ფილტრი

რისთვის გამოიყენება მუხლამდე წინდა

 

თუ ვარიკოზი გაწუხებთ, დაავადების საწყის ეტაპზე ხართ ან უკვე მკვეთრად გამოხატული სიმპტომები გაქვთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: გამოსავალი არსებობს და მკურნალობა კომპრესიული ტრიკოტაჟების გამოყენებით შეგიძლიათ. მისი მოქმედების მექანიზმი ვენის კედელზეა გათვლილი, სისხლძარღვებს იცავს და მათ სანათურს ამცირებს. გარდა ამისა, შეშუპებას, კიდურების დაღლილობასა და ტკივილსაც აგარიდებთ თავიდან. თუ ვარიკოზი მხოლოდ წვივების არეში გაქვთ, მაშინ მუხლამდე წინდების გამოყენებას გირჩევთ.

 

როდის არის რეკომენდირებული მუხლამდე წინდის ტარება

 

მუხლამდე წინდის ტარება რეკომენდირებულია როგორც სამკურნალოდ, ასევე საპროფილაქტიკოდ, შესაბამისად, შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ დაავადების სირთულე, რათა ზუსტად თქვენს საჭიროებაზე მორგებული წინდა შეიძინოთ.

 

ახალი ხედვის ვარიკოზის საწინააღმდეგო მუხლამდე წინდები

 

პროდუქტის შერჩევისას ყურადღება ხარისხზე უნდა გაამახვილოთ, რათა დიდხანს შეძლოთ მისი მოხმარება და წინდამ ელასტიურობა არ დაკარგოს. გირჩევთ, არჩევანი “ახალ ხედვაზე” გააკეთოთ - ორთოპედიული მაღაზიების ქსელი, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, ვარიკოზის საწინააღმდეგო საშუალებების შეძენა ონლაინ, კომპანიის ვებ-გვერდზეც შეგიძლიათ. მოდით, განვიხილოთ რამდენიმე პროდუქტი:

 

• TOP FINE SELECT - ადვილად ჩასაცმელი, აბრეშუმივით რბილი და კომფორტული წინდა.  განკუთვნილია როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. გამძლეობით გამოირჩევა და გამოიყენება სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.  ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს და თრომბების წარმოქმნას უშლის ხელს.  

• TRADITIONAL - მაღალი სამედიცინო სტანდარტებისთვისაა განკუთვნილი. სტაბილურ მოჭერილობას უზრუნველყოფს, თანაც - მთელი დღის განმავლობაში. ეფექტურია სხვადასხვა სიმძიმის ვენური დაავადებების დროს. ჰაერგამტარი, კომფორტული და გამძლეა. 

• TRAVENO - გამოიყენება ვარიკოზისა და  თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში. ჰაერგამტარია და ადვილად ირეცხება. იდეალურია ხანგრძლივი მგზავრობის დროს. 

 

როგორ შეარჩიოთ და რა უნდა გაითვალისწინოთ ვარიკოზის საწინააღმდეგო მუხლამდე წინდის შეძენისას

 

ვარიკოზის საწინააღმდეგო მუხლამდე წინდის შეძენისას, გაითვალისწინეთ ექიმის რეკომენდაციები, რადგან კომპრესიის ხარისხი მან უნდა დაგინიშნოთ. ამის შემდეგ, ეწვიეთ “ახალი ხედვის” რომელიმე ფილიალს ან გაიარეთ ონლაინ კონსულტაცია, რადგან კომპანიის წარმომადგენლები ზომების შერჩევაში დაგეხმარებიან და ნებისმიერ საკითხზე ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდიან. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი წინდა ხელმისაწვდომია როგორც ღია, ასევე დახურული თითებით. დიდი ზომის ფეხის, სოკოვანი ინფექციის ან დეფორმირებული თითების დროს, აუცილებლად ღია გამოიყენეთ.

 

რამდენი ხნით უნდა ატაროთ მუხლამდე წინდები

წინდის ტარება რეკომენდირებულია მუდმივად, რაც არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის დატვირთვასა და ტკივილის შეგრძნებას ქვედა კიდურებში.