახურებული.
სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ (განსაკუთრებით - თუ დიდხანს მოგიწიათ ფეხზე დგომა) აუცილებლად წამოწექით ოციოდე წუთით. ფეხები შეაწყვეთ ბალიშზე.