ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკა და ტერფის გამოკვლევა აუცილებელია სწორი მკურნალობისა და ეფექტიანი შედეგისთვის. ტერფის დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებული  ბრტყელტერფიანობაა. დეფორმაციის ხარისხის დასადგენად კომპიუტერული კვლევა და ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკაა საჭიროა. კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებელს სთავაზობს პლანტოგრაფიას, რაც მოიცავს ბაროპოდომეტრიასა და პოდოსკანირებას. ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკასა და ტერფის კვლევას ახდენს უახლესი თაობის იტალიური Diassu-ს აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ამის საფუძველზე, კი ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის შესაძლებელია სპეციალური ინდივიდუალური ღაბაშის დამზადება, რაც ბრტყელტერფიანობისა და ტერფის სხვა პათოლოგიების  კორექციისა და პროფილაქტიკისათვის მაქსიმალურ შედეგს იძლევა.

როდის არის საჭირო ბრტყელტერფიანობის კვლევა და დიაგნოსტიკა?

ტერფის ტკივილი ძლიერდება მოძრაობისას, რადგან ამ დროს მასზე დატვირთვა იზრდება. თუმცა, მისი სიმპტომები სრულად არის დამოკიდებული გამომწვევ მიზეზებზე, დაავადებაზე და მის მიმდინარეობაზე. ტერფის სხვადასხვა პათოლოგიას განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს. ტკივილი შესაძლოა დღის განმავლობაში რამდენჯერმე განმეორდეს ან მუდმივად გვაწუხებდეს. ამ დროს აუცილებელია ტერფის გამოკვლევა  და ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკა ჩატარდეს. თანამედროვე ტექნოლოგიები ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკის ახალ მიდგომებს გვთავაზობს. ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკის საშუალებით დეტალური ინფორმაცია შეგვიძლია, მივიღოთ ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მონაცემების შესახებ. ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკა ძირითადად ტარდება 3-4 წლის ასაკიდან. ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკისა და გამოკვლევის ჩასაყტარებლად აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვის წონა მინიმუმ 20-კილოგრამს შეადგენდეს. ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენების ვადა საშუალოდ 8-12 თვით განისაზღვრება. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, ტარდება განმეორებითი ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკა, რათა მოხდეს ტერფის მდგომარეობის შეფასება დინამიკაში.

ბრტყელტერფიანობის მკურნალობა

სწორი დიაგნოზის დასმის შემდეგ კომპანია “ახალი ხედვის”  კლინიკაში ასევე შესაძლებელია ინდივიდუალური ღაბაშების დამზადება, რაც ძვლოვანი სისტემის პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისთვის მაქსიმალურ შედეგს იძლევა. კომპანია “ახალ ხედვა” მომხმარებლებს, ინდივიდუალური სუპინატორების გარდა, მყარსა და სილიკონის მზა, სტანდარტულ სუპინატორებს სთავაზობს. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ფეხის სტაბილურობის შენარჩუნებას და აუმჯობესებს ტერფის მდგომარეობას, განსაკუთრებით ვარჯიშის ან მოძრაობის დროს. მისი ჩაღრმავებული ქუსლი კი  უზრუნველყოფს ტერფის ჯანსაღ ჩამოყალიბებას. სუპინატორები ადვილად ჯდება სპორტული სტილის დახურულ ფეხსაცმელში და მათი ტარება საკმაოდ კომფორტულია, შესაბამისად, თუ ტერფზე მუდმივად გრძნობთ ტკივილსა და დისკომფორტს - ეს პრობლემა მარტივად მოგვარდება სუპინატორის გამოყენებით. მათი შეძენა შესაძლებელია კომპანია “ახალი ხედვის” 13 ფილიალში - თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში. გარდა ამისა, მოქმედებს ონლაინ შესყიდვაც.