რა იწვევს ბრტყელტერფიანობას?
ბრტყელტერფიანობა მთელს მსოფლიოში ძალიან გავრცელებული პრობლემაა. წლების წინ მას ადამიანები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, თუმცა მოგვიანებით, როდესაც მიხვდნენ, რომ ეს პრობლემა სხვა დაავადებების განვითარებას უწყობდა ხელს, ამ პათოლოგიას სათანადო ყურადღება დაეთმო. ბრტყელტერფიანობა ძვალ-სახსროვანი სისტემისა და მთელი კონსტრუქციის ცვლილებას იწვევს, ამიტომ ბავშვებში ბრტყელტერფიანობის პრევენციისთვის, საჭიროა ტერფის დიაგნოსტიკის ჩატარება 4 წლის ასაკიდან, როდესაც ძვლოვანი სტრუქტურა ყალიბდება. აუცილებელია, რომ ბრტყელტერფიანი ბავშვი ავარიდოთ სპორტის ისეთ სახეობებს, სადაც წამყვან მოძრაობად ხტუნვითი მოძრაობა ან დიდ მანძილზე სირბილი ითვლება, რადგან ეს ტერფებისთვის დიდი დატვირთვაა. ბრტყელტერფიანობის გამომწვევი მიზეზებია :
● გენეტიკური წინასწარგანწყობა;
● ტრავმა;
● სახსრის დაზიანება;
● რაქიტი;
● ჭარბი წონა;
● ორსულობა;
● პროფესიები, რომლებიც დიდხანს დგომას მოითხოვს.
ბრტყელტერფიანობის სიმპტომები
ბრტყელტერფიანობის დროს ტერფი დეფორმირდება და ამორტიზაციის უნარს კარგავს.ადამიანს სიარულისას ტკივილი აწუხებს და მარტივად იღლება. ბრტყელტერფიანი ბავშვები ხშირად უჩივიან დისკომფორტს მაშინაც კი, როდესაც, ერთი შეხედვით, ამის მიზეზი თითქოს არ აქვთ.ბრტყელტერფიანობის დამახასიათებელი სიმპტომებია:
● ტკივილი
● დაღლა
● სიმძიმის შეგრძნება
● ტერფის გამოხატული დეფორმაცია
● დისკომფორტი კოჭ-წვივის სახსარში
ბრტყელტერფიანობის მკურნალობა
ბრტყელტერფიანობის სამკურნალოდ სხვადასხვა გზას მიმართავენ. მათ შორის არის ბალნეოთერაპია, სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟი. გარდა ამისა, ადამიანები მკურნალობის მიზნით ორთოპედიულ სუპინატორებს იყენებენ. ამ პროდუქციის ფართო არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის 13 მაღაზიაში უმაღლესი ხარისხის მყარი და სილიკონის სუპინატორები ხელმისაწვდომ ფასად არის წარმოდგენილი. მათი ფასი დამოკიდებულია მასალასა და ხარისხზე, ღირებულება კი 45 ლარიდან 170 ლარამდე მერყეობს. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს ბაუერფენდის / Bauertfriend , მორსასა / MorsaCyberg და ბერგერის / Berger ორთოპედიულ სუპინატორებს სთავაზობს. გარდა ამისა, კომპანია „ახალი ხედვაში“ ტერფის კომპიუტერული კვლევა და უმაღლესი ხარისხის იტალიური დანადგარით ინდივიდუალური სუპინატორის დამზადების სერვისიც არის ხელმისაწვდომი. ღაბაშის დამზადება ტერფის ბაროპოდომეტრიისა და პოდოსკანირების შედეგად მიღებული ტერფის სამგანზომილებიანი სურათის საფუძველზე ხდება.
კომპანია “ახალი ხედვის” სუპინატორებს აქვთ როგორც სამკურნალო, ასევე საპროფილაქტიკო დანიშნულება. ადამიანები მას ბრტყელტერფიანობის,სქოლიოზის,ვენების ვარიკოზული დაავადებისა და პროფესიული და სპორტული დატვირთვის დროს ატარებენ. ის ამსუბუქებს ტკივილს ტერფის არეში,ახდენს თაღის კორექციას, ასევე უზრუნველყოფს ტერფის სტაბილიზაციას და ზეწოლის სწორ გადანაწილებას. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში ასევე ხელმისაწვდომია სუპინატორები ბავშვბესთვისაც. ორთოპედიული ღაბაში „ GloboTec „ ასწორებს ფეხის თაღს და გამოიყენება ბავშვებში ბრტყელტერფიანობის დროს. ის ინარჩუნებს ფეხის სტაბილურობას და აუმჯობესებს ტერფის მდგომარეობას, განსაკუთრებით ვარჯიშის ან მოძრაობის დროს.