რისთვის გამოიყენება ხელის გეტრი და როდის არის რეკომენდირებული მისი ტარება

 

ლიმფა ორგანიზმში სითხის სწორ განაწილებას უზრუნველყოფს, თუმცა მისი ცირკულაცია შესაძლოა დაირღვეს და ლიმფოსტაზი განვითარდეს - დაავადება, რომელიც სხეულის შეშუპებას იწვევს. ამ დროს კიდურები დიდდება, დეფორმირდება, კანი გამოშრობას იწყებს და ხშირად სკდება, შესაბამისად, იზრდება ჭრილობაში ინფექციის შეღწევის რისკი. შედეგად, ვითარდება წითელი ქარი და ლიმფური სადინრების ანთება. ყველაზე ეფექტური საშუალება დაავადებასთან საბრძოლველად კომპრესიული ტრიკოტაჟით მკურნალობაა, რადგან ეს მეთოდი ლიმფურ შეშუპებას ამცირებს.  

 

“ახალი ხედვის” ლიმფოსტაზის საწინააღმდეგო ხელის გეტრები

 

სამედიცინო ჯგუფი “ახალი  ხედვა” გთავაზობთ საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ბრენდის SIGVARIS-ის პროდუქციას, რომელიც უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. კომპანიის ორთოპედიულ მაღაზიაში შეხვდებით ლიმფოსტაზის ხელის წინდას თითებით და თითების გარეშე. გამოიყენება დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის და დამზადებულია მაქსიმალურად რბილი, პოლიამიდური ბოჭკოსაგან. გარდა ამისა, ქსოვილი გამდიდრებულია ანტიბაქტერიული მოქმედების ვერცხლის იონებით - გამძლე, სუნთქვადი და კომფორტულია. წინდა უზრუნველყოფს სტაბილურ მოჭერილობას მთელი დღის განმავლობაში და თერმორეგულაციას წლის ნებისმიერ სეზონზე.

 

“ახალი ხედვის” ორთოპედიული მაღაზიები წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე - რეგიონებშიც. სასურველი პროდუქტის შეძენა სახლიდან გაუსვლელად, ვებ-გვერდის საშუალებითაც შეგიძლიათ. 

 

რჩევები:ლიმფოსტაზი ხშირად მკერდის ოპერაციის შემდეგ ვითარდება, ლიმფის ცირკულაციის მოშლის შედეგად. გარდა ამისა, დაავადება უმეტესად ისეთ ადამიანებს ემართებათ, რომლებსაც ფეხზე მდგომი ცხოვრების წესი აქვთ. რისკ ჯგუფში შედიან: მასწავლებლები, მუსიკოსები, ქირურგები, გამყიდველები და სპორტსმენები. თუ ლიმფოსტაზი კიდურების პროფესიული გადაღლით პროვოცირდა, მაშინ გირჩევთ, საქმიანობა შეიცვალოთ. თავი დაანებეთ სპორტის ისეთ სახეობებს, რომლებიც ტრავმირების საფრთხეს ქმნის - ხელბურთი, ტანვარჯიში და ა.შ. ანთების ნებისმიერი სიმპტომის შენიშვნისას (კანის შეწითლება, შეშუპება, ტკივილი), დაუყოვლებლივ მიმართეთ ექიმს.