როდის არის საჭირო ყავარჯნის ყიდვა?

თუ თქვენი ტრამვისა ან ქირურგიული ჩარევის შემდგომ, ექიმი მოძრაობისას ფეხზე ნაკლებ დატვირთვას მოგთხოვთ, მაშინ ყავარჯენი აუცილებლად დაგჭირდებათ.  არსებობს იდაყვის და იღლიის ყავარჯნები, რომლებსაც აქვთ პლასტმასის ან სილიკონის საყრდენები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მათი რეგულირება სიმაღლეში შეგიძლიათ.

იდაყვის ყავარჯნის გამოყენება მეტ ძალას მოიითხოვს და გამოცდილი პაციენტებისთვის უფრო რეკომენდირებულია. უხეშ ან უსწორმასწორო რელიეფზე სტაბილური და ბევრად უფრო მოქნილია. იმ შემთხვევაში, თუ ახალი დაწყებული გაქვთ ყავრჯნის გამოყენება წონასწორობას პრობლემა გაქვთ, შესაძლოა თქვენთვის იღლიის ყავარჯენი უფრო კომფორტული იყოს. ყველა შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაციას გირჩევთ, რათა თავად შეგირჩიოთ  თქვენთვის  თქვენი პრობლემის შეასაბამისი ყავარჯენი.

ახალი ხედვის ყავარჯნები და ფასები

“ახალი ხედვა” უმაღლესი ხარისხის პროდუქციას გთავაზობთ. კომპანია საქართველოში 15 საფირმო მაღაზიითაა წარმოდგენილი - როგორც თბილისში, ისე გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.