“ახალი ხედვის” სამედიცინო მაღაზია

„ახალი  ხედვის“ სამედიცინო მაღაზია უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ  და ტრავმატოლოგიურ პროდუქტებს აერთიანებს.   ამ მიმართულებით კომპანია 2012 წლიდან მუშაობს და მთელი საქართველოს მასშტაბით 12 ფილიალით არის წარმოდგენილი. სამედიცინო მაღაზიებში საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული ბრენდების პროდუქტები ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზირებული შეკვეთების მიმართულებით. 

რა პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ სამედიცინო მაღაზიაში?

ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური  მიმართულებით სამედიცინო მაღაზია სამკურნალო,  საპროფილაქტიკო  და  სარეაბილიტაციო  დანიშნულების ნივთებს აერთიანებს.მაღაზიათა ქსელში ასევე სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის განკუთვნილი ფიქსატორები,  ბალიშები,   წელის კორსეტები   და   ქამრები არის წარმოდგენილი.

● ორთოპედიული ფიქსატორები ძირითადად სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის არის განკუთვნილი. ის უდრეკი ან რბილი მასალისგან მზადდება და სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს. ეს პროდუქტი  განკუთვნილია სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვის და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად.  

● ორთოპედიული ბალიშები ადამიანის სხეულის   თითქმის   ყველა   ნაწილისთვისა  და   ორთოპედიული პრობლემისთვის არსებობს. ეს პროდუქტი ხელს უწყობს სხეულის   სწორ   პოზიციონირებას,ასევე ეხმარება ადამიანებს კომფორტული სამუშაო გარემოს შესაქმნელად.ზურგისა და სავარძლის ბალიში დაგეხმარებათ საოფისე საქმიანობა ყოველგვარი დისკომოფრტის,კერძოდ,კუდუსუნისა და წელის ტკივილის გარეშე შეასრულოთ .

● წელის კორსეტები და ქამრები იდეალურია წელის ტკივილის აღმოსაფხვრელად და სხეულის ამ ნაწილში  დატვირთვას ამსუბუქებს. ზოგიერთი მათგანი მუცლის ღრუს ოპერაციების შემდეგ ექიმის რეკომენდაციით გამოიყენება.ორსულობის ქამარი კი ფეხმძიმობისას მუცლის დაწევას უშლის ხელს და მნიშვნელოვან პერიოდში წელის დაფიქსირებაში დაგეხმარებათ.

სამედიცინო მაღაზია “ახალი ხედვის”  ფიქსატორები

სამედიცინო მაღაზია “ახალ ხედვაში” საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი  ბრენდების მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვის განკუთვნილი ფიქსატორია წარმოდგენილი.

მხრის ფიქსატორი - სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამედიცინო საშუალებაა.ის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებისთვის გამოიყენება. მხრის ფიქსატორი სახსრის მოძრაობის ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ,მას,ძირითადად, მოტეხილობის ან ამოვარდნილობის დროს, კუნთებისა და მყესების დაზიანების შემთხვევაში ნიშნავენ.აღნიშნული პროდუქტით საგებლობენ ის მომხმარებლებიც, რომლებსაც ართრიტი ან  ართროზი აწუხებთ.

იდაყვის ფიქსატორი გამოიყენება იდაყვის სახსრის ტრავმების სამკურნალოდ და ფიზიკური დატვირთვის დროს დაზიანებისგან თავის ასარიდებლად. მისი გამოყენება  ამცირებს ტკივილს და ხელს უწყობს სახსარში სითბოს შენარჩუნებას.იდაყვის ფიქსატორი აქტიურად გამოიყენება ეპიკონდილიტის დროსაც. ამ პროდუქტის ტარება კომფორტულია მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ყოველდღიური საქმიანობისას.

კოჭის ფიქსატორი - უზრუნველყოფს არა მარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ სითბოს შენარჩუნებასაც.  მას შიგნით მოთავსებული აქვს სხვადასხვა სახის ჩანართი, რომელსაც დამატებითი ფიქსაციის ფუნქცია აქვს. ჰემატომისა და შეშუპების დროს კი კოჭის ფიქსატორი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

კისრის ფიქსატორი - ზღუდავს კისრის მოძრაობას და სხეულის ამ ნაწილში ტკივილს ამსუბუქებს.  ამ პროდუქტის გამოყენება საკმაოდ მრავალმხრივია.  მას შეუძლია  კისერი ტრავმებისგან დაიცვას, თავი ნეიტრალურ პოზიციაში დააფიქსიროს და ხერხემლის არეში დაჭიმულობის შეგრძნებაც მოხსნას.

სხივ-მაჯის ფიქსატორები გამოიყენება როგორც მოტეხილობისა და ამოვარდნილობის, ასევე დაჭიმულობისა და სხვადასხვა დაავადების დროს. ამ პროდუქტის გამოყენება ხელს უწყობს ტკივილისა და შეშუპების თავიდან აცილებას და სხივ-მაჯის სახრის მოსვენებას.

ხერხემლის ფიქსატორებს წელსა და ზურგთან დაკავშირებული პრობლემების დროს იყენებენ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს პროდუქტი  ხერხემალს  სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და  წელის ტკივილის და ამ არეზე დატვირთვის  შესამცირებლად იდეალურია.  

თითის ფიქსატორი -  მოტეხილობის, ამოვარდნილობის,  ნერვული ქსოვილების დაზიანებისა და სხვადასხვა ტრავმის დროს ინიშნება. ამ პროდუქტის გამოყენება ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდშიც საკმაოდ ეფექტურია.

მუხლის ფიქსატორი - უდრეკი ან/და რბილი მასალისგან,მაგალითად, ორმაგად ლამინირებული,პერფორირებული ნეოპრინისგან მზადდება და სხვადასხვა ხარისხის დაზიანების დროს გამოიყენება. ის მუხლის სახსარს ეხმარება ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში და იცავს მას დამატებითი დაზიანებისგან. ამ პროდუქტის გამოყენება საკმაოდ ეფექტურია ოსტეოართრიტის და რევმატოიდული ართრიტის დრო,ასევე მენისკისა და იოგოვანი აპარატის დაზიანების სამკურნალოდაც.

ტერფის ფიქსატორი -  ტერფის ან წვივის ტრავმების, სხვადასხვა დაავადების გაჩენისგან პრევენციისა და ბრტყელტერფიანობის დროს გამოიყენება.  ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტურია ქუსლის დეზის დროს და ბურსიტის საწინააღმდეგოდაც.

მენჯ-ბარძაყის ფიქსატორი - სხეულის ამ ნაწილის სახსრის სხვადასხვა პათოლოგიისა და ტრავმის დროს და ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში გამოიყენება. პაციენტები მას ბარძაყის კუნთების დაზიანების დროსაც ატარებენ. ეს ფიქსატორი ხელს უწყობს  რეაბილიტაციის პერიოდის დაჩქარებასა და ტკივილების განეიტრალებასაც.

სუპინატორები სამედიცინო მაღაზია “ახალ ხედვაში”

ახალი ხედვის“ სამედიცინო მაღაზიებში სუპინატორების ფართო არჩევანია და მათი  ღირებულება 45 ლარიდან 170 ლარამდე მერყეობს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მყარ და სილიკონის სუპინატორებს , რომლებიც სხვადასხვა პრობლემის დროს გამოიყენება. აღსანიშნავია, ისიც რომ კომპანიის კლინიკაში ხდება ტერფის სრული დიაგნოსტიკა და  ინდივიდუალური სუპინატორების დამზადებაც.  ტერფის  ბაროპოდომეტრული კვლევისა და  პოდოსკანირების  საფუძველზე ამ პროდუქტის  დამზადება ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტისთვის ხდება შესაძლებელი, რაც იძლევა მაქსიმალურ შედეგს ბრტყელტერფიანობის და ტერფის სხვა პათოლოგიების  კორექციისა და პროფილაქტიკისათვის.

ვარიკოზის მოვლის საშუალებები

 

სამედიცინო მაღაზიაში “ახალ ხედვას” Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Mediva-სა და Berger-ის ვარიკოზის მოვლის საშუალებები აქვს წარმოდგენილი. ეს პროდუქტი ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს, წვივებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ფეხებში კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში უზრუნველყოფს . ეს სამედიცინო საშუალებები ასევე, ვარიკოზის დროს  შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ამცირებს. ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს.

ავადმყოფის მოვლის საშუალებები

„ახალი ხედვის“ სამედიცინო მაღაზიებში ავადმყოფის მოვლის მრავალფეროვანი საშუალებაა წარმოდგენილი. ამ მიმართულებით სამედიცინო ჯგუფი ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და წარმატებით ახორციელებს 1000-ზე მეტი დასახელების ავადმყოფის მოვლის საშუალების იმპორტსა და რეალიზაციას. მათ შორის არის:  ნაწოლების ლეიბი , იღლიის ყავარჯენი, კინეზიო ტეიპი, თვითგადასაადგილებელი საშუალებები, შშმ პირთა ეტლები და კოლოსტომის ჩანთა.

საოპერაციო მასალები

სამედიცინო მაღაზია  “ახალი ხედვა” საოპერაციო მასალებსაც გთავაზობთ. კომპანიაში წარმოდგენილია ენდოპროთეზირებისთვის განკუთვნილი მასალები და ორთოპედიული იმპლანტები,რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში არის წარმოებული. ისინი უჟანგავი ფოლადისა და ტიტანისგან მზადდება. ჭანჭიკები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ზომისა და დიამეტრის. ფირფიტების ზედაპირი კი ანოდიზირებულია. 

ჭანჭიკები- ძირითადად გატეხილი, დამსხვრეული ძვლის შეერთებისთვისა და აღდგენისთვის გამოიყენება. ზოგიერთი მათგანი მთლიანად დახრახნილია, სხვები კი - ნახევრად. 

ფირფიტები - სხეულის სხვადასხვა ძვლისთვის არსებობს. ზოგიერთი სხივ-მაჯის ქვედა ნაწილზე გამოიყენება, სხვები კი მცირე წვივზე, ქუსლზე, ლავიწზე ან  ბარძაყზე.  

სამედიცინო მაღაზია “ახალი ხედვის” ფილიალები 

ქართულ ბაზარზე კომპანია „ახალ ხედვას “ თითქმის ათწლიანი გამოცდილება აქვს და მომხმარებლებს ყოველთვის მაღალი ხარისხის სერვისსა და პროდუქციას სთავაზობს.  სასურველი პროდუქტების შერჩევა კომპანიის 12 საფირმო სამედიცინო მაღაზიაში თბილისში, გორში,ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. გარდა ამისა,  სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც არის ხელმისაწვდომი. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატება დაგჭირდებათ. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ.