უმოძრაო ცხოვრების წესი და ვარიკოზი

მჯდო­მა­რე სამ­სა­ხუ­რით გა­მოწ­ვე­ულ პრობ­ლე­მებს შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რად გვხვდე­ბა ვე­ნე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი. რო­გორც ან­გი­ო­ლო­გი ირაკ­ლი ფე­რა­ძე გან­მარ­ტავს, პრობ­ლე­მას იწ­ვევს ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ვერ­ტი­კა­ლუ­რი გან­ლა­გე­ბა, რად­გან სის­ხლს ქვე­ვი­დან ზე­ვით ას­ვლა უჭირს. რაც უფრო დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უწევს ადა­მი­ანს ჯდო­მა, მით უფრო მე­ტად ზი­ან­დე­ბა სარ­ქვე­ლე­ბი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მუდ­მი­ვად მოხ­დეს ფე­ხის კუნ­თის მუ­შა­ო­ბა, რომ კუნ­თე­ბის შე­კუმ­შვა-გა­ფარ­თო­ე­ბის შე­დე­გად სის­ხლი ქვე­და კი­დუ­რე­ბი­დან გა­მო­ი­დევ­ნოს.

„სიმ­ძი­მის შეგ­რძნე­ბა და ტკი­ვი­ლი წვი­ვე­ბის არე­ში არის ვე­ნე­ბის და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლი სიმპტო­მი. ამ დროს პა­ცი­ენ­ტი ვერ ასა­ხე­ლებს კონ­კრე­ტულ მტკი­ვან წერ­ტილს. ტკვი­ლი­თან ერ­თად კი შე­იძ­ლე­ბა იყოს წვა და სიმ­ხურ­ვა­ლე ქვე­და კი­დუ­რებ­ში. თუ წა­მო­წო­ლის და ფე­ხე­ბის მაღ­ლა და­დე­ბით სიმპტო­მე­ბი შემ­ცირ­და, მა­შინ ეს ნამ­დვი­ლად ვე­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ პრობ­ლე­მის დრო­უ­ლი მოგ­ვა­რე­ბა და­ი­წყოთ.

ერთი შე­ხედ­ვით, ვა­რი­კო­ზი უწყი­ნა­რი და­ა­ვა­დე­ბაა, თუმ­ცა თუ გარ­თულ­და, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა დავ­დგეთ. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ფილ­ტვის არ­ტე­რი­ე­ბის თრომ­ბო­ემ­ბო­ლია და შემ­თხვე­ვა ფა­ტა­ლუ­რა­დაც კი დას­რულ­დეს. შორს წა­სუ­ლი ვე­ნუ­რი უკ­მა­რი­სო­ბის კი­დევ ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა ტრო­ფი­კუ­ლი წყლუ­ლია" - გან­მარ­ტავს ან­გი­ო­ლო­გი.

და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ციის საუკეთესო გზა ცხოვ­რე­ბის წე­სის შეც­ვლა და ფე­ხის კუნ­თე­ბის აქ­ტი­უ­რი დატ­ვირ­თვაა, ჯდო­მის დრო­საც კი. აშშ-სა და სხვა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ოფი­სის თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ­ლებ­საც მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯდო­მა უწევთ, ას­წავ­ლი­ან სპე­ცი­ა­ლურ ფე­ხის ვარ­ჯი­შებს, რომ ქვე­და კი­დუ­რებ­ში სის­ხლის ჩა­გუ­ბე­ბა არ მოხ­დეს. იხილეთ ვარჯიშები.

"ამ და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვა­ში ძი­რი­თა­დი ინ­სტრუ­მენ­ტი არის ელას­ტი­უ­რი კომ­პრე­სია. კოლ­გო­ტე­ბი და გეტ­რე­ბი უჭერს ქვე­და კი­დურს და ქვე­მო­დან აწ­ვე­ბა სის­ხლს, რომ არ მოხ­დეს მისი და­გუ­ბე­ბა. სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი ელას­ტი­უ­რი კომ­პრე­სი­ის გა­რე­შე ვე­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა არის თა­ვის მო­ტყუ­ე­ბა ექი­მის მხრი­დან და ამავდრო­უ­ლად, პა­ცი­ენ­ტის მო­ტყუ­ე­ბაც. მისი შერ­ჩე­ვა კი მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ არის. ელას­ტი­უ­რი ტრი­კო­ტა­ჟი ბევ­რი პა­რა­მეტ­რით უნდა ემ­თხვე­ო­დეს ფეხს. ამი­ტომ ამ პრო­ცეს­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბაა სა­ჭი­რო, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა პრობ­ლე­მის გამ­წვა­ვე­ბაც კი გა­მო­ვიწ­ვი­ოთ,“ - გან­მარ­ტავს ანგიოლოგი  ირაკ­ლი ფე­რა­ძე.

სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი წინ­დე­ბი კომ­პრე­სი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ააქ­ტი­უ­რებს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას და აქ­რობს დაღ­ლი­ლო­ბი­სა და სიმ­ძი­მის შეგ­რძნე­ბას ქვე­და კი­დუ­რებ­ში, ამ­ცი­რებს შე­შუ­პე­ბას, ყო­ვე­ლი­ვე ეს კი აფერ­ხებს თრომ­ბე­ბის წარ­მოქ­მნას. სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ „სიგ­ვა­რი­სის“ ბრენ­დის პრო­დუქ­ცია, რო­მელ­საც წარ­მა­ტე­ბით იყე­ნე­ბენ ვა­რი­კო­ზის პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის­თვის მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში.