“ახალი ხედვის” ბავშვის კოჭის ფიქსატორი

ქართულ ბაზარზე არსებობს კოჭის ფიქსატორების  სხვადასხვა მოდელი, რომელიც განსხვავებული მიზეზებით გამოიყენება. მათი მრავალფეროვანი არჩევანი წარმოდგენილია კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში - მათ შორის ძალიან მოთხოვნადია საბავშვო კოჭის ფიქსატორი. ეს გამოწვეული იმ ფაქტორით, რომ  კოჭის დაზიანების ძირითადი მიზეზი ხშირად სირბილის ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული დატვირთვა, მოხრა, გაშლა ან შებრუნებაა. ბავშვები კი სწორედ ამ მიზეზებით ხშირად იზიანებენ სხეულის ამ ნაწილს.  ამ ტრავმების დროს დიდ როლს ასრულებს და სწრაფ რეაბილიტაციასაც უზრუნველყოფს კოჭის სამაგრი. სხვადასხვა დააავადებისა და დაჭიმულობის პროცესში ეფექტუურია ბავშვის კოჭის საფიქსაციო საშუალებები, რომლებიც  სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასა  და ტკივილის შემცირებასაც უწყობს ხელს.

რამ შეიძლება გამოიწვიოს კოჭის ტრავმა?

კოჭის ტრავმის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს. შეიძლება, ეს  სირბილით, ფეხის გადაბრუნებით, წაქცევითა  და დაჭიმულობით იყოს განპირობებული. ამ დროს ძალიან ეფექტურია კოჭის დამცავის ტარება. ძლიერი ტკივილი ასევე ხშირად დაკავშირებულია ისეთ ტრავმასთან, როგორიცაა კოჭის ღრძობა. ეს  პრობლემა   სახსრის იოგოვანი აპარატის დაჭიმვას ან ნაწილობრივ გაგლეჯას გულისხმობს. სამწუხაროდ, ღრძობა ხშირია სპორტსმენებში და ისინი ამ დროს კოჭის ბანდაჟს იყენებენ. ტრავმებს ხშირ შემთხვევაში კოჭის შეშუპება და შესიება ახლავს თან. ეს ძირითადად იმის მანიშნებელია, რომ შესაძლოა საქმე მოტეხილობასთან  ან სხვა რაიმე დაზიანებასთან გვქონდეს. მსგავსი დაზიანებების დროს კოჭის საფიქსაციო საშუალებებია რეკომენდებული, რადგან ის ამ ნაწილში სითბოს შენარჩუნებას უწყობს ხელს და ტკივილსაც ამცირებს. თუმცა,გასათვალისწინებელია,რომ ხშირად კოჭი ბრტყელტერფიან ადამიანებსაც აწუხებთ. ზოგადად, კოჭის დამჭერს პაციენტები იყენებენ, როგორც მკურნალობის, ასევე რეაბილიტაციის პერიოდში და პრევენციის მიზნით.

როგორ შევარჩიოთ ბავშვის კოჭის ფიქსატორი?

კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში  კოჭის ფიქსატორების ფართო სპექტრია წარმოდგენილი. მთელი საქართველოს მასშტაბით მდებარე 13 ორთოპედიულ მაღაზიაში ხელმისაწვდომია უმაღლესი ხარისხის ბავშვის კოჭის სტაბილიზატორები. მათი მწარმოებელია ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა- მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. მაღაზიების გარდა, ამ პროდუქტების შეძენა ონლაინ მეთოდითაც შესაძლებელია. განვიხილოთ, რა ტიპის ბავშვის კოჭის საფიქსაციო საშუალებებს გვთავაზობს კომპანია “ახალი ხედვა”, რომელიც საქართველოს ბაზარზე უკვე 10 წელია ოპერირებს.

ბავშვის კოჭის ფიქსატორი - დამზადებულია ორმაგი ლამინირებული პერფორირებული ნეოპრინის მასალისგან, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას. გამოიყენება ღრძობის, დაჭიმულობის დროს ან თაბაშირით მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაციისთვის.

ბავშვის კოჭის სამაგრი - უზრუნველყოფს კოჭის სახსარში სითბოს შენარჩუნებას  და აფიქსირებს კოჭს სწორ მდგომარეობაში. 

ბავშვის ფეხის ორთეზი - უზრუნველყოფს ბავშვის ტერფის 90 გრადუსიან პოზიციაში დაფიქსირებას.დამზადებულია 3 მმ სისქის პოლიეთილენის მასალისგან. აქვს რბილი ქსოვილისგან დამზადებული, მოსახსნელი შიდა ფენა, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტს და ჰიგიენურობას.