დაჭიმულობის შეგრძნება - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები
დაჭიმულობას ძირითადად ძლიერი ფიზიკური დატვირთვა იწვევს, რაც ძალიან მტკივნეულია. ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდხანს დაძაბულ რეჟიმში უწევთ მუშაობა. დაჭიმულობას უმკლავდებიან როგორც მედიკამენტების მიღებით, ასევე ვარჯიშებით, მასაჟებითა და ფიზიოთერაპიით. ეს პრობლემა ასევე, ხშირად ვლინდება სპორტსმენებში. მას განსხვავებული ტკივილი ახასიათებს - შესაძლოა იყოს მწვავე, ქრონიკული ან ყრუ ხასიათის. როგორც წესი, ტკივილი ხშირად ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ გამოწვეული დაჭიმულობის შედეგად ვლინდება.
რამ შეიძლება გამოიწვიოს დაჭიმულობის შეგრძნება?
სხეულის დაჭიმულობა ყველაზე ხშირად გვხვდება:
● მუცლის კუნთების ტკივილი, რომელიც შესაძლოა კუჭის სპაზმსა და ყაბზობას უკავშირდებოდეს.
● ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო შეგრძნებაა კისრის კუნთების დაჭიმულობაც. ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდხანს დაძაბულ რეჟიმში უწევთ მუშაობა.
● კუნთის დაჭიმვა ასევე ყველაზე ხშირად ვლინდება ფეხებზე. დაზიანება ვითარდება კუნთების უეცარი ძლიერი შეკუმშვისას, ძირითადად მოქნილობის გასაუმჯობესებელი ვარჯიშების არასათანადოდ შესრულების გამო.
როგორ ვუმკურნალოთ დაჭიმულობის შეგრძნებას?
დაჭიმვას სხვადასხვა მეთოდით მკურნალობენ და ეს პროცესი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მიზეზით არის გამოწვეული პრობლემა. დაჭიმულობის შეგრძნების მკურნალობის დროს ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა საზიანოა კუნთებისთვის, თუმცა ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესი, ასევე ხშირად ხდება ამ დისკომფორტის მიზეზი. ამიტომ ვარჯიშების ინტენსივობა ოპტიმალური უნდა იყოს. ამისთვის აუცილებელია, რომ სპეციალისტს მიაკითხოთ და თვითნებური მკურნალობა არ დაიწყოთ. დაჭიმულობის შეგრძნების დროს იდეალურია ცურვა, რადგან ამ პროცესში კუნთების თითქმის ყველა ჯგუფია ჩართული.
როგორ ავირიდოთ თავიდან დაჭიმულობა?
გარდა ჯანსაღი ცხოვრების წესისა, დაჭიმულობის დროს მიზანშეწონილია სხვადასხვა ორთოპედიული პროდუქტის გამოყენება. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● მუხლის ფიქსატორები - მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და დაზიანებისგან იცავს. გამოიყენება სხვადასხვა დაავადების დროს.
● იდაყვის ფიქსატორები - ამცირებს ტკივილს, გამოყოფს და ინარჩუნებს სითბოს იდაყვის არეში. აღნიშნული პროდუქტი კომფორტული გამოსაყენებელია მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ყოველდღიური საქმიანობისას.
● კოჭის ფიქსატორები - გამოიყენება როგორც ართრიტის, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს არამარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ სითბოს შენარჩუნებასაც.
კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ორთოპედიულ პროდუქტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს. პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად დედაქალაქის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში არსებულ მაღაზიებშია შესაძლებელი.