ბარძაყის ტკივილი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

 

ბარძაყის ტკივილი შესაძლოა უკავშირდებოდეს დაავადებებს, ნერვის ანთებას ან დაჭიმულობას. ამ დროს პაციენტები პირველ რიგში, ტკივილგამაყუჩებელს იღებენ და თუ, ეს ტკივილი ანთებით პროცესს უკავშირდება საჭირო ხდება ანტიბიოტიკების ჩართვაც. სწორი  მკურნალობის პროცესისთვის აუცილებელია მიმართოთ ექიმს და გაიკეთოთ შესაბამისი გამოკვლევები. 

რა იწვევს ბარძაყის ტკივილს?

ბარძაყის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და მისი გამომწვევი მიზეზი ხშირად დამოკიდებულია იმაზე, თუ კონკრეტულად რომელ არეში გრძნობთ დისკომფორტს. თუ ტკივილი ბარძაყის შიდა მხარეს ან საზარდულის არეშია, ის ხშირად თავად სახსარს უკავშირდება. ბარძაყის ტკივილს ძირითადად იწვევს:

ძვლის ან კუნთის დაზიანება;

ნერვის გაღიზიანება და დაზიანება;

ასევე, დაავადებები:

ოსტეოართრიტი - ასაკთან ერთად სახსრის ხრტილის ცვეთა, რაც იწვევს ანთებას და მოძრაობის შეზღუდვას.

ბურსიტი - სახსრის გარშემო არსებული სითხით სავსე ტომრების ანთება. ამ დროს ტკივილი ხშირად ბარძაყის გარე მხარეს ლოკალიზდება.

ტენდინიტი - მყესების ანთება, რომელიც ხშირად გადატვირთვის ან განმეორებადი მოძრაობების შედეგია.

შესაბამისად, ბარძაყის ტკივილის სიმპტომები პირდაპირ არის დამოკიდებული გამომწვევ მიზეზებზე. თუ, ქსოვილები, კუნთები ან მყესები გაღიზიანებული და დაზიანებულია ეს იწვევს ადგილობრივ შეშუპებას. მას თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:

ადგილობრივი შეშუპება;

მოწითალო და გაღიზიანებული კანი;

დაჭერისას და შეხებისას ტკივილის შეგრძნებას.

ბარძაყის ტკივილის მკურნალობა

ბარძაყის ტკივილის დროს უნდა შეარჩიოთ ისეთი მდებარეობა , რომელიც შეგიმსუბუქებთ ტკივილს. ამავე, დროს მნიშვნელოვანია დაზიანებული ადგილის იმობილიზაცია, რასაც ფიქსატორები უზრუნველყოფს.  კომპანია “ახალი ხედვის” მენჯ-ბარძაყის ფიქსატორები ნეოპრინის, პლასტმასისა და  უმაღლესი ხარისხის  ელასტიური მასალებისგან არის დამზადებული.

მენჯ-ბარძაყის სახსრის ბანდაჟი - გამოიყენება მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანებისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

ბარძაყის დამჭერი - გამოიყენება ბარძაყის კუნთების სხვადასხვა სახის დაზიანებების დროს. ინარჩუნებს სითბოს და უზრუნველყოფს კუნთების ფიქსაციას. იდეალურია სპორტული და სხვა სახის ტრავმების შემთხვევაში.

მენჯ-ბარძაყის ორთეზი - უზრუნველყოფს სწრაფ რეაბილიტაციას და იცავს მენჯ-ბარძაყის სახსარს განმეორებითი დაზიანებისგან.

მათი შეძენა შესაძლებელია თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე “ახალი ხედვის” ფილიალებში. შესაძლებელია სასურველი სამედიცინო ნივთის ონლაინ გამოწერაც. ამისთვის მხოლოდ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირებაა საჭირო.

 

როგორ ავირიდოთ თავიდან ბარძაყის ტკივილი? 

ბარძაყის ტკივილის თავიდან ასაცილებლად გაითვალისწინეთ, რომ არასოდეს დაიწყოთ ინტენსიური ვარჯიში კუნთების წინასწარი გახურების გარეშე. ასევე, თუ თქვენი სამუშაო ან ცხოვრების სტილი ხანგრძლივ ჯდომას ან ფეხზე დგომას მოითხოვს, ეცადეთ ყოველ 45 წუთში ერთხელ გააკეთოთ მცირე შესვენება და მსუბუქად გაიაროთ.