ტერფის კვლევა და დიაგნოსტიკა

ტერფის დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო პროცედურაა, ვინაიდან ტერფი ძვლების, იოგების, მყესებისა და კუნთების კომპლექსური ერთიანობაა. ის იმდენად ძლიერია, რომ სხეულის მთელ წონას უძლებს. ადამიანის ყველა სახსარი ტერფის მოძრაობას ესადაგება, ამიტომ მისი დეფორმაცია ძვალ-სახსროვანი სისტემის სხვა პრობლემებსაც იწვევს. აუცილებელია, რომ პათოლოგიებს ბავშვობიდან მიექცეს ყურადღება და დროულად გაკეთდეს ტერფის კვლევა. მაგალითად, ტერფის ჩამოყალიბებაზე ზემოქმედება 5-6 წლის ასაკამდე შესაძლებელია, შემდგომში კი - არა. თუმცა, ზრდასრულ ასაკში მკურნალობა და ტერფის კვლევა აუცილებელია, რათა თავიდან აიცილოთ სხვადასხვა დაზიანებები.

,,ახალი ხედვის” კლინიკა გთავაზობთ ტერფის კომპიუტერულ დიაგნოსტირებას უნიკალური და მაღალტექნოლოგიური ულტრასენსორული პლატფორმის მეშვეობით. თუ ტერფის კვლევა და ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა გსურთ, კლინიკაში იტალიური კომპანია ,,Diasu”-ს უახლესი თაობის აპარატი დაგხვდებათ, რომლის მთავარი ნაწილი ბილიკია. მასზე გავლის შემდეგ ტერფის სამგანზომილებიანი, დეტალური სურათი იქმნება. მის საფუძველზე ინდივიდუალური სუპინატორები (ღაბაში)  მზადდება. ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა და ინდივიდუალური სუპინატორის (ღაბაშის) გამოყენება მაქსიმალურ შედეგს იძლევა ბრტყელტერფიანობისა და ტერფის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისათვის. 

როდის მივმართოთ სპეციალისტს?

ტერფი არის ძვლების, იოგების, მყესებისა და კუნთების კომპლექსური ერთიანობა, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ სხეულის მთელ წონას უძლებს. მიუხედავად ამისა, სხეულის ეს ნაწილი ხშირად ზიანდება, სხვადასხვა  ტრავმა კი  დიდ ტკივილს იწვევს. ტერფის პრობლემები ხშირად აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდხანს ფეხზე დგომა უწევთ ან ისეთი ფიზიკური აქტივობებით არიან დაკავებულნი, რომლებიც ტერფებზე მუდმივ დატვირთვას იწვევს. სხეულის ეს ნაწილი ხშირად ზიანდება სხვადასხვა ტრავმის მიღების დროს, ტერფის დაზიანებისგან გამოწვეული ტკივილი კი საკმაოდ ძლიერია. ტკივილის გამომწვევ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს კი  ბრტყელტერფიანობა მიეკუთვნება. გარდა ამისა, არსებობს სხვა ფაქტორებიც:

ქუსლის დეზი

პროფესიული და სპორტული ტერფი;

ტერფის ვალგუსური დეფორმაცია;

აქილევსის მყესის ანთება.

გარდა ამისა, არსებობს ნიშნები რომელთა გაჩენის დროსაც აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს:

ტკივილები სეირნობის დროს;

ტერფის გაშეშება და შეშუპება დილაობით;

სიწითლე ტერფის არეში;

 

ტერფის დეფორმაცია.

რა  დროს არის საჭირო ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა (ტერფის კვლევა) და ინდივიდუალური სუპინატორის (ღაბაშის) გამოყენება?

  • ბრტყელტერფიანობა - პათოლოგია, რომლის დროსაც ტერფის გასწვრივი და განივი თაღები გაბრტყელებულია.
  • დიაბეტური ტერფი - იწვევს კანის, რბილი ქსოვილების, ძვლების და ტერფის სახსრების დაზიანებას.
  • ტერფმრუდობა -  ძვალ-კუნთოვანი სისტემის ანომალიური განვითარება.
  • ტერფის ვალგუსური დეფორმაცია - ხასიათდება ტერფის ცერა თითის გადახრით მომდევნო თითებისკენ. იწვევს ტერფის შეშუპებასა და ტკივილს.
  • პლანტარული ფასციიტი - ქუსლის არეში ფასციის დაზიანების და ანთების შედეგად წარმოქმნილი გაძვალებული ქსოვილი
  • ხერხემლის გამრუდება
  • სახსრების პათოლოგიები (კოჭ-წვივის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის სახსრების)
  • ვენების ვარიკოზული დაავადება
  • სიმსუქნე
  • ორსულობა
  • პროფესიული და სპორტული დატვირთვა

გარდა ამისა, “ახალი ხედვა” სპორტულ  ორთოპედიულ სუპინატორებსაც (ღაბაშებსაც) გთავაზობთ. ღაბაში ტერფს სწორ ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს, ამცირებს ზეწოლას მთელი სხეულის კუნთებზე, სახსრებსა და ძვლებზე.  სუპინატორების (ღაბაშის) გამოყენება ორსულებისთვის დროსაც აუცილებელია, რადგან წონის მატებასთან ერთად ტერფზე დატვირთვა იზრდება, რაც ძვლის ფორმის ცვლილებასა და კუნთების დაჭიმულობას იწვევს. 

ტერფის დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები

ტერფის დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია და ამ სერვისს კომპანია “ახალი ხედვა” გვთავაზობს. ტერფის კვლევის ახალი მიდგომები სამედიცინო ჯგუფმა რამდენიმე წლის წინ დანერგა და ამ მიმართულებით საქართველოში ლიდერი კომპანიაა. “ახალი ხედვის” კლინიკაში ეს პროცესი ხდება იტალიური ფირმა Diasus-ს აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ბაროპომეტრული დიაგნოსტიკა და სკანირება  ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მნიშვნელოვან დეტალების შესახებ ზუსტ ინფორმაციას იძლევა.  „ახალი ხედვის“ კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე აპარატურით, რომლის საშუალებითაც პაციენტებს უტარდებათ პლანტოგრაფია ანუ ტერფის კომპიუტერული კვლევა, რომელიც მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც გულისხმობს უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის კვლევას. ამ გამოკვლევის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი სურათი - ეს კიდევ  სწორი დიაგნოზი დასმის წინაპირობაა. ამის შემდეგ, კლინიკაში ინდივიდუალური სუპინატორის დამზადებაც არის შესაძლებელი.  

ტერფის ტკივილის გავრცელებული მიზეზები ბავშვებში და მოზარდებში

ბოლო წლებში, ტერფის პათოლოგიებმა საგრძნობლად იმატა და შესაბამისად, პაციენტთა მომართვიანობაც ტერფის კვლევაზე გაზრდილია. ადრეულ პერიოდში შესაბამისი სადიაგნოსტიკო საშუალებები არ არსებობდა და ადამიანებიც ამ მეთოდებში ნაკლებად იყვნენ გათვითცნობიერებულნი. ახლა ამ საკითხს მეტი ყურადღება ეთმობა და ტერფის პრობლემებს უკვე დროულად აქცევენ ყურადღებას, როგორც პედიატრები და ორთოპედები, ასევე მშობლებიც. ტერფის პრობლემების დროს ბავშვები ადვილად იღლებიან თანატოლებთან შედარებით, უჭირთ სპორტული აქტივობები, მაგალითად: ფეხბურთის თამაში და არსებობს რისკი, რომ მომავალში სხვა სახსრების ტკივილი და დეფორმაციაც გამოიწვიოს. ამ პრობლემის კორექციის დასაწყებად საუკეთესო ასაკი ოთხიდან რვა წლამდეა. ტერფის დაავადებებში ყველაზე ხშირად გვხდება ბრტყელტერფიანობა. ამის გამომწვევი მიზეზებია:

      რაქიტი;

      ტრავმა;

      არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი;

      ჭარბი წონა;

      გენეტიკა.

 

ბრტყელტრფიანობა ბავშვებში იმართება კომპლექსური მეთოდით - ფიზიოთერაპიით, ბალნეოთერაპიით, მედიკამენტური თერაპიით და სამკურნალო ფიზკულტურით. მკურნალობის პროცესში ზემოთ ჩამოთვლილ პროცედურებთან ერთად უმნიშვნელოვანესია სუპინატორის ტარება.

ახალი ხედვის ფეხის ტერფის ფიქსატორები

ტერფის ფიქსატორი ხსნის დატვირთვას და კომფორტულს ხდის ფეხსაცმლის ტარებას სახსარს ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს. მისი ძირითადი დანიშნულება ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებაა. სასარგებლოა როგორც დაჭიმულობის, ასევე სხვადასხვა დაავადებების დროს. მზადდება სილიკონისგან, ელასტიური და ლამინირებული მასალებისგან. თუ ფეხის თითის, ტერფის ან ფეხის გულის ტკივილი გაწუხებთ, არ ინერვიულოთ, გამოსვალი ნამდვილად არსებობს  - “ახალი ხედვა” პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. ტკივილს სხვადასხვა მიზეზი იწვევს,  ამიტომ თავდაპირველად ექიმთან კონსულტაციას გირჩევთ. ტერფის  კომპიუტერული დიაგნოსტიკის (ბაროპორომეტრია და  პოდოსკანირება)  საფუძველზე ჩვენი სპეციალისტები ინდივიდუალურ სუპინატორებს (ღაბაშებს)  დაგიმზადებენ. გარდა ამისა, ტერფის ფიქსატორებსაც გთავაზობთ, რომლის შეძენაც როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ასევე ვებ-გვერდის საშუალებითაც შეგიძლიათ. სასურველ პროდუქტს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიიღებთ.