ფილტრი
რისთვის გამოიყენება იდაყვის ფიქსატორი
იდაყვის ფიქსატორი გამოიყენება იდაყვის სახსრის ტრავმების სამკურნალოდ და ფიზიკური დატვირთვის დროს დაზიანებისგან თავის დასაცავად. მისი გამოყენება ამცირებს ტკივილს, გამოყოფს და ინარჩუნებს სითბოს. მისი ტარება კომფორტულია მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის საქმიანობისას.
"ახალი ხედვის" იდაყვის ფიქსატორები
თითოეული მომხმარებლისთვის უმნიშვნელოვანესია მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასები. კომპანია “ახალი ხედვა” გთავაზობთ საერთაშორისო ბაზარზე ცნობილ, ექსკლუზიურ ბრენდებს - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. პროდუქცია ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი, ფასები კი 33 ლარიდან 294 ლარამდე შუალედში მერყეობს. “ახალი ხედვა” მაქსიმალურად ორიენტირებულია მომხმარებლის კომფორტზეც - ფიქსატორების შეძენა როგორც ფიზიკურ ლოკაციაზე, ასევე ონლაინ გამოწერითაც შეგიძლიათ. სასურველ პროდუქტს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიიღებთ.
რამდენი ხნით უნდა ატაროთ იდაყვის ფიქსატორი?
ეს ის კითხვაა, რომელზეც ზუსტი პასუხი არ არსებობს. რეაბილიტაციის პერიოდი შესაძლოა რამდენიმე დღე ან კვირა გაგრძელდეს. ხანგრძლივობა პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული. გირჩევთ, რომ ეს საკითხი პირად ექიმთან გაიაროთ.
როგორ შეარჩიოთ იდაყვის ფიქსატორი?
არსებობს ფიქსატორები, რომლებიც მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება (მაგ. ორთეზები). თუმცა, მსუბუქი დაზიანებების ან სპორტული ტრამვების დროს, შესაძლოა იდაყვის სტანდარტული ფიქსატორის გამოყენება, რომელიც ნეოპრინის მასალისგანაა დამზადებული. განვიხილოთ “ახალი ხედვის” რამდენიმე პროდუქტი და ის, თუ რა შემთხვევაში გამოიყენება თითოეული მათგანი:
• სტანდარტული იდაყვის ფიქსატორი - ფიზიკური დატვირთვის დროს სახსარს დაზიანებისგან იცავს და ტრავმების სამკურნალოდ გამოიყენება.
• იდაყვის ორთეზი - უზრუნველყოფს იდაყვის სახსრის კონტროლირებულ მობილიზაციას. იგი გამოიყენება მოტეხილობის, ნაღრძობის ან ართროზის დროს. სახსარს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და დაზიანებისგან იცავს.
• ეპიკონდილიტის ბანდაჟი - გამოიყენება იდაყვის სახსრის მყესების ანთების ან დაზიანების დროს. ეპიკონდილიტის დროს მყესზე დატვირთვას ხსნის და ამცირებს ტკივილს.
იდაყვის ფიქსატორის შეძენისას გაითვალისწინეთ თქვენი მდგომარეობა, დაზიანების ხარისხი ან ტრავმის სირთულე და ექიმის რეკომენდაციები. “ახალი ხედვის” ორთოპედიული მაღაზია ის ადგილია, სადაც თქვენთვის განკუთვნილ პროდუქტს აუცილებლად იპოვნით, არჩევანის გაკეთებაში კი კომპეტენტური კონსულტანტებიც დაგეხმარებიან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოს მასშტაბით 15 საფირმო მაღაზიითაა წარმოდგენილი, არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც - გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.