ბრტყელტერფიანობის გამოკვლევა თანამედროვე მეთოდებით

თუ კი ტერფის არეში სხვადასხვა სახის პრობლემამ თავი იჩინა და ტერფზე არსებული დისკომფორტი უკვე დიდი ხანია გაწუხებთ, აუცილებელია, რომ ტერფს დროული და სათანადო ყურადღება მიაქციოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბრტყელტერფიანობის დადგენა ვიზუალური დათვალიერებითაც ხდება, საჭიროა ტერფების ანატომიური და ფუნქციური დატვირთვა კომპიუტერული კვლევით შემოწმდეს. ეს პროცესი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მუშაობის პროცესში ძალიან ეხმარება ზუსტი და სწორი სამკურნალო გეგმის შედგენაში, რადგან ტერფზე არსებული პრობლემების შესახებ კომპიუტერული კვლევის ჩატარება დეტალურ ინფორმაციას იძლევა ტერფის სხვადასხვა პათოლოგიისა და დარღვევის შესახებ. ეს კი თავისთავად მედიკოსებს შესაძლებლობას აძლევს, რომ მკურნალობა ეფექტურად წარმართონ და სწორი დიაგნოზი დასვან. ტერფის კვლევის შედეგად, ზუსტი მონაცემები დგინდება:

ტერფების დეფორმაციის ხარისხის;

ტერფის ფორმის;

ყრდნობის ფართის;

სიმძიმის ღერძის შესახებ.

ტერფის კვლევა ძირითადად ტარდება 3-4 წლის ასაკიდან. დიაგნოსტიკის ჩასატარებლად კი აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვი მინიმუმ 20-21 კგ-ს იწონიდეს. თანამედროვე ტექნოლოგიებით ტერფის კომპიუტერულ კვლევასა და სკანირებას უკვე წლებია გვთავაზობს სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა”.  ეს პროცესი მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის დიაგნოსტირებას ითვალისწინებს. ამ გამოკვლევის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი, რაც სწორი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა.

პედოგრაფია და პლანტოგრაფია ტერფის კვლევის თანამედროვე მეთოდებია. ამ პროცედურების სრულყოფილად ჩატარება სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვის” ტერფის დიაგნოსტიკის კლინიკაშია შესაძლებელი. სამედიცინო სივრცეში ტერფის დიაგნოსტირება ხორციელდება იტალიური ფირმა Diasus-ს უახლესი, ულტრასენსორული აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს ტერფის მონაცემებს ინახავს, ხოლო ამის შემდეგ კლინიკაში ინდივიდუალური სუპინატორი მზადდება, რომელსაც საჭიროებიდან გამომდინარე,  გამოყენების საკმაოდ ფართო სპექტრი აქვს როგორც მკურნალობის, ასევე პროფილაქტიკის მიმართულებით. ზოგადად, მკურნალობის მიზნით სუპინატორებს პაციენტები ბრტყელტერფიანობის, მაღალი თაღის, პირველი თითის ვალგუსური დეფორმაციის, ქუსლის დეზის, აქილევსის მყესისა და  სხვადასხვა პათოლოგიის დროს იყენებენ. თუ  ჩამოთვლილთაგან რომელიმე დაავადება გაწუხებთ, მაშინ ექიმი მყარ სუპინატორს შეგირჩევთ, რომ მან  თაღის სტაბილიზაციას შეუწყოს ხელი. მისი ტარება სიარულის ან ფიზიკური აქტივობის დროს უფრო კომფორტული და პრაქტიკულია. პროფილაქტიკის მიზნით კი  რეკომენდებულია სილიკონის დრეკადი ღაბაშები, რომლებიც ტერფზე დატვირთვას ამცირებს.