როგორ შევარჩიოთ კოლოსტომის ჩანთა, იგივე კალაპრიომნიკი?

კოლოსტომის ჩანთა, იგივე კალაპრიომნიკი, ავადმყოფის მოვლის ერთ-ერთი საშუალებაა. ეს პროდუქტი არის დრენირებადი ან დახურული, შესაბამისად არსებობს როგორც  ერთჯერადი, ისე მრავალჯერადი სარგებლობის კოლოსტომის ჩანთები. მოვლის პროცესში კომფორტულია მისი გამოყენება, რადგან სტომის დრენირებადი პარკის დაცლა პაციენტს მუცლიდან მოშორების გარეშე შეუძლია. კალაპრიომნიკი შედგება ორი ნაწილისაგან: მრგვალი ფორმის სამაგრისგან და თავად ჩანთისგან. მრგვალი ფორმის სამაგრი მუცელზე სტომის ირგვლივ წებოვანი ზედაპირით მაგრდება. სტომა არის მუცლის წინა კედელზე ღიად დატოვებული ნაწლავის ბოლო, რომლის გარშემოც  კოლოსტომის ჩანთა უნდა დამაგრდეს. კალაპრიომნიკი არის განავლის მიმღები, რომელიც რბილი, წყალგამძლე მასალისგან არის დამზადებული. ის მაგრდება მუცლის წინა კედელზე ოპერაციულად შექმნილი სტომის ირგვლივ. რაც შეეხება სტომას - სტომა სხეულში ქირურგიულად წარმოქმნილი ხვრელია, რომელსაც იყენებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების  სამკურნალოდ. სამაგრი წარმოადგენს 100% ჰიდროკოლოიდურ დრეკად ფირფიტას. არ აღიზიანებს კანს, კარგად ეკვრის და ადვილად შორდება მას. კალაპრიომნიკს ცენტრალურ ნაწილში აქვს სტომის ზომების მაჩვენებელი. პაციენტს შეუძლია მაკრატლით ამოჭრას და გააფართოვოს სამაგრის ცენტრალური ნაწილი სტომის შესაბამის ზომაზე.  

არსებობს კოლოსტომის ჩანთების სხვადასხვა მოდელი, რომლის გამოყენების წესებიც განსხვავებულია. მაგალითად, თუ ჩანთა სამაგრს შორდება, მაშინ რამოდენიმე დღის განმავლობაში სამაგრი  მუცელზე რჩება და მხოლოდ ჩანთა იცვლება. არსებობს ისეთი  კალაპრიომნიკები, რომელთა სამაგრი და ჩანთა ერთმანეთს არ შორდება და გამოცვლის დროს ერთიანად იხსნის პაციენტი და იკეთებს ახალს. კოლოსტომის ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანია სამედიცინო  კომპანია „ახალი ხედვაში“. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს ცნობილი თურქული კომპანიის -  კონფორტის / Confort მიერ წარმოებულ კალაპრიომნიკებს სთავაზობს. მათი ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომია და ღირებულება 6-ლარამდე მერყეობს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

● კოლოსტომის ჩანთა დახურული სამაგრით - არის ერთჯერადი გამოყენების, სამაგრი ჩანთას არ შორდება.  

● კოლოსტომის ჩანთა დრენირებადი სამაგრით - მრავალჯერადი გამოყენებისაა და არის დრენირებადი, თუმცა სამაგრი და ჩანთა არ შორდება ერთმანეთს. “ფხრიწის” გახსნის შემდეგ შესაძლებელია ჩანთის დაცლა მუცლის ზედაპირიდან მოშორების გარეშე.  

● კოლოსტომის ჩანთის სამაგრი - არის მწებავი მრავალჯერად გამოყენების სამაგრი. სამაგრს უმაგრდება კოლოსტომის ჩანთა,საჭიროების შემთხვევაში იცვლება მხოლოდ ჩანთა, სამაგრი კი რჩება მიმაგრებული.

ქართულ ბაზარზე კომპანია „ახალ ხედვას “ თერთმეტ წლიანი  გამოცდილება აქვს და მომხმარებლებს ყოველთვის მაღალი ხარისხის სერვისსა და პროდუქციას სთავაზობს.  სასურველი პროდუქტების შერჩევა კომპანიის 12 საფირმო სამედიცინო მაღაზიაში თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. გარდა ამისა,  სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც არის ხელმისაწვდომი. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატება დაგჭირდებათ. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ.