ფილტრი
რა დროს არის საჭირო წელის კორსეტებისა და ქამრების გამოყენება?
წელის კორსეტებსა და ქამრებს სხვადასხვა ასაკის ადამიანები განსხვავებული მიზეზებით იყენებენ. წელის ტკივილი თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების თანმხლები პრობლემა გახდა. ამის გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია, შეიძლება ეს - მჯდომარე ცხოვრების წესი, უმოძრაობა, დიდი ფიზიკური დატვირთვა, მძიმე ჩანთები, არასწორ პოზაში ძილი და არაერთი დაავადება იყოს. სწორედ ამ მიზეზების გამო ხშირია წელის კორსეტებისა და ქამრების გამოყენება. ეს პროდუქტები ტკივილის შემცირებას ეხმარება და ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენასაც უზრუნველყობს. გარდა ამისა, მას ატარებენ ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა: ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიები, ზურგის სვეტის დაზიანებები, თეთრი ხაზის ან მალთაშუა დისკის თიაქარი, ოსტეოპოროზი და რადიკულიტი.
კომპანია “ახალი ხედვის” წელის კორსეტები და ქამრები
კომპანია "ახალი ხედვაში"უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger წელის კორსეტები და ქამრებია წარმოდგენილი. მათი ღირებულება 30 ლარიდან 295 ლარამდე მერყეობს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროდუქციას იყენებენ როგორც ოპერაციის შემდგომ, ასევე მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით. აუცილებელია, რომ მის ხარისხს ყურადღება მივაქციოთ. “ახალი ხედვის” წელის კორსეტები და ქამრები კი ამის გარანტიაა, რადგან სამედიცინო ჯგუფი იმპორტს თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან წლებია აწარმოებს.
წელის კორსეტებისა და ქამრების გამოყენების ინსტრუქცია
წელის კორსეტებისა და ქამრების ტარება მარტივად ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და მოხრილობის შემთხვევაში ხერხემალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. მათი ტარების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. უმჯობესია, რომ მათ გამოყენებამდე რეკომენდაციები პირადი ექიმისგან მიიღოთ.
როგორ შევარჩიოთ წელის კორსეტები და ქამრები?
უკვე ვთქვით, რომ წელის კორსეტებსა და ქამრებს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. მაგალითად, მრავლობითი მოტეხილობის, კიფოზის, რთული სქოლიოზის ან მრავლობითი თიაქრის არსებობის შემთხვევაში ე.წ გულმკედრ-წელის ანუ ხერხემლის კორსეტის ტარებაა რეკომენდირებული. წელის სტანდარტული კორსეტი კი, რომელიც დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და პლასტმასის ჩანართები აქვს, წელისა და ზურგის მწვავე ტკივილის შესამსუბუქებლად უნდა ვატაროთ. რაც შეეხება, ოსტეოართრიტს, ოსტეოპოროზს, სქოლიოზსა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობას - ამ დროს ზურგის კორსეტია ეფექტური. წელის ქამრების ზომა ძირითადად ჭიპის დონეზე წელის გარშემოწერილობის მიხედვით შეირჩევა,ამიტომ პროდუქტის მეტი ეფექტურობისა და კომფორტული მოხმარებისთვის,დააკვირდით მწარმოებლის მიერ ყუთზე დატანილ ზომის ცხრილს ან მიმართეთ კვალიფიციურ კონსულტანტს.